აი ასეთია ახალი MacBook Air - კლასიკური დიზაინის ახალი თაობა
MacBook Air ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი დიზაინის ლეპტოპია. ამ წლის მოდელი, რომელიც Apple-მა WWDC კონფერენციაზე წარადგინა არის Apple-ის პირველი ლეპტოპი M2 ჩიპით, არის სრულიად ახალი ფორმის და თითქმის ყველა მონაცემით აღემატება წინამორბედს.
ახალ MacBook Air-ს აღარ აქვს მისი ყველა წინამორბედისთვის დამახასიათებელია ე.წ. "სოლისებური" ფორმა, ხოლო პირველი, რაც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს, არის მისი ფერადოვნება. ახალი დიზაინი არის 11 მილიმეტრის სისქის და მისი წონა სულ რაღაც კილოგრამი და 225 გრამია. მიუხედავად იმისა, რომ ლეპტოპი ახლა უკვე უფრო სტანდარტული ფორმისაა, ის მაინც შესანიშნავად გამოიყურება. ძველ ფერებთან ერთად, არის რამდენიმე ახალ ფერშიც, მაგალითად მუქ ლურჯსა და ღია ოქროსფერში.
ახალი Air-ის კამერა ახლა ჭრილის შიგნით ზის. ეკრანის არის 13.6 დუიმiანი და ზემოხსენებული ჭრილის გამო კიდევ უფრო თხელი ხაზითაა გამოყოფილი ლეპტოპის კორპუსისაგან. უფრო მცირე ზომის Air-ზე ჭრილი უფრო დიდი მოჩანს, ვიდრე MacBook Pro-ზე, თუმცა დროთა განმავლობაში ალბათ თვალიც მიეჩვევა და ვეღარც შეამჩნევთ. გამოსახულება შეუძლია 500 ნიტის სიკაშკაშეს მიაღწიოს და აჩვენებს P3 ფერთა გამას, რომელშიც მილიარდი ფერი შედის. Apple აცხადებს, რომ ახალი MacBook ის კამერა ორჯერ უფრო კარგად მუშაობს დაბალი სინათლის პირობებშიც კი.
ახალი Air-ი MagSafe სისტემით იტენება, ლეპტოპს არც თუ ისე ბევრი პორტი აქვს, მაგრამ სამაგიეროდ MagSafe დატენვის პირობებში თავისუფალი რჩება ორივე Thunderbolt პორტი. აუდიო ჯეკი მაღალი წინაღობის ყურსასმენებსაც დაიერთებს, რაც კარგი ამბავია სტუდიური მუსიკოსებისა და ხმის ინჟინრებისათვის.
ახალი Air წინამორბედებზე ოდნავ მსუბუქია, გაზრდილი ეკრანითაც კი.
რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი ცვლილება არის M2 ჩიპი, რომელიც, Apple-ის თქმით, 1.4 ჯერ აუმჯობესებს ლეპტოპის მუშაობას, თუკი იყენებთ 8 ბირთვ CPU-იან და 10 ბირთვ GPU-იან მოდელს. ეს 100$ უფრო ძვირი სიამოვნებაა სტანდარტულ M2 მოდელზე, რომელსაც მხოლოდ 8 ბირთვი აქვს GPU-ში. ამას გარდა, ლეპტოპის საბაზისო კომპლექტაცია 8 გეგაბაიტიანია, 16 და 24 გეგაბაიტიანი კონფიგურაციები კი 200 და 400 დოლარით უფრო ძვირი დაგიჯდებათ. Apple-მა განაცხადა, რომ M2 Macbook Air 38%-ით უფრო ჩქარია ვიდეომასალის მონტაჟში და 20%-ით ჩქარი სურათების რედაქტირებაში, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ რომელი აპლიკაციის მიხედვით მოხდა ამ მაჩვენებლების გაზომვა.
Apple ასევე აცხადებს, რომ ახალ MacBook-ს 18 საათიანი ელემენტი ექნება, თუმცა ეს მაჩვენებელი გულისხმობს მხოლოდ ვიდეოს ჩართულობას, ინტერნეტთან და სხვა რადიოსიგნალებთან კავშირის გარეშე. M1 ჩიპის MacBook-ებს შესანიშნავი ელემენტი ჰქონდათ, სავარაუდოდ არც M2 ჩამორჩება, მაგრამ 18 საათი ნამდვილად არარეალისტურია.
დამტენი ფერში ემთხვევა ლეპტოპს, ამას გარდა, შეგიძლიათ სამ სხვადასხვა დამტენს შორის გააკეთოთ არჩევანი — ესენია საბაზისო 30 ვატიანი დამტენი, 35 ვატიანი USB-C დამტენი და 67 ვატიანი USB-C სწრაფდამტენი. სტანდარტული დამტენი უფასოა, ხოლო ორივე გაუმჯობესებული ვერსია 20$ დაგიჯდებათ, ან მიიღებთ უფასოდ თუკი იყიდით უფრო ძვირ, 1499 დოლარიან მოდელს.
კომენტარები