ვოლოდიმირ ზელენსკი

6 Mar. 2022, 00:34

დონბას! გაიხსენე შენზე როგორ საუბობდნენ: დონბასი არავის დაუყენებია მუხლებზე! და არავის მისცა უფლება დაეყენებინა! ეს სიტყვები დონეცკსა და ლუგანსკში იცის ყველამ, მათ ხშირად იმეორებდნენ. ადრე. და ახლა? დონბასს, შესაბამისი დროა! ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ადამიანს, დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ყველას, ვისაც ჩვენი ესმის, მათ, ვისაც არ წაუშალეს მახსოვრობა პროპაგანდით, ვისაც არ აუხვიეს თვალები შიშით, ვისაც არ დაუმახინჯეს სული ცინიზმით, იბრძოლეთ თქვენი უფლებებისთვის, თქვენი თავისუფლებისთვის, ხერსონთნ ერთად, ბერდიანსკისთან ერთად, კიევთან ერთად და სხვა უკრაინულ ქალაქებთან ერთად, რომლებიც აფასებენ სიცოცხლეს და არა ეშინიათ მისი.

[...] უბრალოდ შეადარეთ დონეცკი ომიდან 8 წლის შემდეგ და ხარკოვი ომიდან 8 დღის შემდეგ, თქვენ გეუბნებოდნენ, რომ ეს ჩვენ ვანადგურებთ ქალაქებს, შეხედეთ ხარკოვს, ჩერნიგოვს, 500-კილოგრამიან ბომბებს, რომლებსაც უკრაინელების სახლებზე ისროდნენ, შეხედეთ ბორიდიანკას, დანგრეულ სკოლებს, აფეთქებულ საბავშვო ბაღებს, ხარკოვის დანგრეულ მიძინების ტაძარს, იმას, რაც რუსეთმა გააკეთა. თავი დაიცავით! თორემ ისინი თქვენც წაგართმევენ თქვენს სიცოცხლეს, თქვენს სახლებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  2. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  3. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  4. თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ
  5. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი — თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა

თიბისის მობაილბანკში ორთვიანი გემიფიკაციის კამპანია — "საგანძურის მარათონი" წარმატებით დასრულდა. თამაშმა ნახევარ…