ლიტერატურული პრემია "საბას" 2022 წლის ფინალისტები ცნობილია
ფოტო: თიბისი
წელს ლიტერატურული პრემია "საბასთვის" საიუბილეო თარიღია — კონკურსი მეოცედ გამოცხადდა. ჟიურიმ უკვე 227 წიგნი განიხილა და 7 ნომინაციაში ფინალისტების სია გამოავლინა. "უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის" ნომინაციის ფინალისტები აგვისტოში გამოცხადდება, ხოლო ნომინაციაში "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის" გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.
2022 წელს საუკეთესო წიგნებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს:
- საუკეთესო რომანი;
- საუკეთესო პოეტური კრებული;
- საუკეთესო პროზაული კრებული;
- საუკეთესო პიესა;
- საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა;
- საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი;
- საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა;
- უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი;
- ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.
მეოცე წელია, რაც კონკურსი ქართულ ლიტერატურას აფასებს და გამარჯვებულ წიგნებსა და ავტორებს აჯილდოებს. კონკურსის დამფუძნებლებს თიბისი და რატი ამაღლობელი წარმოადგენენ. დაარსების დღიდან "საბამ" არაერთი მწერლის ნაწარმოები და ღვაწლი შეაფასა, კერძოდ, 4500-ზე მეტი წიგნი განიხილა, 200-მდე პრემია გასცა და 150-ზე მეტი ავტორი დააჯილდოვა (მათგან არაერთი ავტორი მინიმუმ 2-ჯერ და მეტჯერ დაჯილდოვდა).
ლიტერატურული პრემია "საბას" 2022 წლის ფინალისტები არიან:
ნომინაციაში წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:
- თემო რეხვიაშვილი, "კურიერის ამბები" (სულაკაურის გამომცემლობა);
- კოკა ქამუშაძე, "ბალა(ნ)და" (სულაკაურის გამომცემლობა);
- მაგდა კალანდაძე, "მეორე ოთახი" (დიოგენე);
- მინდია არაბული, "ყოველი ამბის დასასრული" (დიოგენე);
- მარიამ გურგენიშვილი, "მარგალიტები" (პალიტრა L);
- ლელა კურტანიძე, "მელატონინი" (ინტელექტი);
- გიორგი კახიშვილი, სოფოკლეს "ტრაქისელი ქალები" (ლოგოსი);
- თორნიკე სიბაშვილი, "დეტექტივი" (კალმოსანი);
- დავით ჯიშკარიანი, "ბუცები და ტყავის ჩექმა" (ზიარი).
ნომინაციაში წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:
- ზაზა აბზიანიძე, "ალექსანდრე ყაზბეგი" (პეგასი);
- ნუგეშა გაგნიძე, "ცხოვრება ორ სამყაროში — გრიგოლ რობაქიძე" (არტანუჯი);
- მაკა ლდოკონენი, "რა ვიკითხოთ ერთად" (ინტელექტი);
- დავით მაზიაშვილი, "შექსპირის პოსტმოდერნიზმი" (24 საათი).
ნომინაციაში წლის საუკეთესო პიესა:
- თამარ ბართაია, "Zoia. Guest House. ზოია. საოჯახო სასტუმრო." (ჟურნალი პირველი სხივი, №2);
- მანანა დოიაშვილი, "მეცამეტე თვე" (ჟურნალი პირველი სხივი №2);
- ბასა ჯანიკაშვილი, "ნინოს ბედნიერება" (ინტელექტი).
ნომინაციაში წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:
- ლანა ღოღობერიძე, "ვისთვის გალობს შაშვი" (სულაკაურის გამომცემლობა);
- რუსუდან გორგილაძე, "დიქტატურის გემო" (სეზან ფაბლიშინგი);
- გაგა ნახუცრიშვილი, 'კინო "ყაზბეგი"' (ინტელექტი);
- მალხაზ ხარბედია, "წიგნის ნადიმები — ესეები ლიტერატურულ გასტრონომიაზე" (ვაზი);
- გიორგი ჭეიშვილი, "ტფილისის ღამის რაინდები (ძველი თბილისის კრიმინალური ქრონიკა)" (არტანუჯი).
ნომინაციაში წლის საუკეთესო პროზაული კრებული:
- ბესო სოლომანაშვილი, "სხვისი კინო" (სულაკაურის გამომცემლობა);
- რატი რატიანი (ნინო სურამელაშვილი), "მკვლელობა სადგურის უბანში" (პალიტრა L);
- დათია ბადალაშვილი, "ლეკვების სამოთხე" (ინტელექტი).
ნომინაციაში წლის საუკეთესო პოეტური კრებული:
- ლია სტურუა, "ვაგრძელებ თამაშს?!" (ინტელექტი);
- ლელა სამნიაშვილი, "ავირეკლოთ" (ინტელექტი);
- პაატა შამუგია, "არგადარჩენა" (ინტელექტი);
- ეთერ თათარაიძე, "ალალ იყვიდ, უშურო" (უნივერსალი);
- ნიკა ჯორჯანელი, "ნეტფლიქსი" (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო);
- ბექა ახალაია, "მგელი მაჯაზე" (ინტელექტი).
ნომინაციაში წლის საუკეთესო რომანი:
- არჩილ ქიქოძე, "ხვლიკი საფლავის ქვაზე" (სულაკაურის გამომცემლობა);
- ირმა ტაველიძე, "ბნელ წყლებში" (დიოგენე);
- გიორგი ხარაიშვილი, "ბნელია გზა — პირველყოფილი წყვდიადი" (პალიტრა L);
- ილია ჭანტურია, "გემი დავლანდე" (არტანუჯი).
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
კომენტარები