The Batman-ის ახალი ტრეილერი პირქუშ სუპერგმირსა და საოცარ სანახაობას გვპირდება
ცოტა ხნის წინ DC-მ ბეტმენის შესახებ გადაღებული ახალი ფილმის, The Batman-ის ტრეილერი გაავრცელა, რომელიც პირქუშ გმირებს, დაძაბულ ბრძოლებსა და დაუვიწყარ სანახაობას გვპირდება.
ახალი ტრეილერი ძველისგან ცოტათი განსხვავებულ ბეტმენს წარმოგვიდგენს, რომლის როლსაც რობერტ პატინსონი ასრულებს. ტრეილერით თუ ვიმსჯელებთ, პატინსონის ბეტმენი წინამორბედებთან შედარებით უფრო მრისხანე, პირქუში და შურისძიების სურვილით შეპყრობილია.
ახალ ტრეილერში ფილმის სხვა უმნიშვნელოვანეს პერსონაჟებსაც ვეცნობით, რომელთა შორისაცაა პინგვინი, ქალი-კატა და რიდლერი.
ტრეილერი რიდლერის დაკავებით იწყება. მართალია ვიცით, რომ მის როლს პოლ დანო ასრულებს, თუმცა ტრეილერში ბოროტმოქმედის სახე დაფარულია, რაც შესაძლოა რაიმე მოულოდნელ დეტალზე მიუთითებდეს.
ზოი კრავიცის ქალი-კატა სხვადასხვა პარიკში იმალება და ბეტმენის ნიღაბს ამოფარებული ადამიანითაა დაინტერესებული. ცნობილია, რომ წინა ფილმებისგან განსხვავებით, The Batman-ში ზოი კრავიცის პერსონაჟი სიუჟეტში უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგან კომიქსში ის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა ბეტმენის ცხოვრებაში.
ფილმში პინგვინის როლს კოლინ ფარელი ასრულებს, რომელსაც ტრეილერში, ალბათ, ვერც კი იცნობდით. მართალია, მსახიობმა აღნიშნა, რომ მხოლოდ 5-6 სცენაში გამოჩნდება, თუმცა ტრეილერში მის პერსონაჟს საკმარისად დიდი დრო ეთმობა.
"თუ ასე გააგრძელე, მალე აღარაფერი დაგრჩება", — ეუბნება რობერტ პატინსონის ბეტმენს მისი ერთგული მსახური, რომლის როლსაც ენდი სერკისი ასრულებს.
"არ მადარდებს, რა მომივა", — ბეტმენის ამ პასუხში კარგად ჩანს მთავარი გმირისა და მთლიანი ფილმის განწყობაც, რასაც ახალი ტრეილერი მოწმობს.
The Batman-ის მსოფლიო პრემიერა 4 მარტსაა დაგეგმილი.
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
გადახედვაჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი ჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი
-
გადახედვაო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით ო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით
-
გადახედვა"ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი "ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი
-
გადახედვაგანათლების ხარისხის ცენტრის განცხადება პროტესტის გამო, სასწავლო პროცესის შეჩერების ფაქტებთან დაკავშირებით განათლების ხარისხის ცენტრის განცხადება პროტესტის გამო, სასწავლო პროცესის შეჩერების ფაქტებთან დაკავშირებით
-
გადახედვაროგორი იყო უმუშევრობის დონე და დასაქმების მაჩვენებელი 2023 წელს — საქსტატის მიხედვით როგორი იყო უმუშევრობის დონე და დასაქმების მაჩვენებელი 2023 წელს — საქსტატის მიხედვით
-
-
გადახედვაკანონი მიუსაფარ ცხოველებს დახმარების გარეშე დატოვებს — ცხოველთა უფლებადამცველები კანონი მიუსაფარ ცხოველებს დახმარების გარეშე დატოვებს — ცხოველთა უფლებადამცველები
-
გადახედვა"შევხვდით დაკავებულ 16 პირს, სამი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე მიუთითებს, მათ შორის ლაზარე გრიგორიადისიც" — სახალხო დამცველის აპარატი "შევხვდით დაკავებულ 16 პირს, სამი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე მიუთითებს, მათ შორის ლაზარე გრიგორიადისიც" — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვასაიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია? საიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია?
-
გადახედვა"შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის" — განცხადებაში 11 ამერიკელი სენატორი სანქციების კონკრეტულ ზომებზე საუბრობს "შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის" — განცხადებაში 11 ამერიკელი სენატორი სანქციების კონკრეტულ ზომებზე საუბრობს
-
გადახედვადაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში — ადვოკატი დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში — ადვოკატი
-
გადახედვაბაიდენის პრესსპიკერი: თუ ამ კანონმდებლობას საბოლოოდ მიიღებენ, ეს გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ურთიერთობა საქართველოსთან ბაიდენის პრესსპიკერი: თუ ამ კანონმდებლობას საბოლოოდ მიიღებენ, ეს გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ურთიერთობა საქართველოსთან
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული კონსტანტინე თოხაძე თავისუფალია აქციის დროს დაკავებული კონსტანტინე თოხაძე თავისუფალია
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ ივანიშვილი ყველაფრის სათავეშია და ამ გზას გააგრძელებს, მაშინ ვფიქრობ, ეს [სანქციები] არის ის, რასაც განვიხილავთ ო'ბრაიენი: თუ ივანიშვილი ყველაფრის სათავეშია და ამ გზას გააგრძელებს, მაშინ ვფიქრობ, ეს [სანქციები] არის ის, რასაც განვიხილავთ
-
გადახედვახვალ პარლამენტში ყვითელი დონე იმოქმედებს — რას ნიშნავს ხვალ პარლამენტში ყვითელი დონე იმოქმედებს — რას ნიშნავს
-
გადახედვა"შემაშფოთებელია იმ ძალადობრივი ქმედებების ხილვა, რასაც სამართალდამცავები იყენებენ" — იოსელიანი ქაცარავას ცემის ფაქტს ეხმიანება "შემაშფოთებელია იმ ძალადობრივი ქმედებების ხილვა, რასაც სამართალდამცავები იყენებენ" — იოსელიანი ქაცარავას ცემის ფაქტს ეხმიანება
კომენტარები