პრეზიდენტი აპირებდა თავისი გამოსვლის ტექსტი პატრიარქისთვის შესასწორებლად გადაეგზავნა — გავრცელებული ჩანაწერები
გავრცელებული ჩანაწერების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გეგმავდა, თავისი გამოსვლის ტექსტი საპატრიარქოს, კერძოდ, ილია მეორესთვის შეეთანხმებინა. დოკუმენტებში, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-ის ფაილებია, წერია, რომ საპატრიარქოში ელოდნენ, როდის გაუგზავნიდა პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას.
"პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ შორენა თეთრუაშვილის თანაშემწე რეზო შარაბიძეს აცნობა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია უახლოეს პერიოდში საპატრიარქოს გადმოუგზავნის მ/წ 17 აპრილს პრეზიდენტის საჯარო გამოსვლის ტექსტს. გ.ზვიადაძის თქმით, პრეზიდენტს სურს, ტექსტს გაეცნოს უწმინდესი და შეიტანოს შესაბამისი შესწორებები", — ვკითხულობთ 2020 წლის დოკუმენტში, რომელშიც აღდგომასთან დაკავშირებული სხვადასხვა განცხადებები და მოვლენები არის გაერთიანებული.
შეგახსენებთ, რომ დოკუმენტების ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა, სასულიერო პირმა და ჟურნალისტმა საკუთარი საუბრის ჩანაწერები ამოიცნო.
აღსანიშნია, რომ 2020 წლის 17 აპრილს პრეზიდენტმა მართლა გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც საზოგადოებას კორონავირუსის პანდემიაზე, შეზღუდვებსა და სააღდგომო ლიტურგიაზე ესაუბრა. მაშინ, როცა მთავრობამ ეკლესიას პრივილეგია მიანიჭა და შეზღუდვებისა და კომენდანტის საათის დროს ღამის საათებში ხალმხრავალი ლიტურგია ჩაეტარებინა, პრეზიდენტმა თავის სიტყვაში თქვა, რომ "კანონმა ისევე, როგორც დღეს გავრცელებულმა ავადმყოფობამ არ იცის გამონაკლისი და პრივილეგია" და "თუ გვინდა სახელმწიფო გვერქვას, კანონის დაცვა და შესრულება აუცილებელია."
მან ისაუბრა იმაზეც, რომ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ვერავინ ჩადგება, თუმცა მოუწოდა მრევლს, რომ დარჩნენ სახლში და არ მივიდნენ ეკლესიაში.
"ძალიან კარგად მესმის და მერწმუნეთ, მე პირადად არავისზე ნაკლებად არ განვიცდი, რომ საგანგებო რეჟიმისა და კომენდანტის საათის გამო, შესაძლოა, ვერ შევხვდეთ აღდგომას ისე სრულყოფილად, როგორც რწმენა და წესი მოითხოვს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებმა, ჩვენმა თანამოქალაქეებმა, ასევე, დაიცვეს კანონი თავიანთი დიდი დღესასწაულების აღნიშვნის დროს და ამისათვის მინდა, მადლობა მოვახსენო მათ.
მე, როგორც ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დადებული კონკორდატის გარანტს კარგად მესმის, რომ ეკლესიამ თავისი ღვთისმსახურება უნდა შეასრულოს, თუნდაც ზოგ შემთხვევაში შეცვლილი ფორმით. როგორც მთელი ჩვენი ისტორიის განამვლობაში ხდებოდა, ეკლესიის ლოცვა ერის გადარჩენისთვის უმნიშვნელოვანესი იყოს და არის და ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის. დამერწმუნეთ, რაც არ უნდა სურვილი და იმედი ჰქონდეს ზოგიერთს, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის განხეთქილებას ვერავინ და ვერაფერი გააჩენს.
შინ დარჩენილები საერთო ლოცვას შინიდან შევუერთდებით, ამით გავაძლიერებთ ჩვენს ერთიანობასა და სოლიდარობას" — განაცხადა მან.
On.ge პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაუკავშირდა იმის გასარკვევად, ადასტურებენ თუ არა ჩანაწერის შინაარს. მათ პასუხს ველოდებით და მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.
