რჩევები მულტიმარტისგან — როგორ შევარჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა სწორად
ფოტო: MultiMart
საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა ხშირ შემთხვევაში დამღლელ პროცედურებთან ასოცირდება. განსაკუთრებით მაშინ, თუ მათ შესარჩევად მაღაზიაში მისვლა გვიწევს. ნებისმიერი პროდუქტის ყიდვას დაკვირვება და სხვადასხვა ინფორმაციის გაცნობა სჭირდება. მაღაზიაში მისვლისას კი, ამის არც ისე დიდი საშუალება გვეძლევა, რადგან კონსულტანტებს ერთდროულად ბევრი ადამიანის მომსახურება და დეტალურად ყველა ბრენდზე და მოდელზე ინფორმაციის მოწოდება უჭირთ. ამიტომ მსხვილი ტექნიკის შეძენა ონლაინ ბევრად უფრო მარტივი და კომფორტულია. თქვენ შეგიძლიათ, თითოეულ მონაცემს სიღრმისეულად გაეცნოთ, შეადაროთ და განიხილოთ თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტი.
დამღლელი პროცედურების გამარტივებაში კი ონლაინ მაღაზია მულტიმარტი დაგეხმარებათ, სადაც ღილაკზე ერთი დაჭერით ნებისმიერ საყოფაცხოვრებო ტექნიკას შეიძენთ. თუმცა, როგორც მაღაზიაში, ისე ონლაინ შეძენისასაც მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ის კრიტერიუმები, რომლებიც მსხვილი ტექნიკის ყიდვისას უნდა გავითვალისწინოთ.
მულტიმარტი გთავაზობთ რჩევებს, როგორ შეიძინოთ თქვენზე მორგებული ტექნიკა სწორად და მარტივად, ამიტომ განვიხილოთ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის პროდუქტები და ვისაუბროთ მათი შერჩევის პრინციპზე.
ფოტო: MultiMart
მაშ ასე, როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი:
მაცივრის შერჩევისას მნიშვნელოვანია თქვენი საჭიროებების იდენტიფიცირება. პირველ რიგში, გაითვალისწინეთ ზომა, შეეცადეთ აარჩიოთ ისეთი მაცივარი, რომელიც მოერგება თქვენს სამზარეულოს და თითოეულ მხარეს რამდენიმე სანტიმეტრი დარჩება თავისუფალი, ეს მას საშუალებას აძლევს ეფექტურად იმუშაოს. ამის შემდეგ, აირჩიეთ მაცივრის ტიპი, რომელიც შეესაბამება თქვენს სასადილო ჩვევებს.
თუ თქვენ მოიხმართ ძირითადად ახალ/ცოცხალ საკვებს, განიხილეთ მაცივარი, რომელსაც საყინულე ქვედა ნაწილში აქვს, მაგრამ თუ ხშირად ყინავთ სხვადასხვა პროდუქტს, ამ შემთხვევაში ზემოდან დამაგრებულ საყინულეს გირჩევთ, რადგან მას, როგორც წესი, აქვს მეტი სივრცე, ვიდრე ქვედა სამაგრისას.
ასევე, არჩევისას გაითვალისწინეთ, რა სახის საკვების გამოყენებას აპირებთ ყველაზე ხშირად. თუ თქვენი ოჯახი ძირითადად ბოსტნეულს და ახალ საკვებს მიირთმევს, უფრო დიდი განყოფილება დაგჭირდებათ. ყურადღება მიაქციეთ სად არის განთავსებული მაცივრის შიგნით შესანახი უჯრები და თაროები. დარწმუნდით, რომ მათი განლაგება თქვენთვის კომფორტული იქნება. აქვე, ყურადღება მიაქციეთ მის ენერგოეფექტურობას, გალღობის სისტემასა და გარანტიის პირობებს.
ფოტო: MultiMart
რაც შეეხება გაზქურას, ენერგოეფექტურობა ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანი ფაქტორია, ასევე აუცილებელია შერჩევისას ყურადღება მიაქციოთ პროდუქტის ზომებს, რათა თქვენ მიერ შერჩეული ნივთი ზუსტად მოერგოს თქვენს სამზარეულოს. ამის შემდეგ, უპირველესი ფაქტორია განსაზღვროთ რამდენი სანათური გჭირდებათ, ეს დამოკიდებულია ოჯახში მყოფი ადამიანების რაოდენობაზე ან იმაზე, თუ დღეში რამდენი საკვები უნდა მოამზადოთ. ასევე, განსაზღვრეთ, გაზზე მომუშავე სანათურები გირჩევნიათ, თუ ელექტრო. ზოგიერთი ადამიანი უპირატესობას ანიჭებს ელექტროდიაპაზონს უსაფრთხოების საკითხების, მაგალითად, გაზის გაჟონვის თავიდან აცილების გამო.
