საქართველოს ბანკმა ღონისძიება UPDATE-ზე ინოვაციური პროდუქტი — ნაწილ-ნანწილი დააანონსა. როგორც ბანკის წარმომადგენელი აღნიშნავს, ნაწილ-ნაწილ გაძლევს შესაძლებლობას, შეარჩიო სასურველი ნივთ(ებ)ი, იყიდო დღეს და დაიწყო გადახდა მომდევნო თვიდან, თანაც ნაწილ-ნაწილ.

ერთის მხრივ, ეს მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, მარტივად და მოქნილად შეიძნოს მეტი ნივთი, რადგან ის შეძლებს მის მიერ შერჩეული ნივთ(ებ)ის საფასურის გაყოფას და ნაწილ-ნაწილ გადახდას რამდენიმე თვის განმავლობაში, თანაც ყოველგვარი პროცნეტის და საკომისიოს გარეშე.

ეს არის სრულიად ციფრული პროცესი, რომლის ინტეგრაციაც მარტივია ბიზნესებისთვის და შედეგად მათ ხელს უწყობს საქმიანობის განვითარებაში.

გადახდის აღნიშნული მეთოდით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ციფრულ არხებში, ასევე ფიზიკურ მაღაზიებში, QR-ის დასკეენრების მეშვეობით. ნაწილ-ნაწილ მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, დაბალი ღირებულების პროდუქტიც კი (45 ლარიდან) ნაწილ-ნაწილ შეიძნოს. და მეტიც, შეძლებს ერთის ნაცვლად, რამდენიმე ნივთი შეიძნოს ერთდროულად.

ნაწილ-ნაწილი არის გადახდის ახალი მეთოდი, რომელიც საკუთარი ფულის ერთიანად გადახდასაც კი ჯობია. იგი BNPL (buy now, pay later) ტიპის პროდუქტია, თუმცა კიდევ უფრო ინოვაციური.