აგროსფერომ "ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2022"-ის გამარჯვებულები დააჯილდოვა
ფოტო: აგროსფერო
23 აგვისტოს, სასტუმრო "რედისონში" "ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2022"-ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. "აგრო-ოლიმპიადა", რომელიც წელს მეორედ ჩატარდა და უკვე ყოველწლიურ ღონისძიებად იქცა, სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებს, სპეციალისტებს, ფერმერებს, სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში თავიანთი ცოდნის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს.
ოლიმპიადის სამი კატეგორიის — აგრონომიის, ღვინის ტექნოლოგიისა და მექანიზაციის — გამარჯვებულები "აგროსფერომ" დააჯილდოვა. კომპანიამ პირველი სამი ადგილის მფლობელ მონაწილეებს, სულ 9 სტუდენტს, თანამედროვე აგრო-განათლებასთან დაკავშირებული თემატური საჩუქრები გადასცა.
მე-3 ადგილზე გასულმა მონაწილეებმა "აგროსფეროსგან" ბიოდივირსიფიცირებულ სოფლის მეურნეობაზე აუდიო წიგნი მიიღეს. წიგნის კომფორტულად მოსასმენად მათ JBL-ის უსადენო ყურსასმენებიც გადაეცათ. მე-2 ადგილის მფლობელები კომპანიამ ელექტრონული წიგნით — Agriculture 5.0-ით დააჯილდოვა, რომელიც სოფლის მეურნეობის უახლეს ტექნოლოგიებს, მანქანურ სწავლებას, IoT-სა და ხელოვნურ ინტელექტს შეეხება. წიგნის კომფორტულად საკითხავად კი "აგროსფერომ" მათ საჩუქრად ელექტრონული წიგნების საკითხავი მოწყობილობა — Amazon Kindle 6 Paperwhite გადასცა. 1-ელ ადგილზე გასულმა მონაწილეებმა ისრაელის წამყვანი უნივერსიტეტის — "თელ-ავივის უნივერსიტეტის" 1-თვიანი ონლაინ კურსი მიიღეს, რომელიც მათ თანამედროვე ცოდნას მიაწვდის მცენარეთა ბიოლოგიაზე. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სტუდენტებს სპეციალური სერტიფიკატები მიენიჭებათ. კურსის კომფორტულად გასავლელად კომპანიამ გამარჯვებულები Samsung Galaxy Tab S სერიის პლანშეტებითაც დაასაჩუქრა.
საჩუქრების შერჩევისას "აგროსფეროს" მიზანი იყო, რომ გამარჯვებულებისთვის სოფლის მეურნეობაში ცოდნის გაღრმავებისა და თანამედროვე ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა მიეცა. შესაბამისი მოწყობილობების დახმარებით კი მათთვის ეს პროცესი გაემარტივებინა.
"ჩვენთვის, როგორც სოფლის მეურნეობის სექტორის ლიდერი კომპანიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე აგრო-განათლება და მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა თაობა ჩვენს სფეროში. ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაა განათლების მხარდაჭერა და სწორედ ამიტომ წელს "აგრო-ოლიმპიადის" სპონსორები გავხდით. ამ მიმართულებით სხვა პროგრამებსაც აქტიურად ვახორციელებთ და ვაგრძელებთ საინტერესო სიახლეების დაგეგმვას", — ამბობს "აგროსფეროს" წარმომადგენელი.
აღსანიშნავია ისიც, რომ "აგროსფერომ" ჩამოაყალიბა ყოველწლიური სასტიპენდიო პროგრამა "აგროსფეროს სტიპენდიატიც", რომლის ფარგლებშიც კომპანია "აგრარული უნივერსიტეტის" 3 ყველაზე წარმატებულ სტუდენტს სოლიდურ სტიპენდიას გადასცემს.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
კომენტარები