მედიის ოთხმა წარმომადგენელმა გავრცელებულ ჩანაწერებში საკუთარი საუბარი ამოიცნო
მედიის ოთხმა წარმომადგენელმა გავრცელებულ ჩანაწერებში საკუთარი საუბარი ამოიცნო. TV პირველი საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე, მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, ფორმულას ჟურნალისტი, ნინო ვარძელაშვილი და მთავარი არხის ჟურნალისტი, ეკა კვესიტაძე აცხადებენ, რომ ფაილებში საკუთარი საუბარი ამოიცნეს.
"ამ ფაილებში არის ჩემი სატელეფონო მოსმენის შიფრები, ჩემი და ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობის, ჩემი და მამა ანდრია სარიას, ჩემი და მეუფე ნიკოლოზის. მამა ანდრიას ვესაუბრე whatsup-ით ძალიან ბევრი ჟურნალისტის საუბრებია ამ ფაილებში, მათ შორის ჩემიც, დაურეკე კომენტარი გვინდა-თქო", — წერს ნოდარ მელაძე ფეისბუქგვერდზე.
ფორმულას ჟურნალისტის განცხადებით, საუბარი, რომელიც ჩანაწერშია აღნიშნული, სინოდის სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე შედგა მასსა და გიორგი ზვიადაძეს შორის.
"მე შემიძლია დავადასტურო ამ ნაწილის ავთენტურობა იმიტომ, რომ შედგა ჩემსა და გიორგი ზვიადაძეს შორის ეს სატელეფონო საუბარი. ეს ხდებოდა ამ წლის თებერვალში, სინოდის სხდომამდე, ალბათ, რამდენიმე დღით ადრე. ჩვენს ეთერში გასული არის სწორედ ამ შინაარსის სატელეფონო ჩანაწერი და ერთი ერთში აქვთ გაშიფრული ის დიალოგი, რომელიც შედგა ჩემსა და მამა გიორგი ზვიადაძეს შორის", — ამბობს ის ფორმულას ეთერში.
მთავარი არხის ჟურნალისტის თქმით, ჩანაწერებში არის, ასევე, მისი და მეუფე იაკობის სატელეფონო საუბარი.
"ორი წლის წინ მთვრალი იაკობი მირეკავდა ხოლმე (ალბათ, არა მხოლოდ მე) და საპატრიარქოს შიდა ამბებს მიყვებოდა — მათ შორის იმას, რომ შიო რუსეთის კაცია და ერთხელ კინაღამ სცემა. არასდროს მიკადრია, მისი ფარულად ჩაწერა. რადგან ეთიკის დაცვა ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, იაკობისნაირებთანაც კი. ხოდა, ეს საუბრებიც არის გამოქვეყნებულ მასალებში", — წერს ის ფეისბუქგვერდზე.
მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აღნიშნულზე ამბობს, რომ ჩანაწერებში მისი და დეკანოზ მამალაძის საუბარია ასახული.
"მღვდლები და სინოდი იქეთ იყოს და ლამის ყველა ჩვენი ჟურნალისტის მიმოწერაა მასალებში. ჩემს ნაწილში, ყველაზე ამაზრზენი ჩემი და დეკანოზ მამალაძის სატელეფონო საუბრის კრებსია — ანუ, ადვოკატის და კლიენტის ურთიერთობა, რომელიც ფარულობის სრული პრივილეგიითაა კანონმდებლობით დაცული", — წერს ის.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა.
გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად On.ge სუს-თან დაკავშირებას შეეცადა. უწყების პრესსამსახურში, ჯერჯერობით, ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები