ღარიბაშვილი ამჯერად ოლიგარქობას მამუკა ხაზარაძეს, გიული და თემურ ალასანიებს აბრალებს
ფოტო: საქართველოს მთავრობა
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრემიერმინისტრმა დეოლიგარქიზაციაზე ისაუბრა. ოლიგარქებად მამუკა ხაზარაძე, დავით კეზერაშვილი, მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახი დაასახელა. ქართული ოცნების დამფუძნებელზე, ბიძინა ივანიშვილზე კი კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ქველმოქმედია.
რატომ არის მნიშვნელოვანი: საქართველოს მიმართ ევროკომისიის მოთხოვნების ერთ-ერთი პუნქტი სწორედ დეოლიგარქიზაციას ეხება, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, ვის გულისხმობენ.
- მანამდე, ევროპარლამენტარების რეზოლუციაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოწოდებას და მის კრემლთან ურთიერთობას ეხებოდა.
- ევროპარლამენტრმა, რასა იუკნევიჩიენემ თქვა, რომ ქვეყანას სჭირდება დეოლიგარქიზაცია და ყველამ კარგად იცის რომელ ოლიგარქზეცაა საუბარი.
- ბოლო პერიოდში მმართველ გუნდში ხშირად ისმის განცხადებები, რომ ოლიგარქი არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ, ხაზარაძე-ჯაფარიძე, სააკაშვილი და კეზერაშვილი არიან.
ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ დეოლიგარქიზაცია უკრაინას უფრო ეხება, ვიდრე საქართველოს.
- "ჩვენ საერთოდ მსგავსი პრობლემა არ გვაქვს, არც გვქონია და არც გვექნება".
- თუმცა შემდეგ ჩამოთვალა ყველა, რა თქმა უნდა, ივანიშვილის გარდა, ვინც ოლიგარქი ჰგონია.
რა თქვა ხაზარაძეზე: ღარიბაშვილის აზრით, ლელოს ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს, ჰქონდა რეალური სურვილი და განზრახვა გამხდარიყო ოლიგარქი — "ბიზნესმენი, რომელსაც უნდა ემართა პოლიტიკა, მთვრობა და პარლამენტი".
- "ხაზარაძე არის ბიზნესმენი, ბანკირი, რომელმაც იმის გამო რომ ანაკლიის პორტი ვერ ააშენა, იმიტომ, რომ ფული არ დახარჯა. 3 მილიონი დოლარი აქვს დახარჯული დღეის მდგომარეობით".
რა თქვა კეზერაშვილზე: მას ნამდვილი ოლიგარქი უწოდა და თქვა, რომ აფინანსებს ტელევიზიებს, მოპარული ფულით.
რა თქვა სააკაშვილსა და მის ოჯახზე: პრემიერმინისტრმა ყოფილ პრეზიდენტს მთავარი ოლიგარქი უწოდა და გაკვირვებულმა იკითხა, თუ ვინ და სად თქვა, რომ მთავარი ოლიგარქი ივანიშვილია.
- "სააკაშვილი არის მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნის და თქვენი პარტია არის მთავარი პრობლემა".
- ღარიბაშვილმა სააკაშვილის დედას გიული ალასანიას და ბიძას, თემურ ალასანიასაც ოლიგარქები უწოდა.
რა თქვა ივანიშვილზე: მას უკიდეგანო ქველმოქმედი უწოდა.
- "კაცმა იშოვა სხვა ქვეყნებში, სხვა ქვეყნებში, თავისი შრომით, თავისი ნიჭით, ჩამოიტანა, დახარჯა ჩვენს ქვეყანაში".
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
კომენტარები