მსოფლიოში ყველაზე გრძელი მანქანის მართვა შეიძლება არ არის ბოლომდე პრაქტიკული, მაგრამ ის ნამდვილად შთამბეჭდავია. და მან ახლახან საკუთარი 1986 წლის მსოფლიო რეკორდი მოხსნა, ნათქვამია გინესის მსოფლიო რეკორდების რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში.

ვინ შექმნა ეს უცნაური მანქანა და რა არის მისი სპეციფიკა?

მსოფლიოში ყველაზე გრძელი მანქანა

მას ჰქვია "ამერიკული ოცნება" და ის პირველად ბერბანკში, კალიფორნიაში 1986 წელს გამოჩნდა. მისი შემქმნელი ჯეი ოჰრბერგმია. თავდაპირველად, მისი სიგრძე 18,28 მეტრი იყო და გააჩნდა 26 ბორბლი.

მოგვიანებით ორჰბერგმა მანქანა სიგრძეში გაზარდა და მისი სიგრძე 30,5 მეტრი გახდა. რა ეტევა ამხელა მანქანაში?

მანქანაში არის დიდი წყლის საწოლი, საცურაო აუზი მყვინთავთა დაფით, ჯაკუზი, აბაზანა, მინი გოლფის მოედანი და ვერტფრენის მოედანიც კი.

"ვერტმფრენის მოედანი სტრუქტურულად დამონტაჟებულია მანქანაზე ფოლადის მასალის სახით და 2267 კილოგრამს უძლებს", — განუცხადა გინესის რეკორდების წიგნს მაიკლ მანინგმა, რომელიც მანქანის აღდგენაში მონაწილეობდა.

აღდგენა

ცნობილ მანქანას საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. ის პირველად გინესის რეკორდებში 1986 წელს მოხვდა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ, მის მიმართ ინტერესი გაქრა (მისი გამოყენება რთული იყო), მანქანა მიატოვეს და დაჟანგდა კიდევაც. სწორედ მაშინ გადაწყვიტა მენინგმა რეკორდსმენი მანქანის აღდგენა, როდესაც ნახა eBay-ზე მისი რეკლამა.

2019 წელს მაიკლ დეზერმა, დეზერლანდის პარკის მანქანის მუზეუმისა და ტურისტული ატრაქციონების მფლობელმა ორლანდოში, ფლორიდაში, ნახა მენინგის რეკლამა eBay-ზე და გადაწყვიტა, რომ მანქანის აღდგენაში დაეხმარებოდა. მენინგი დათანხმდა დახმარებას, რადგან ეს მისი სიცოცხლის ოცნება იყო.

აღდგენის პროცესს სამი წელი და 250 000 დოლარზე მეტი დასჭირდა, მაგრამ საბოლოოდ, მანქანა დაუბრუნდა თავის ძველ დიდებას.

2022 წლის 1 მარტს შთამბეჭდავი ლიმუზინი სრულად აღადგინეს და ახლა 30,54 მეტრი სიგრძით ის კვლავ რეკორდების წიგნშია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.