მამუკა მდინარაძე

31 Aug. 2022, 14:43

ეს არის საკითხი, რომელზეც ჩვენთან კი არა, თავად უკრაინაშიც კი აზრთა სხვადასხვაობაა, ევროპაშიც კიდევ უფრო დიდი დაპირისპირებაა ამ ორი აზრის სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით. ამიტომ ჩვენ მათ გადაწყვეტილებებს ნუ განვსჯით და მათ მსჯელობას. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვიცით, რომ ეს გადაწყვეტილება არავის მიუღია, ამიტომ წინასწარ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, არ მიიღებენ, ამ აზრის მომხრეები თუ მოწინააღმდეგეები გაიმარჯვებენ, არ ვიცით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეს არ უნდა გახდეს საქართველოში ისეთი კამპანიების კეთების საფუძველი, როგორი სამარცხვინო კამპანიებიც იგეგმება ხოლმე, რომლებიც ერთი მხრივ, შეიძლება, ფაშისტურადაც მოინათლოს, მეორე მხრივ, შეიძლება, რაღაც დისკრედიტაციის მცდელობა იყოს.

გასაგებია, ერთი მხრივ, შეიძლება, ვიღაცას რაღაცა ემოცია ჭარბობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი, ტურისტი, ვთქვათ, არ მოსწონდეს, მაგრამ ეთნიკური ნიშნით ადამიანების გამორჩევა 2022 წელს მთლად კარგი ამბავი არ არის.

ემოციებიც გასაგებია, ისიც გასაგებია, რომ ოკუპანტს ოკუპანტი დაარქვა და ასე უნდა მოიქცე აუცილებლად და მის ხელისუფლებასთან დაკავშირებით თუ განცხადებას და კომენტარს გკითხავს ვინმე შესაბამისი პასუხიც უნდა გასცე, მაგრამ ტურისტამდე დაიყვანო ეს ამბავი და ეთნიკური ნიშნით გამოარჩიო და შემდეგ თავდასხმები აწარმოო და ეს თავდასხმები ემოციურად კი არ გაღელვებდეს, რეალურად პრაგმატულად, ცუდი პრაგმატიზმია ეს, გინდოდეს შენი ქვეყნის შიდა სიტუაციის ასარევად, ეს ცუდი საქციელია. ამ თემაში ნუ შევყვებით ნაცებს, ძალიან გთხოვთ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  2. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  3. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
  4. საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა
  5. თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე…