ენმ-ის პრესსამსახურის წარმომადგენელს საარჩევნო უბანთან ხელი დაარტყეს
ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურის წარმომადგენელს, ნენე დალაქიშვილს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც დალაქიშვილი On.ge-სთან ამბობს, ზუგდიდის 26-ე საარჩევნო უბანზე ენმ-ის დამკვირვებელმა მას ე.წ კარუსელის შესახებ შეატყობინა, ადგილზე მისვლის შემდეგ კი ე.წ ძველი ბიჭები ჯერ საარჩევნო უბანზე დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი გარეთ ერთმა მათგანმა ხელი დაარტყა.
"იქ აპირებდნენ კარუსელის დატრიალებას და ჩვენმა წარმომადგენელმა არ მისცა ამის საშუალება, ჩვენ გაგვაგებინა და მივედით, იქ ჩვენ დაგვიხვდა უბანთან 100 მეტრის რადიუსში ვიღაცა ძველი ბიჭები. ასევე, უბანში იყვნენ ოცნების წარმომადგენლებად ეს ე.წ ძველი ბიჭები, ორნი, რომელთაგან ერთ-ერთი საქმეს ურჩევდა აგრესიულად ჩვენს დამკვირვებელს, რომელმაც ჩაგვაყენა საქმის კურსში ამ კარუსელის თაობაზე. დავიწყე ამის გადაღება, გამოვესარჩლე ჩვენს დამკვირვებელს და მერე აირია სიტუაცია, გარეთ გამოვედით ყველანი და ნუ, გამწარდა რომ ვუღებდი, შიგნითაც გამოიწია ჩემკენ და გარეთ უკვე დამარტყა", — აცხადებს ის.
როგორც დალაქიშვილი ამბობს, მას ადგილზე მყოფი პოლიციელისთვის ფაქტის ამსახველი ვიდეო-მასალის მიწოდება უნდოდა, თუმცა, სამართალდამცავებმა განყოფილებაში გადაყვანა შესთავაზეს. დალაქიშვილის განმარტებით, ამის მიზანი ის იყო, რომ სხვა უბნებზე გადაადგილების საშუალება აღარ მისცემოდა.
"პოლიცია იქ იყო და მე მივუთითე იმ პირზე, რომელმაც გააპარა მოძალადე, რომელიც იყო უბანზე შიგნით. კომისიის თავმჯდომარემ ჟურნალისტები შიგნით აღარ შეგვიშვა. პოლიციას მე ვუთხარი, რომ შემეძლო მეჩვენებინა, გადაღებული მაქვს როგორ დამარტყა, პუბლიკას აქვს კიდევ გადაღებული, მინდოდა ეს კადრები მეჩვენებინა, მაგრამ, ნუ, არ ნახეს", — აღნიშნა მან.
იმის გასარკვევად დაიწყო თუ არა მომხდარზე გამოძიება, On.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საარჩევნო უბანთან ჟურნალისტების მიმართ აგრესიულობით გამოიჩევიან. მათ შორის, თავს დაესხნენ On.ge-ს ჟურნალისტს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
დღეს, 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება. მერი 15 თვითმმართველ თემსა და 5 თვითმმართველ ქალაქში, მათ შორის, თბილისში ირჩევა. გარდა ამისა, მეორე ტური გაიმართება 24 საარჩევნო ოლქში, რომლის შედეგად აირჩევა 42 მაჟორიტარი.
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
-
გადახედვაჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი ჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი
-
გადახედვაო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით ო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით
-
გადახედვა"ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი "ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი
-
გადახედვაგანათლების ხარისხის ცენტრის განცხადება პროტესტის გამო, სასწავლო პროცესის შეჩერების ფაქტებთან დაკავშირებით განათლების ხარისხის ცენტრის განცხადება პროტესტის გამო, სასწავლო პროცესის შეჩერების ფაქტებთან დაკავშირებით
-
გადახედვაროგორი იყო უმუშევრობის დონე და დასაქმების მაჩვენებელი 2023 წელს — საქსტატის მიხედვით როგორი იყო უმუშევრობის დონე და დასაქმების მაჩვენებელი 2023 წელს — საქსტატის მიხედვით
-
-
გადახედვაკანონი მიუსაფარ ცხოველებს დახმარების გარეშე დატოვებს — ცხოველთა უფლებადამცველები კანონი მიუსაფარ ცხოველებს დახმარების გარეშე დატოვებს — ცხოველთა უფლებადამცველები
კომენტარები