48 საათში რადიაციის გაჟონვა "გარდაუვალი ხდება" — ჩერნობილის ელექტროსადგურს დენი აღარ მიეწოდება
Ukrenergo-ს განცხადებით, ჩერნობილის ელექტროსადგურში ელექტროენერგია და დაცვის სისტემა სრულად გაითიშა.
ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ უწყებაში ნათქვამია, რომ "ქარხანა ელექტრულ წრედს სრულად გამოეთიშა, სამხედრო ოპერაციების წყალობით კი ხაზის აღდგენა შეუძლებელია".
სამშაბათს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) გვაცნობა, რომ ატომური ელექტროსადგური მონაცემებს აღარ გადასცემდა, ახლახან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას მიერ გავრცელებული ტვიტი კი გვეუბნება, რომ დიზელის სარეზერვო გენერატორებს მხოლოდ 48 საათის განმავლობაში შეუძლიათ ჩერნობილის ელექრტოსადგურის ელექტროენერგიით მომარაგება, ამის შემდეგ კი რადიაცია გაჟონავს, რადგან ელექტრობა გაცივების, ვენტილაციისა და ცეცხლსაქრობი სისტემების გამართული მუშაობისთვისაა საჭირო.
"ერთადერთი ელექტრული წრედი, რომელიც ჩერნობილის ელექტროსადგურსა და ბირთვულ სათავსოს ამარაგებს, რუსულმა არმიამ დაიკავა და დაზიანებულია. საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებ, სასწრაფოდ მოსთხოვოს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა და ელექტრომომარაგების აღდგენის საშუალება მოგვცეს", — წერს კულება.
UPDATE: მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი რუსეთის მხრიდან უსაფრთხოების საფუძვლების უგულებელყოფაზე მეტყველებს, IAEA აცდახებს, რომ ამ შემთხვევაში მოვლენას უსაფრთხოებაზე კრიტიკული გავლენა არ აქვს.
სააგენტოს თქმით, რიგი ფაქტორები, მათ შორის ჩერნობილში წყლის გაცივების ხარისხი "ეფექტური განიავებისთვის ელექტრობის მარაგის გარეშეც სკმარისია".
ყველაფერი ბირთვულ ენერგიაზე, ატომურ ელექტროსადგურებსა და რადიაციაზე:
- როგორ მუშაობს ბირთვული რეაქტორი — ყველაფერი ატომური ენერგიის შესახებ
- რა პრინციპით ვრცელდება რადიოაქტიური ღრუბელი და როგორ განვსაზღვროთ მისი შესაძლო ზარალი
- რას ნიშნავს ბირთვული ომი — ატომური იარაღის საფრთხეები
- რამდენად შორს უნდა იყოთ, რომ ბირთვულ აფეთქებას გადაურჩეთ — ინტერაქტიური რუკა
- 6 რჩევა — როგორ დავიცვათ თავი რადიოაქტიური დაბინძურებისას
- კიბოს გამომწვევიც და მკურნალიც — ყველაფერი რადიაციის შესახებ
კომენტარები