რეგულარული მოხმარებისთვის უმჯობესია სპილენძის სანათურებიანი გაზქურის ყიდვა, რადგან ისინი უფრო გამძლეა და თანაბრად ანაწილებენ სითბოს. თუმცა, თუ საკმარისი ბიუჯეტი არ გაქვთ, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ალუმინისგან დამზადებული შეიძინოთ.
ახალი გაზქურის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ მის საიმედოობას, გამოყენების სიმარტივეს და ტემპერატურის კონტროლის მექანიზმს. დააკვირდით, როგორი ციფრული პარამეტრები აქვს გაზქურას, გთავაზობთ თუ არა მისი ღუმელი რაიმე დამატებით ფუნქციებს. და ბოლოს, სასურველი ვიზუალის შერჩევისას, გაითვალისწინეთ რამდენად ადვილი იქნება მისი გაწმენდა.
ფოტო: MultiMart
ნებისმიერ გაზქურას სჭირდება გამწოვი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს მძლავრი. მიუხედავად იმისა, რომ გამწოვი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მოწყობილობაა, მისი სწორის არჩევა არც ისე მარტივია. არასასურველი სუნის მოცილების გარდა, ის აშორებს ტენიანობას და ცხიმს, ასევე სხვა დამაბინძურებლებს, რომლებიც ჰაერში გამოიყოფა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მოტანა შეუძლიათ.
რაც უფრო ძლიერი იქნება თქვენი გამწოვი, მით უფრო ეფექტური იქნება ის თავის საქმეში. თუ სამზარეულოში ხშირად ფუსფუსებთ და სხვადასხვა კერძებს ამზადებთ, აუცილებლად უნდა შეარჩიოთ გამწოვი, რომელიც უზრუნველყოფს დაბინძურებული ჰაერის სწრაფ გატანას და აქვს კარგი სავენტილაციო სისტემა.
გამწოვის ზომა პირდაპირ უნდა იყოს დაკავშირებული თქვენი გაზქურის ზედაპირის ფართობთან. არ არის აუცილებელი, რომ ის ზუსტად შეესაბამებოდეს თქვენი გაზქურის ზომას, მაგრამ ზოგადად უმჯობესია, ეს ასე იყოს, რომ კვამლი და საკვების ნაწილაკები, რომლებიც მაღლა იწევს, მასში დროულად მოხვდეს.
ფოტო: MultiMart
ეს ის ნივთია, რომლის გარეშეც ჩვენი ყოველდღიურობა წარმოუდგენელია. სარეცხი მანქანის შეძენისას გასათვალისწინებელი ძირითადი პუნქტები მოიცავს დატვირთვის ტიპს, ზომას, მოცულობას, ციკლებს და ენერგოეფექტურობას. მნიშვნელოვანია გავარკვიოთ მისი ტევადობა, სიმძლავრე და არსებული პროგრამების რაოდენობა. განსაზღვრეთ თქვენი საჭიროებები, მაგალითად, რამდენ დროს უთმობთ რეცხვას? გყავთ თუ არა დიდი ოჯახი. სარეცხ მანქანებს აქვთ ფუნქცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ დააპროგრამოთ სასურველი რეცხვის ვარიანტი, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ არის თუ არა პროგრამის დაყენება მარტივი. მთავარია იცოდეთ რა ტიპის სარეცხი გექნებათ ყველაზე ხშირად, რეალურად გამოიყენებთ თუ არა მაღალი კლასის მოდელის უამრავ ფუნქციას და მახასიათებელს.
ფოტო: MultiMart
სხვა ზემოთხსენებულ საყოფაცხოვრებო ტექნიკის პროდუქტებს არაფრით ჩამოუვარდება ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ეს ის უბადლო დამხმარეა, რომელიც ყველა დიასახლისის სანატრელ ნივთს წარმოადგენს. შერჩევისას მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ მის ტევადობას, ანუ ჭურჭლის რა რაოდენობის გარეცხვა შეუძლია. დააკვირდით რამდენად რეგულირებადი და მოსახერხებელია თაროები. როგორი ინტენსივობით რეცხავს ჭურჭელს და დაახლოებით რა რაოდენობით წყალს მოიხმარს. ჭურჭლის სარეცხი მანქანების უმეტესობა გთავაზობთ სხვადასხვა ფუნქციებს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მისი პროგრამები და ციკლებია. მარტივად უნდა შეძლოთ წყლისა და ორთქლის ტემპერატურის რეგულირება. ეს პარამეტრები ყველა მოდელში განსხვავებულია, მთავარია განსაზღვროთ რამდენად ხშირად გამოიყენებთ მას და როგორი დატვირთვა ექნება.
ფოტო: MultiMart
თუ მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყიდვა უკვე გადაწყვიტეთ და ჩვენი რჩევებიც გაითვალისწინეთ, მულტიმარტზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ საუკეთესო ხარისხის პროდუქცია საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად. შეძენის გამარტივებასა და დამატებით ინფორმაციის მიღებაში კი მულტიმარტის თანამშრომლები დაგეხმარებიან.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
კომენტარები