Google-მა უკრაინაში Maps-ის ტრანსპორტის გადაადგილების ლაივ რეჟიმში ნახვის ფუნქცია გათიშა
Google-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკრაინაში Google Maps-ის ის ფუნქციბი გათიშა, რომლებიც ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილებასა და შექმნილი საცობების შესახებ ინფორმაციას ლაივ რეჟიმში იძლევა.
კომპანიის თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით ადმიანების გადაადგილებასა და მათი თავშეყრის ადგილებზე დაკვირვება შესაძლებელი აღარ იქნება. ეს გადაწყვეტილება Google-მა უკრაინის მაღალჩინოსნებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.
24 თებერვალს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა. უკრაინის ქალააქების დაბომბვის გამო ევროპის მეზობელ ქვეყნებში უკვე 400 000-მდე უკრაინელი ლტოლვილი გადავიდა.
Google-სა და სხვა ტექ გიგანტები სთქმით, ისინი გააკეთებენ ყველაფერს, რათა რეგიონში მათი მომხმარებლების უფლებები დაცული იყოს.
ომის დაწყების შემდეგ უკრაინის მოსახლეობის დასაცავად პოლიტიკა შეცვალა ფეისბუქმაც და გუშინ ახალი წესები წარადგინა.
კალიფორნიის Middlebury Institute of International Studies-ის პროფესორის თქმით, Google Maps-ის მეშვეობით შესაძლებელი იყო რუსულ კოლონებზე დაკვირვება, როდესაც ისინი უკრაინისკენ დაიძრნენ ჯერ კიდევ მანამ, სანამ პუტინის ამის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადებდა.
Google-ის თქმით, გზების გადატვირთვისა და საცობების შესახებ ინფორმაცია მძღოლებისთვის ხელმისაწვდომი ისევ იქნება, თუმცა მხოლოდ ნავიგაციის რეჟიმში, როდესაც მთელ რუკაზე დაკვირვება შეუძლებელია და მხოლოდ კონკრეტულად ერთ გზას მივყვებით.
კომენტარები