Apple-მა შესაძლოა 20 დუიმიანი კეცვადი MacBook გამოუშვას
Display Supply Chain Consultant (DSCC)-ის ანალიტიკოსის, როს იანგის ინფორმაციით, დასაკეცი iPhone-ის გამოშვება 2025 წლამდე არ იგეგმება და როგორც ჩანს, კომპანიას გეზი კეცვადი MacBook-ებისკენ აქვს აღებული.
DSCC-ის ახალი ანგარიშის თანახმად, Apple კეცვადი ეკრანის მქონე აიფონს 2025 წლამდე არ გამოუშვებს. ანალიტიკოსები პირველი კეცვადი აიფონის გამოსვლას 2023 ან 2024 წლებში ელოდნენ, თუმცა როგორც ჩანს ეს ასე არ იქნება. DSCC-მ ინფორმაცია მიწოდების ჯაჭვში ჩართული წყაროებისგან მოიპოვა და აღმოჩნდა, რომ ეფლი კეცვადი სმარტფონების ბაზარზე შესვლას არ ჩქარობს.
როს იანგის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, Apple შესაძლოა 20 დუიმიანი კეცვად მაკბუქზე მუშაობდეს, თუმცა ამერიკულ ტექ. გიგანტს ასეთი ხისტი ნაბიჯები არ სჩვევია. კეცვადი მაკბუქის უახლოეს მომავალში გამოჩენას არ უნდა ველოდოთ.
DSCC-ს ანგარიშიდან ვიგებთ, რომ მოწყობილობას ორი დანიშნულება ექნება. დაკეცილ მდგომარეობაში ის ლეპტოპის ფუნქციებს შიეთავსებს, თუმცა კლავიატურა ეკრანზე და სენსორული იქნება, ხოლო გაშლის შემთხვევაში ის გარე კლავიატურასა და მაუსს დაუკავშირდება და მას მხოლოდ მონიტორად გამოვიყენებთ.
Apple-ის კეცვადი ლეპტოპის გამოშვების სავარაუდო თარიღად ანალიტიკოსები 2026-დან 2027 წლამდე პერიოდს მიიჩნევენ.
როს იანგს Apple-ის უამარავი სიახლის შესახებ გაუვრცელებია ინფორმაცია და მათ შორის ბევრი სწორადაც. სწორედ მისგან გავიგეთ 13 Pro-ს ProMotion ეკრანის შესახებ, ასევე მან გაავრცელა მეექსვე თაობის iPad Mini-ს ეკრანისა და ჩარჩოების მახასიათებლები. ამიტომ, ჩვენ ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ Apple-ს და ვნახოთ, იქნება თუ არა კეცვადი ტექნიკა ახალი რევოლციური ხაზი Apple-ის კატალოგში.
კომენტარები