ხაბარელს მიაჩნია, რომ ქევხიშვილი უნდა გადადგეს: წარმატებული მწვრთნელები გადააყენა და თავისი მეგობრები მოიყვანა
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, შოთა ხაბარელს მიაჩნია, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი, დავით ქევხიშვილი უნდა გადადგეს.
მისივე თქმით, სპორტსმენების ნაწილი წარმატებული მწვრთნელების გადაყენებასა და არაკომპეტენტური მწვრთნელების დანიშვნას აპროტესტებენ.
"წარმატებული მწვრთნელების გადაყენებამ მოიტანა ზუსტად ეს შედეგი. აქედან გამომდინარე ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთა იმაზე ფიქრობენ, რომ პრეზიდენტი უნდა გადადგეს. მეც ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო იმით, რომ მან წარმატებული მწვრთნელები გადააყენა და თავისი მეგობრები მოიყვანა. ეს არის ყველაზე მტკივნეული. როდესაც ასეთი კაზუსი ხდება და მისი შემოქმედი პრეზიდენტია, ის უნდა გადადგეს", - განაცხადა ხაბარელმა.
დღეს, 22 მაისს, ძიუდოისტების ნაწილმა ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის კაბინეტის კარები აჭედა.
ძიუდოისტების პროტესტი
ძიუდოს ნაკრების რამდენიმე წევრი გუნდის კაპიტან ვარლამ ლიპარტელიანთან ერთად ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვს. ძიუდოისტები ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნის მიზეზს, ერთი მხრივ, ნაკრების წარუმატებლობასა და მეორე მხრივ, ფედერაციაში არსებულ მძიმე და უსიამოვნო სიტუაციას უკავშირებენ.
სპორტსმენები აცხადებენ, რომ თუ დავით ქევხიშვილი არ გადადგება, ისინი საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. როგორც ქევხიშვილის ამბობს, ის გადადგომას არ აპირებს.
აპრილის ბოლოს ევროპის ჩემპიონატიდან უმედლოდ დაბრუნების შემდეგ ძიუდოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირაკლი ცირეკიძემ გუნდი დატოვა, გადადგა მთელი სამწვრთნელო შტაბი.
კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ თქვა, რომ ფედერაციაში არსებული პრობლემის შესასწავლად სამინისტროს, პარლამენტის სპორტის კომიტეტისა და ოლიმპიური კომიტეტის ერთობლივი კომისია შეიქმნა. მისივე განმარტებით, კომისიამ უკვე გამოითხოვა ფედერაციიდან ინფორმაცია და მისი შესწავლის შემდეგ შედეგები გასაჯაროვდება.
10 მაისს ხმაურით ჩაიარა ძიუდოს ფედერაციის ყრილობამ. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის განმარტებით, მან დღემდე ვერ მოისმინა არგუმენტი რატომ უნდა გადადგეს. მისივე თქმით, ულტიმატუმების გზით პროცესის წაყვანა არ შეიძლება და პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოს.
-
გადახედვაგმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
-
გადახედვაჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი ჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი
-
გადახედვაო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით ო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით
-
გადახედვა"ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი "ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი
-
გადახედვაგანათლების ხარისხის ცენტრის განცხადება პროტესტის გამო, სასწავლო პროცესის შეჩერების ფაქტებთან დაკავშირებით განათლების ხარისხის ცენტრის განცხადება პროტესტის გამო, სასწავლო პროცესის შეჩერების ფაქტებთან დაკავშირებით
კომენტარები