მსოფლიოში პირველად, მეცნიერებმა კვანტური "დომენის კედელი" შექმნეს — რას ნიშნავს ეს
ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს უცნაური ახალი ტიპის კვანტური ობიექტი, სახელწოდებით "დომენის კედლები". ეს მათ ამ ფენომენის დეტალურად გაანალიზების საშუალებას მისცემს.
ახალ აღმოჩენას შეუძლია დაეხმაროს სამეცნიერო საზოგადოებას ეგზოტიკური კვანტური ნაწილაკების უკეთ გაგებაში. ეს კი ახალი კვანტური ტექნოლოგიების განვითარებას გამოიწვევს.
კვანტური "დომენის კედლების" ანალიზი
ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ ახალ ნაშრომში, მკვლევრებმა გამოავლინეს საინტერესო მოვლენა, რომელიც დაფიქსირდა ატომებში უკიდურესად დაბალ ტემპერატურაზე. მათ აღმოაჩინეს, რომ სწორ პირობებში, ატომების ჯგუფები იყოფა დომენებად და ქმნიან "კედელს" თითოეულ ამ დომენს შორის.
მსგავსის დამზერა მეცნიერებმა ადრეც შეძლეს, მაგრამ ამჯერად ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ისინი საიმედოდ შეიქმნა, რაც კარგად დაკვირვების საშუალებას იძლევა. დაკვირვებებზე დაყრდნობით, მკვლევრებმა განაცხადეს, რომ თითოეული ეს კედელი იქცევა როგორც საკუთარი კვანტური ობიექტი, დამოუკიდებელი ცალკეული ატომებისგან, რომლებსაც ისინი გამოყოფენ.
"ჩვენ ატომების კონტროლის დიდი გამოცდილება გვაქვს. მაგალითად, თუ ატომებს მარჯვნივ უბიძგებთ, ისინი მარჯვნივ გადაადგილდებიან. თუმცა თუ დომენის კედელს მარჯვნივ უბიძგებთ, ის მოძრაობს მარცხნივ", — თქვა პროფესორმა ჩენგ ჩინმა, კვლევის ხელმძღვანელმა.
ჩინის მეცნიერთა გუნდი იმედოვნებს, რომ მათი კვლევა ხელს შეუწყობს ახალი კვანტური ტექნოლოგიების განვითარებას.
"ამ ფენომენის გამოყენება შეიძლება სასარგებლო იყოს პროგრამირებადი კვანტური მასალის ან კვანტური პროცესორის დამზადების თვალსაზრისით. ასევე, ეს შეიძლება გამოვიყენოთ კვანტური ინფორმაციის უკეთ შესანახად. თუმცა, აქამდე ამ "კედლების" კონტროლი უკეთ უნდა შევძლოთ", — ამბობენ მკვლევრები.
ასევე: შემდეგი პოდკასტი: კვანტური კომპიუტერები — ახალი ეპოქა
საბოლოოდ, ეს ყველაფერი კვანტური კომპიუტერებისთვის მნიშვნელოვანი იქნება. კვანტური კომპიუტერები გამოთვლების ახალ ეპოქას გვპირდებიან. მსგავსი გამოთვლითი სისტემა იყენებს კვანტური მექანიკის ეფექტებს და თანამედროვე სუპერკომპიუტერზე მილიონჯერ, მილიარდჯერ და ტრილიონჯერაც უფრო სწრაფი შეუძლია იყოს.
კომენტარები