შეისწავლეს 560 მილიონი წლის ნამარხი — ეს აქამდე ცნობილთაგან ყველაზე ადრეული მტაცებელია
ძველი აღმოჩენის შესწავლისას მნიშვნელოვანი სიახლე შევიტყვეთ. საუბარია, ხისტ, მილისებური ეგზოჩონჩხის ანაბეჭდზე, რომლის თავზე მოქცეულია საცეცები. მისი განსხვავებულობა მკვლევრებმა მალევე შენიშნეს, თუმცა ზუსტ შედეგებს დრო დასჭირდა.
აღმოჩენა მარჯნის, ანემონების და მედუზების ნათესავს ჰგავდა. თუმცა, ნამარხი 20 მილიონი წლით უფრო ძველი იყო და მაშინ ჩამოთვლილთაგან არცერთს უნდა ეარსება.
"აღმოჩენა არაფერს ჰგავდა, რაც იმ დროისთვის წიაღისეულ ნარჩენებში გვიპოვნია. ამ დროის სხვა ნამარხების უმეტესობას ვერ მიამსგავსებდით. აღმოჩენას აშკარად ჰქონდა ჩონჩხი, მჭიდროდ შეფუთული საცეცებით, რომლებიც ოდესღაც ტრიალებდნენ წყალში და იჭერდნენ გამვლელ საკვებს, ისევე როგორც დღეს მარჯნები და ზღვის ანემონები", — ამბობს პალეონტოლოგი ფრენკი დანი ოქსფორდის უნივერსიტეტის ბუნების ისტორიის მუზეუმიდან.
თავად აღმოჩენა პირველად ჯერ კიდევ 2007 წელს გაკეთდა, როდესაც ბრიტანეთის გეოლოგიური საზოგადოების მკვლევრებმა ამოიღეს ნამსხვრევები კლდის ფილიდან. თავად კლდე განიხილება, როგორც ჭეშმარიტად უძველესი, დათარიღებულია დაახლოებით 557-დან 562 მილიონი წლით. ეს იყო მართლაც უცნაური არსებების დრო და სამწუხაროდ ამ პერიოდს ჩვენ კარგად არ ვიცნობთ.
BO-2 fff.jpgმკვლევრებმა აიღეს ტექსტურირებული კლდის ასლი შესასწავლად. ათასობით ნიმუშის ფონზე, რომლიც უძველესი სიცოცხლის ფორმებს ასახავდა, ერთი სხვებზე ნაკლებად უცხოდ გამოიყურებოდა. მეტიც, ის დღევანდელ სიცოცხლის ფორასაც წააგავდა. შედეგად, 20 სანტიმეტრის სიგრძის კნიდარიანის მსგავსი არსება, ახლა წარმოადგენს მტაცებლის ყველაზე ადრეულ მაგალითს.
"კემბრიული აფეთქება" მნიშვნელოვანი იყო. ეს ცნობილია, როგორც პერიოდი, როდესაც კომპლექსური ცოცხალი ორგანიზმების ჯგუფები ჩნდებოდა. ჩვენი აღმოჩენა აჩვენებს, რომ სხეულის ეს წყობილება დაფიქსირდა მინიმუმ 20 მილიონი წლით ადრე, ასე რომ ეს ძალიან საინტერესოა და კიდევ ბევრ კითხვას ბადებს", — განმარტავენ მკვლევრები.
მკვლევრებმა გაქვავებული ცხოველის გვარს Auroralumina უწოდეს, რაც ნიშნავს ცისკრის ფარანს, რადგან მისი მსგავსება ანთებულ ჩირაღდნთან აშკარაა. რაც შეეხება უშუალოდ კონკრეტულ სახეობას, მას სერ დევიდ ატენბოროს პატივსაცემად attenboroughii უწოდეს. დევიდ ატენბორო წლების განმავლობაში ნადირობდა ასეთ სიცოცხლის ფორმებზე.
"ეს არის ყველაზე ადრეული არსება, რომლის შესახებაც ჩვენ ვიცით, რომ ჩონჩხი აქვს. ჯერჯერობით ჩვენ მხოლოდ ერთი ვიპოვეთ, მაგრამ ძალიან საინტერესოა იმის ცოდნა, რომ არსებობს სხვაც, რომელიც შეიძლება იყოს გასაღები იმაზე თუ როდის დაიწყო რთული სიცოცხლე დედამიწაზე", — ამბობენ მკვლევრები.
კვლევა ჟურნალ Nature Ecology & Evolution-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები