გავრცელებული ინფორმაციით, TikTok ახალ ფუნქციას ცდის, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ვიდეოების შესახებ დაწერილი კონკრეტული კომენტარები "არ მოიწონონ".

"არმოწონების" ღილაკზე თითის დაჭერის გზით ისინი შეძლებენ, რომ მათი აზრით უადგილო და შეუფერებელი კომენტარები მონიშნონ, თუმცა ეს სხვებისთვის ხილული არ იქნება. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული ფუნქციის სხვადასხვა ვარიანტი გასულ თვეებში ადამიანთა გარკვეული ნაწილისთვის ხელმისაწვდომი უკვე გახდა.

ფოტო: @iniyaspip

"საზოგადოების ასეთი უკუკავშირი იმ ფაქტორების მთელ წყებას დაემატება, რომლებსაც კომენტარების ველის რელევანტურობის შესანარჩუნებლად ვიყენებთ", — ვკითხულობთ TikTok-ის მიერ გამოქვეყნებულ ბლოგპოსტში.

ამ პოპულარულ აპლიკაციაში ვიდეოების "არმოწონების" ღილაკი უკვე არსებობს. როგორც ცნობილია, TikTok-მა წესების დარღვევის გამო 2021 წლის ოქტომბრისა და დეკემბრის თვეებს შორის პერიოდში 85 მილიონი ვიდეო წაშალა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩაეშვება მასშტაბურად ახალი ფუნქცია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.