თუ ღამე მცირე სინათლეს მაინც ტოვებთ და ისე იძინებთ, მაშინ თქვენთვის არც თუ ისე კარგი ამბავი გვაქვს. ახალი კვლევის თანახმად, მეცნიერები ამბობენ, რომ პატარა ღამის სანათის ან თუნდაც ტელევიზორის შუქთან ერთად ჩაძინება ჩვენი ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

Northwestern Medicine-ის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სინათლის მცირე პორციასაც კი შეუძლია გავლენა ჰქონდეს ჩვენს კარდიოვასკულარულ ფუნქციებზე, ასევე მას შეუძლია გაზარდოს რეზისტენტულობა ინსულინის მიმართ, როცა ვიღვიძებთ. ეს ყველაფერი ზრდის ჩვენი სისხლის წნევას და დიაბეტის განვითარების რისკებს.

"კვლევის შედეგებიდან ვიგებთ, რომ სინათლეში გადატარებული ერთი ღამეც კი აუარესებს გლუკოზის რეგულაციის დონეს და კარდიოვასკულარული სისტემების მუშაობას, რაც შეიძლება დიაბეტის, მეტაბოლური სინდრომისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების საფუძვლად იქცეს", — ამბობს Northwestern University School of Medicine-ის დოქტორი Phyllis Zee კვლევაში, რომელიც ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

Phyllis Zee-ის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კვლევის შედეგები გავითვალისწინოთ და ვეცადოთ მაქსიმალურ სიბნელეში გვეძინოს.

გულის წნევა ძილში დაბლა ვარდება და ზრდას მაშინ იწყებს, როცა ვიღვიძებთ და ჩვენი ნერვული სისტემა აქტიურდება. თუ ღამე სინათლეში გვძინავს ეს პროცესები, შესაძლოა, ძილშივე განვითარდეს.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვძნავს, თუ ოთახში სიანათლეა, ავტონომიური ნერვული სისტემა მაინც აქტიურდება და ეს ცუდია. ზოგადად, ჩვენი გულისცემა და სხვა კარდიოვასკულარული პარამეტრები ძილის დროს დაბალ ნიშნულზეა და დღის განმავლობაში იზრდება", — ამბობს კვლევის თანაავტორი Dr. Daniela Grimaldi

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ თუ ჩვენ სინათლეში დავიძინებთ ორგანიზმი სისხლის მიმოქცევაში გლუკოზის სათანადოდ გამოყენებას ვეღარ შეძლებს, რამაც შესაძლოა დღისით უენერგიობა გამოიწვიოს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.