ირაკლი კობახიძე

6 Jul. 2022, 16:17

ჩვენ, ბუნებრივია, ალტ-ინფოს მიმართ არავითარი სიმპათიები არ გვაქვს, მით უმეტეს, რამდენიმე დღის წინ ოფისთან იყვნენ მოსული და გვაგინეს. მაგრამ, რაც შეეხება თვითონ სახალხო დამცველის ინიციატივას, როგორც იურისტი შევაფასებდი, სახალხო დამცველი თავისი ფუნქციით არის მთავარი ადვოკატი, ეს არის მისი კონსტიტუციური ფუნქცია, ის არის ადვოკატი და ყოველ ჯერზე, მაშინაც კი, როდესაც საქმე ეხება მიუღებელ ადამიანს, მაგალითად, დამნაშავეს, ის უნდა აკვირდებოდეს იმას, თუ რამდენად არის მისი უფლებები დაცული. მაგალითად, ადამიანს აქვს ჩადენილი უმძიმესი დანაშაული, მოკლა 5 კაცი, მისი უფლებების დაცვასაც კი უნდა აკვირდებოდეს სახალხო დამცველი და ადვოკატის პოზიციიდან უნდა უყურებდეს ამას.

ამ შემთხვევაში კომიკური რა არის, როცა საქმე ეხება პარტიის აკრძალვას, ეს არის ამ ძირითად უფლებაში ჩარევის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმა. შეიძლება, ლეგიტიმური იყოს, მაგრამ ჩარევის მძიმე ფორმაა. ასეთ დროსაც სახალხო დამცველი უნდა გამოდიოდეს ყველა შემთხვევაში, როგორც ადვოკატი, თუმცა, სახალხო დამცველმა, რომელიც არის კონსტიტუციის მიხედვით ადვოკატი, თავის თავზე აიღო პროკურორის ფუნქცია, რაც ზუსტად ეწინააღმდეგება მის მანდატს. ეს არის სამართლებრივი შეფასება, დანარჩენი არის მისი საქმე.

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. გუშინ სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოამზადა საკონსტიტუციო სარჩელი ალტ-ინფოს პარტიის ასაკრძალად. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  2. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  3. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  4. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  5. თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

საუკეთესო მობაილ ბანკი ბიზნესისთვის საქართველოში — ლიბერთის ციფრული ბანკინგის საერთაშორისო აღიარება

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, საერთაშორისო ფინანსური გამოცემა Global Finance-ის 2026 წლის Digital Bank Awards-ის…