ხაზარაძე გავრცელებული ჩანაწერების ნამდვილობას ადასტურებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მასალებზე პარტია ლელო საქართველოსთვის ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ჩანაწერი ნამდვილია. ხაზარაძის თქმით, მას სასულიერო პირთან ამ თემაზე საუბარი 2018 წლის ბოლოს, ან 2019 წლის წლის დასაწყისში ჰქონდა.
ხაზარაძე ამბობს, რომ ჩანაწერში მისი სიტყვები სრული სიზუსტითაა აღწერილი. მისივე განცხადებით ირკვევა, რომ ფაილში მოხსენიებული "ზემდგომი" ბიძინა ივანიშვილია.
"ვადასტურებ, რომ მქონდა საუბარი, გავეცანი შინაარს და არის ფილიგრამულად ზუსტად აღწერილი ჩემი სიტყვები. ეს საუბარი მე მქონდა დაახლოებით 2018 წელს ან 2019 წლის დასაწყისში, როდესაც ჩვენზე დაიწო მასიური, ორკესტრირებული შემოტევა. ესეც იმიტომ მივეცი ჩემს თავს უფლება, რომ მეუფე თეოდორეს დიდ პატივს ვცემ და ვიცოდი, რომ იგი ხვდებოდა აბასთუმანში ბატონ ივანიშვილს და მე მას ვთხოვე, რომ გადაეცა, როგორც ჩემთვის ნდობით აღჭურვილი პირისგან ის გზავნილი, რომ შეეჩერებინა მისი აგრესია ამხელა კომპანიების და ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ. იგივე მოვუწოდე საჯაროდაც", — ამბობს ხაზარაძე TV პირველთან.
გამოქვეყნებული ფაილის მიხედვით, მასზე სამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ მამუკა ხაზარაძე ერთ-ერთ მიტროპოლიტს დაუკავშირდა და მას "ზემდგომთან" შუამავლობას თხოვდა. სასულიერო პირს ხაზარაძის სახელით მისთვის უნდა გადაეცა, რომ მტკიცება მისი პოლიტიკური ამბიციების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. გარდა ამისა, მიტროპოლიტს ადრესატი საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინა, რომ ხაზარაძემ სხვადასხვა უწყებაში მსოფლიოს უდიდესი საერთაშორისო კომპანიის მიერ შედგენილი დასკვნა გადააგზავნა და "თუ ვინმეს უნდა მის წინააღმდეგ უმიზეზოდ ბრძოლა, ამ შეთხვევაში არ დანებდება". ფაილის მიხედვითვე, ამავე თემაზე ხაზარაძე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია II–საც შეხვდა.
მოპოვებული ინფორმაციით, თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ქორეპისკოპოს თოედორე ჭუაძეს აცნობა, რომ მიმდინარე წლის 12 თებერვალს საპატრიარქოში მოინახულა კათალიკოს პატრიარქი ილია II და ესაუბრა ბოლო დროს ბანკზე განხორციელებულ თავდასხმებზე (ვიზიტის შესახებ ინფრომაცია არ დადასტურებულა).
ხაზარაძის თქმით, იგი ფლობს ინფორმაციას, რომ გარკვეული პირები "ზემდგომს" არწმუნებენ მის (ხაზარაძის) პოლიტიკურ ამბიციებში, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება და უმჯობესი იქნება თუ ვინმე დაამშვიდეს მას (ზემდგომს), რადგან თუ ეს ასე გაგრძელდა მაშინ ყველასთვის ცუდად დამთავრდება ეს ამბავი.
ხაზარაძის განმარტებით, მან სხვადასხვა უწყებაში უკვე დააგზავნა მსოფლიოს უდიდესი საერთაშორისო კომპანიის მიერ შედგენილი დასკვნა, რომლითაც ყველაფერი ნათქვამია და თუ ვინმეს უნდა მის წინააღმდეგ უმიზეზოდ ბრძოლა, ამ შეთხვევაში არ დანებდება. მისივე განმარტებით, ის სავსებით ნორმალური ადამიანია, რომელსაც კარგად ესმის ყველაფერი, არავითარ შემთხვევაში არ შეეგუება უსამართლობას და თავს არავის დააჩაგვრინებს.
ხაზარაძემ ჭუაძეს სთხოვა, აღნიშნულის შესახებ "ზემდგომი" საქმის კურსში ჩაეყენებინა, რაზეც ქორეპისკოპოსმა განუცხადა, რომ ამბის ადრესატამდე მიტანას შეეცდება", — წერია ფაილში.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა.
ატვირთულია Word-ის ასობით ფაილი და იმ შემთხვევაში, თუ ისინი ავთენტურია, ჩანს, რომ შესაბამისი სამსახურები სწავლობენ სასულიერო პირების კავშირებს, უსმენენ სატელეფონო საუბრებს და აგროვებენ კომპრომატებს პირადი ცხოვრების შესახებაც, მათ შორის, საუბარია ჰომოსექსუალურ კავშირებზე. ფაილებს შორის არის ინფორმაცია რუსული კავშირების, ასევე, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიმართ სიმპათიების შესახებ.
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
კომენტარები