შსს-ს ერთიანი მომსახურების ცენტრები დისტანციურ მუშაობაზე გადადის
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი მომსახურების ცენტრები დისტანციურ მომსახურებაზე გადადის. 16 მარტიდან, თბილისსა და რუსთავში არსებული 50-მდე სერვისით სარგებლობას მოქალაქეები ტელეფონით, ნომერზე: 241 42 42 და Police.ge-ს საშუალებით შეძლებენ. ესენია:
საპატრულო პოლიციის ჯარიმებთან დაკავშირებული დისტანციური სერვისები:
- ჯარიმებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გადამოწმება-მიღება;
- ადმინისტრაციული ჯარიმების გასაჩივრება;
- ქვითრის გადაუხდელობის გამო მართვის უფლების შეჩერების ჯარიმით შეცვლა;
- ალკოჰოლური სიმთვრალის საფუძველზე მართვის უფლების შეჩერების ჯარიმით შეცვლა;
- ჯარიმაზე ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება;
- გადახდილი ჯარიმის სტატუსის შეცვლა;
- ბაზაში კორექტირების შეტანა (ქვითრის დინების ვადის შეჩერება და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო წარმოების შეწყვეტა);
- ცნობების მიღება;
- მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება.
საპატრულო პოლიციის ნებართვებთან დაკავშირებული დისტანციური სერვისები:
- არა გაბარიტული/ზენორმატიული სატრანსპორტო საშუალების მოძრაობაზე ნებართვის მიღება;
- გზებზე სამუშაოს წარმოებაზე ნებართვის მიღება;
- სპეცტექნიკის განთავსებაზე ნებართვის მიღება;
- გათხრით სამუშაოებზე ნებართვის მიღება;
- სამშენებლო დამცავი ღობის მოწყობაზე ნებართვის მიღება;
- სპეციალური სიგნალების დაყენება/გამოყენებაზე ნებართვის მიღება;
- სადაზღვევო კომპანიებზე საქმისწარმოების მასალის მიღება;
- რეაგირების ოქმის მიღება;
- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის საქმისწარმოების მასალის მიღება;
- ვიდეო ჩანაწერის მიღება;
- საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
ჯარიმების სტატუსის შესამოწმებლად და ჯარიმის გადასახდელად მოქალაქეები უნდა შევიდნე ვებგვერდ Police.ge-ზე.
პანდემია და რეკომენდაციები
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევაა დადასტურებული. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა, საქართველოს მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები გაავრცელა.
- პრემიერმა შსს-ს დაავალა, გააკონტროლოს თვითიზოლაციაში მყოფი პირები
- პრემიერმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებს დისტანციური მუშაობის რეკომენდაცია მისცა
- კორონავირუსის პრევენციისთვის თბილისის მერიის სერვისები შეიზღუდება
- საქართველოს საზღვარზე შემოწმების შემდეგ სავალდებულო კარანტინი კიდევ 4 ევროპული ქვეყნისთვის დაწესდა — სია
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო რჩევები მოგზაურებისთვის
- ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ჟურნალისტებისთვის
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები და დამატებითი ინფორმაცია კარანტინში მყოფებისთვის
- გაეცანით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებსა და პროტოკოლს თვითიზოლაციისთვის
ამავე თემაზე:
-
გადახედვასაპროტესტო აქციები სომხეთში — პოლიციამ 170 ადამიანი დააკავა საპროტესტო აქციები სომხეთში — პოლიციამ 170 ადამიანი დააკავა
-
გადახედვაპარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი აქცია მიმდინარეობს პარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვაირაკლი კობახიძის თქმით, ო'ბრაიენს სურდა ივანიშვილთან შეხვედრა, თუმცა ივანიშვილმა ამერიკელ მაღალჩინოსანს უარი უთხრა ირაკლი კობახიძის თქმით, ო'ბრაიენს სურდა ივანიშვილთან შეხვედრა, თუმცა ივანიშვილმა ამერიკელ მაღალჩინოსანს უარი უთხრა
-
გადახედვამოვინახულეთ 23 დაკავებული, ყველა პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებს და მათ დაზიანებებიც აქვთ — სახალხო დამცველის აპარატი მოვინახულეთ 23 დაკავებული, ყველა პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებს და მათ დაზიანებებიც აქვთ — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაადვოკატის ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე დაკავებული გუკა რჩეულიშვილი ნაცემია, აქვს სისხლჩაქცევები და სავარაუდოდ, ცხვირი აქვს გატეხილი ადვოკატის ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე დაკავებული გუკა რჩეულიშვილი ნაცემია, აქვს სისხლჩაქცევები და სავარაუდოდ, ცხვირი აქვს გატეხილი