- მედიის ოთხმა წარმომადგენელმა გავრცელებულ ჩანაწერებში საკუთარი საუბარი ამოიცნო
- რაც ვნახე მესენჯერიდან არის ძალიან ბევრი რამე — კვესიტაძე გავრცელებულ ჩანაწერებზე
- ხაზარაძე გავრცელებული ჩანაწერების ნამდვილობას ადასტურებს
- ტაბულას რედაქტორმა გავრცელებულ ფაილებში საკუთარი საუბარი ამოიცნო
ატვირთულია Word-ის ასობით ფაილი და იმ შემთხვევაში, თუ ისინი ავთენტურია, ჩანს, რომ შესაბამისი სამსახურები სწავლობენ სასულიერო პირების საჯარო და პირად კავშირებს, უსმენენ სატელეფონო საუბრებს და აგროვებენ კომპრომატებს პირადი ცხოვრების შესახებაც, მათ შორის, საუბარია ჰომოსექსუალურ კავშირებზე. ფაილებს შორის არის ინფორმაცია რუსული კონტაქტების, ასევე, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიმართ დამოკიდებულების შესახებ.
ჩანაწერების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ მსგავსი ინფორმაციის ტირაჟირება შეურაცხყოფს ცალკეული ადამიანების, უსაფრთხოების ოფიცრებისა და მთლიანად სამსახურის პატივსა და ღირსებას. უწყებამ მოუწოდა მედიასა და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავონ არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.
გაიგეთ მეტი:
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაროგორ დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს აქციაზე წიწაკის სპრეის და გაზის გაშვებისას როგორ დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს აქციაზე წიწაკის სპრეის და გაზის გაშვებისას
-
გადახედვაროგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები როგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები
-
გადახედვაომბუდსმენის პირველადი შეფასება 30 აპრილის აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ ომბუდსმენის პირველადი შეფასება 30 აპრილის აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ
-
გადახედვაკობახიძის ბრიფინგი დამოუკიდებელი მედიის, არასამთავრობოებისა და ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით კობახიძის ბრიფინგი დამოუკიდებელი მედიის, არასამთავრობოებისა და ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით
-
გადახედვაპარლამენტის ეზოში სპეცრაზმისა და საპოლიციო ძალების მობილიზებაა, შენობის ირგვლივ კი მოქალაქეები აქციისთვის ემზადებიან პარლამენტის ეზოში სპეცრაზმისა და საპოლიციო ძალების მობილიზებაა, შენობის ირგვლივ კი მოქალაქეები აქციისთვის ემზადებიან
-
გადახედვაშოთა არველაძე: გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა შოთა არველაძე: გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა
-
გადახედვამრცხვენია და დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ მე, რომ შენს გვერდით ვითამაშე 10 წელი — ალადაშვილის მიმართვა კალაძეს მრცხვენია და დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ მე, რომ შენს გვერდით ვითამაშე 10 წელი — ალადაშვილის მიმართვა კალაძეს
-
გადახედვათუ დაგაკავეს, ეს რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ — ედუარდ მარიკაშვილი თუ დაგაკავეს, ეს რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ — ედუარდ მარიკაშვილი
-
გადახედვაEPP: დროა, სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს და ყველას, ვინც მას ეხმარება საქართველოს დემოკრატიის ნგრევაში EPP: დროა, სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს და ყველას, ვინც მას ეხმარება საქართველოს დემოკრატიის ნგრევაში
-
-
გადახედვახაბეიშვილი: ხარებას დაჯგუფება მცემდა. იძახდნენ, მოკალით და მერე თქვით, თავი დაარტყაო ხაბეიშვილი: ხარებას დაჯგუფება მცემდა. იძახდნენ, მოკალით და მერე თქვით, თავი დაარტყაო
-
გადახედვაგიორგი გიგაშვილი: TV Imedi — ძალიან მრცხვენია ამ არხთან ჩემი წარსულის არსებობა გიორგი გიგაშვილი: TV Imedi — ძალიან მრცხვენია ამ არხთან ჩემი წარსულის არსებობა
-
გადახედვასაგარეო უწყების თანამშრომელი, გიორგი წიქარიშვილი: კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას საგარეო უწყების თანამშრომელი, გიორგი წიქარიშვილი: კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას
-
გადახედვამედიაომბუდსმენი: სპეცრაზმელების სამიზნედ კიდევ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა მედიაომბუდსმენი: სპეცრაზმელების სამიზნედ კიდევ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა
კომენტარები