შოტლანდიაში ლოხ-ნესის ურჩხულის მოსაძებნად ასობით მოხალისე გაერთიანდა
შოტლანდიის მაღალმთიან რეგიონში ლოხ-ნესის ურჩხულს ეძებენ. ტბაზე მეცნიერების გუნდთან ერთად, ასობით მოხალისე მუშაობს, რომელიც ნებისმიერ უჩვეულო ხმასა და ტბის ზედაპირზე მოძრაობას აკვირდებიან.
ურჩხულთან დაკავშირებული ლეგენდები საუკუნეების განმავლობაში არსებობდა, თუმცა თანამედროვე მითი მხოლოდ 90 წელს ითვლის. 1933 წლის აპრილში, ტბაზე არსებული სასტუმროს მენეჯერმა, ელდი მაკეიმ, თქვა, რომ ტბაში ვეშაპის მსგავსი არსება დაინახა.
მედიაში ამ ამბის გაშუქებისას ერთ-ერთი გაზეთის მაშინდელმა რედაქტორმა, ევან ბარონმა, გადაწყვიტა, რომ არსებისთვის "ურჩხული" ეწოდებინათ, მითიც სწორედ აქედან წამოვიდა. მას შემდეგ ლოხ-ნესის ურჩხულმა შთააგონა წიგნები, სატელევიზიო შოუები და ფილმები, ხოლო ტბა შოტლანდიის ერთ-ერთ ძირითად ღირსშესანიშნაობად აქცია.
ცნობილ და ბევრი მითქმა-მოთქმის გამომწვევ ფოტოზე, რომელიც 1934 წელს ექიმმა, რობერტ კენეტ უილსონმა, მიჰყიდა Daily Mail-ს, ასახულია არსება გრძელი, მოხდენილი, გედის მსგავსი კისრით, რომელიც ძალიან ჰგავს პლეზიოზავრს.
არსებობდა თეორია, რომ ფოტოზე აღბეჭდილი არსება შეიძლება გიგანტური გველთევზა ყოფილიყო, თუმცა ეს ვერ დამტკიცდა. არსებობს ის მოსაზრებაც, რომ ფოტოზე ასახული "ურჩხული" სინამდვილეში მხოლოდ თიხის სკულპტურაა და ვიღაცამ უბრალოდ ბოროტად იხუმრა.
ტბაზე ძველი სასტუმროს შენობა დღეს ლოხ-ნესის ცენტრია, რომელმაც გასულ შაბათ-კვირას ურჩხულზე ნადირობა დაიწყო. იქ ასობით ადამიანია შეკრებილი — მკვლევრები, მოხალისეები, მედიის წარმომადგენლები ან რა თქმა უნდა, სეირის მაყურებლები.
ძებნა დრონებით, ინფრაწითელი კამერებითა და ჰიდროფონებით მიმდინარეობს, რომლებიც გამოსახულებასთან ერთად ხმასაც იწერს. ტბა უზარმაზარია და მას უფრო მეტი წყლის დატევა შეუძლია, ვიდრე ინგლისისა და უელსის ყველა ტბას ერთად, რაც ძებნას ართულებს.
ლოხ-ნესის ცენტრის გენერალური მენეჯერი პოლ ნიქსონი ამტკიცებს, რომ ამჯერად ეს უფრო მეტია, ვიდრე პიარ ხრიკი.
"დრონების ზოგიერთი კადრი, რომელიც წყლის სიღრმეში ობიექტს ასახავს, აჩვენებს სატრანზიტო ფურგონის ზომის ობიექტს, რომელიც არ ვიცით, რა არის. ის კადრიდან რაღაც დროის შემდეგ გაქრა", — აცხადებს ის.
ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ეს ლოხ-ნესის ურჩხულზე ყველაზე მასშტაბური სამძებრო სამუშაოებია 1972 წლის შემდეგ. წლების განმავლობაში ჩატარებულმა არაერთმა კვლევამ ურჩხულის კვალი ვერ აღმოაჩინა.
ალან მაკკენა, მოხალისე კვლევითი ჯგუფიდან Loch Ness Exploration, ამტკიცებს, რომ ტბაზე პარასკევს სისტემის შემოწმებისას უჩვეულო ხმები მოისმინეს.
"ყველანი ცოტათი აღელვებულები ვიყავით. გავიქეცით, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ჩამწერი ჩართული იყო და აღმოვაჩინეთ, რომ არ ყოფილა", — დამწუხრებით აღიარა მან.
ამავე თემაზე:
-
გადახედვანახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება
-
-
-
გადახედვაჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა
-
გადახედვამეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
-
გადახედვახვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ ხვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ
-
გადახედვადავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ დავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური კროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური
-
გადახედვადღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ დღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ
-
გადახედვა2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა 2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა
-
-
გადახედვახვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ხვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში
-
გადახედვაPOLITICO: კონგრესში შედის კანონპროექტი, რომლის მიხედვით, რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ სანქციები POLITICO: კონგრესში შედის კანონპროექტი, რომლის მიხედვით, რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ სანქციები
-
გადახედვაპაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტი, პრეზიდენტის ვეტოს რუსულ კანონზე, შემდეგ სასესიო კვირაში დაძლევს პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტი, პრეზიდენტის ვეტოს რუსულ კანონზე, შემდეგ სასესიო კვირაში დაძლევს
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი ფრაზა ქართული ფილმიდან კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ფრაზა ქართული ფილმიდან
-
გადახედვამოქალაქე, საზოგადოება და სახელმწიფო — როგორ მუშაობს სამოქალაქო ზედამხედველობა მართლმსაჯულების ინსტიტუტებზე მოქალაქე, საზოგადოება და სახელმწიფო — როგორ მუშაობს სამოქალაქო ზედამხედველობა მართლმსაჯულების ინსტიტუტებზე
-
გადახედვამთავრობა ევროპის ჩემპიონატისთვის 3 000 ავიაბილეთს დაასუბსიდირებს მთავრობა ევროპის ჩემპიონატისთვის 3 000 ავიაბილეთს დაასუბსიდირებს
-
გადახედვაირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი მთლიანად დამწვარია — მიიჩნევენ, რომ ყველა მგზავრი დაიღუპა ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი მთლიანად დამწვარია — მიიჩნევენ, რომ ყველა მგზავრი დაიღუპა
-
გადახედვავერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ ვერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ
კომენტარები