-
გადახედვამყარი სუპერდედამიწის გარშემო ატმოსფეროს ყველაზე დამაჯერებელ კვალს მიაგნეს მყარი სუპერდედამიწის გარშემო ატმოსფეროს ყველაზე დამაჯერებელ კვალს მიაგნეს
-
გადახედვაიმედმა და რუსთავი 2-მა წაშალეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ო'ბრაიენს ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტი ჩამოაქვს იმედმა და რუსთავი 2-მა წაშალეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ო'ბრაიენს ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტი ჩამოაქვს
-
გადახედვაროგორ შევძლოთ ფუნქციონირება ღამისთევის შემდეგ — 5 რჩევა როგორ შევძლოთ ფუნქციონირება ღამისთევის შემდეგ — 5 რჩევა
-
გადახედვარუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
-
გადახედვა"დღეს დავტოვე განცხადება და წამოვედი. მე არ ვეთანხმები ხელისუფლების კურსს" — ივლიანე ხაინდრავა "დღეს დავტოვე განცხადება და წამოვედი. მე არ ვეთანხმები ხელისუფლების კურსს" — ივლიანე ხაინდრავა
-
გადახედვა19:00 საათზე სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას მარშით შეუერთდებიან 19:00 საათზე სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას მარშით შეუერთდებიან
-
გადახედვამასშტაბური კვლევის მიხედვით, ინტერნეტი კეთილდღეობასთან ასოცირდება მასშტაბური კვლევის მიხედვით, ინტერნეტი კეთილდღეობასთან ასოცირდება
-
გადახედვაDRI: აქციის მონაწილეთა მიმართ გამოყენებული ფიზიკური ანგარიშსწორება ვერ ჩაითვლება კანონიერ საპოლიციო ღონისძიებად DRI: აქციის მონაწილეთა მიმართ გამოყენებული ფიზიკური ანგარიშსწორება ვერ ჩაითვლება კანონიერ საპოლიციო ღონისძიებად
-
გადახედვაCENN: გვინდა, თითოეულ პარლამენტარს შევახსენოთ, რომ ევროპული კურსის ცვლილების დამღუპველ შედეგებზე იღებენ პასუხისმგებლობას CENN: გვინდა, თითოეულ პარლამენტარს შევახსენოთ, რომ ევროპული კურსის ცვლილების დამღუპველ შედეგებზე იღებენ პასუხისმგებლობას
-
გადახედვამნიშვნელოვანი განმარტება სავიზო სააპლიკაციო ცენტრის დროებით დაკეტვასთან დაკავშირებით — ბრიტანეთის საელჩო მნიშვნელოვანი განმარტება სავიზო სააპლიკაციო ცენტრის დროებით დაკეტვასთან დაკავშირებით — ბრიტანეთის საელჩო
-
გადახედვავუერთდებით სხვა უნივერსიტეტების სტუდენტების პროტესტს და ვაცხადებთ: შეუძლებლად მიგვაჩნია სასწავლო პროცესის გაგრძელება — სტუდენტები ქუთაისიდან ვუერთდებით სხვა უნივერსიტეტების სტუდენტების პროტესტს და ვაცხადებთ: შეუძლებლად მიგვაჩნია სასწავლო პროცესის გაგრძელება — სტუდენტები ქუთაისიდან
-
გადახედვარა წერია 12 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართვაში ბორელისა და ვარჰეის მიმართ, რუსულ კანონთან დაკავშირებით რა წერია 12 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართვაში ბორელისა და ვარჰეის მიმართ, რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვაკახა კალაძე: როგორ შეიძლება, მე ან ჩვენს თანაგუნდელებს გვინდოდეს რუსეთი. წარსულში მინდა დავაბრუნო ჩემი შვილები? კახა კალაძე: როგორ შეიძლება, მე ან ჩვენს თანაგუნდელებს გვინდოდეს რუსეთი. წარსულში მინდა დავაბრუნო ჩემი შვილები?
-
გადახედვაძვირფასო მთავრობავ, შეაჩერეთ ეს კანონი. თუ არ გაიწვევთ, ვერ ვხედავ პირობებს საქართველოს ნათელი მომავლისთვის — მიხაელ როთი ძვირფასო მთავრობავ, შეაჩერეთ ეს კანონი. თუ არ გაიწვევთ, ვერ ვხედავ პირობებს საქართველოს ნათელი მომავლისთვის — მიხაელ როთი
-
გადახედვარა გავიგეთ ოპოზიციონერებისგან თბილისში ვიზიტად მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ რა გავიგეთ ოპოზიციონერებისგან თბილისში ვიზიტად მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ
-
გადახედვასაზღვაო აკადემიის ადმინისტრაციამ სტუდენტების ნაწილი აუდიტორებში ჩაკეტა და მათ გაფიცვის უფლებას არ აძლევენ — მედია საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციამ სტუდენტების ნაწილი აუდიტორებში ჩაკეტა და მათ გაფიცვის უფლებას არ აძლევენ — მედია
კომენტარები