განსაზღვრავს ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. უწყებას ენერგეტიკის მინისტრი მართავს.
მისი მიზანია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება, მაღალი ხარისხის, სხვადასხვა სახის ენერგიის უწყვეტად და მისაღებ ფასად მიწოდებით.
ძირითადი მიმართულებები:
- ენერგიის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია, საქართველოს ენერგეტიკული რესურსების ოპტიმალური ათვისება და რეზერვების შექმნა
- საქართველოს განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ათვისება
- საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივი დაახლოება
- საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარება და ენერგიით ვაჭრობის მექანიზმის გაუმჯობესება
- საქართველოს, როგორც რეგიონის სატრანზიტო ქვეყნის, როლის გაზრდა
- საქართველო - სუფთა ენერგიის წარმოების და ამ ენერგიით ვაჭრობის რეგიონული ცენტრი
- ენერგოეფექტიანობის ერთიანი მიდგომის შემუშავება და განხორციელება
- ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისას გარემოსდაცვითი კომპონენტების გათვალისწინება
- მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მომხმარებლის ინტერესების დაცვა