ალტ-ინფოს პოლიტიკური წარმონაქმნის დაფინანსების წყაროები უცნობია — DRI
ფოტო: კადრი ვიდეოდან / TV პირველი
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებით, ჰომოფობიური, ძალადობრივი და პრორუსული ალტ-ინფოს მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის დაფინანსების წყარო უცნობია. DRI აღნიშნავს, რომ დაჯგუფება თავდაპირველად ტელევიზიის ფორმით გამოჩნდა და ახლა ისინი პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვას ცდილობენ.
პარტიის დამფუძნებლებმა ყრილობაზე პრორუსული და ანტიდასავლური საგარეო ვექტორის შესახებ ღიად განაცხადეს და საქართველოს მასშტაბით, ოფისების გახსნა დაიწყეს, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ორგანიზაცია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თითოეული ოფისის ყოველთვიური ქირა 1 500-დან 2 500 ლარამდე მერყეობს.
"ამ ხარჯს, ასევე, ემატება იმ პირების შრომის ანაზღაურებაც, რომლებიც ალტ-ინფომ ადგილობრივ ოფისებში დაასაქმა. თითოეული ასეთი ოფისისთვის საშუალოდ გამოყოფილია 5-6 თანამშრომელი. მათი შრომის ანაზღაურება, ამ ეტაპისთვის, გასაიდუმლოებულია. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წყაროს გადმოცემით, თანამშრომელთა უმეტესობა ხელფასს არა საბანკო გადარიცხვით, არამედ ხელზე იღებს, რაც აღრმავებს ეჭვებს პარტიის დაფინანსების წყაროსა და ოდენობის შესახებ", — ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაცია განმარტავს, რომ ოფისების უმრავლესობა ქალაქის ცენტრში იხსნება, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. მათივე თქმით, თებერვლის ბოლოს პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის გვერდზე გამოჩნდა ინფორმაცია პარტიის დამფინანსებლების შესახებ. კერძოდ, დაფუძნებიდან 22 მარტის ჩათვლით, მათი შემოსავალი 90 935 ლარია, დეკლარილებული შემოწირულებების ოდენობა კი ბოლო 6 დღის განმავლობაში თითქმის გასამმაგდა.
"თუ 2022 წლის 16 მარტის მდგომარეობით კონსერვატიული მოძრაობის ოფიციალურად დეკლარირებული შემოწირულებების ჯამური ოდენობა 36 675 ლარი იყო, 21 მარტის შუადღის მონაცემებით, ეს თანხა 44 725 ლარი გახდა. 22 მარტს კი, წინამდებარე ანგარიშისთვის საბოლოო სახის მიცემის დროისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, თანხა 90 935 ლარია", — ვკითხულობთ განცხადებაში.
გარდა ამისა, ორგანიზაციის ცნობით, პარტიის ყველაზე მსხვილი შემომწირველი ზეზვა ჩანქსელიანია. აღსანიშნია ისიც, რომ მან საპრეზიდენტო არჩევნების დროს სალომე ზურაბიშვილს 1 000 ლარი შესწირა.
DRI-ში ამბობენ, რომ ინფორმაცია პარტიის ფინანსების შესახებ ხელმისაწვდომი დიდი ხნის განმავლობაში არ იყო. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ქარდავას მტკიცებით, მათ ძირითადად, კონსტანტინე მორგოშია აფინანსებს, თუმცა ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად ხელმისაწვდომი არ არის. მათივე განმარტებით, ოფიციალურად გამჟღავნებული შემოწირულებები უკვე გახსნილი ოფისების ქირის, თანამშრომელთა ხელფასებისა და სხვა ხარჯების გასასტუმრებლად საკმარისი არ შეიძლება იყოს.
ძალადობრივმა, ჰომოფობიურმა და პრორუსულმა ალტ-ინფომ პარტია 20 ნოემბერს დააფუძნა, რომელსაც კონსერვატიული მოძრაობა უწოდეს. პარტიის თავმჯდომარე 5 ივლისის ძალადობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზურაბ მახარაძეა. 5-6 ივლისს ჯამში 50-ზე მეტ ჟურნალისტს, სამოქალაქო მოძრაობების ოფისებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს დაესხნენ თავს.
აქამდეც და მათ შორის, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგად კი ალტ-ინფოს პარტია რუსულ, კრემლისტურ ნარატივს ავრცელებს. აღსანიშნია, რომ ქცევის წეების დარღვევის გამო, Facebook-მა მათი გვერდები წაშალა, თუმცა, ისინი მუდმივად ცდილობენ სხვა პლატფორმების ათვისებას, მათ შორისაა, Tik-Tok და ტელეგრამი.
მათ ღიად აქვთ განცხადებული პრორუსული პოლიტიკა, მეტიც, 14 მარტს კონსტანტინე მორგოშიამ განაცხადა, რომ "მთელი პარტიული დელეგაციით" რუსეთში აპირებენ წასვლას.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები