ინტერნეტში ილონ მასკისა და ბილ გეიტსის მიმოწერამ გაჟონა — მილიარდერებს უთანხმოება აქვთ
ილონ მასკმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ მას და ბილ გეითსს უთანხმოება აქვთ.
22 აპრილს Twitter-ის მომხმარებელმა, რომელიც ელექტრომობილების შესახებ სიახლეებზე არის ხოლმე ორიენტირებული, რამდენიმე სქრინშოტი გაავრცელა. სქრინშოტებზე, სავარაუდოდ, Tesla-ისა და SpaceX-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკისა და Microsoft-ის თანადამფუძნებლის — ბილ გეიტსის მიმოწერა ჩანს. გეიტსმა მასკს ფილანთროპიის გზებზე ჰკითხა, მილიარდერმა კი მიწერა, რომ მისგან ამ წინადადებას სერიოზულად ვერ აღიქვამდა.
"ბოდიში, მაგრამ შენს ფილანთროპიას კლიმატის ცვლილებაზე სერიოზულად ვერ მივიღებ, როდესაც ასეთი სკეპტიკური პოზიცია გიჭირავს Tesla-ის მიმართ — კომპანიის, რომელიც ყველაფერს აკეთებს კლიმატის ცვლილების პრობლემის გადასაჭრელად", — უპასუხა მასკმა გეითსს მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა აღიარა, რომ მან Tesla-ის ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა.
აქციის გაყიდვისას შემსყიდველი ფსონს დებს იმაზე, რომ კომპანიის აქციების ფასი მომავალში დაეცემა. ამ ნაბიჯით აქციების მფლობელი, მით უმეტეს, როდესაც ბილ გეიტსის მსგავს გავლენიან ადამიანზეა საუბარი, სხვა ინვესტორებსაც უბიძგებს აქციების გაყიდვას, რაც ამ უკანასკნელის ფასს აიაფებს და კომპანიის საჯარო იმიჯსაც აზიანებს.
თავდაპირველ ტვიტში ავტორი აღნიშნავს, რომ იგი არაა დარწმუნებული, ეს მესიჯები რეალურია თუ არა. თუმცა, მასკმა რამდენიმე საათის შემდეგ თვითონვე დაადასტურა მათი ნამდვილობა. მილიარდერმა ავტორის მონიშვნით დატვიტა, რომ სქრინშოტებმა, სავარაუდოდ, მისი მეგობრების მეგობრებისგან გაჟონა.
Twitter-ის რამდენიმე მომხმარებლის კომენტარების მიხედვით, გეიტსს ფარისევლად წარმოაჩენს ის ფაქტი, რომ იგი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას საჯაროდ უჭერს მხარს და, ამავდროულად, ელექტრომობილების კომპანიის მიმართ სკეპტიკური პოზიცია უჭირავს.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გეიტსი მილიარდერიცაა და მას აშკარად უყვარს ფულის კეთება. თუ ის მართლა ფიქრობს, რომ Tesla-ის აქციები საბოლოოდ დაეცემა, მისი პოზიცია უპრინციპო, თუმცა ლოგიკური იქნება.
კომენტარები