თეგეტასა და Animal Project-ის ზრუნვა მიუსაფარ კატებზე
ფოტო: თეგეტა
სოლოლაკში, ბეთლემის ქუჩაზე დიდი ხანია, თამამად სეირნობს ფისო ჭრელი ბეწვით. რამდენიმე მეგობარიც ჰყავს და კეთილი მეზობლებიც — იტალიური ეზოს მცხოვრებნი, რომლებიც უბნის კატებს მშიერს არასოდეს ტოვებენ. ცხოველებიც უპირობო სიყვარულით პასუხობენ მზრუნველ ადამიანებს და ეზოს მღრღნელებისგან თავგამოდებით იცავენ. თუმცა სოლოლაკელი ფისოების შემთხვევა გამონაკლისია. შინაური ცხოველების უმრავლესობა ქუჩაში ყოველგვარი ზრუნვისა და თავშესაფრის გარეშე ცხოვრობს.
მათ გადასარჩენად ცხოველების მოყვარული ადამიანების მცირერიცხოვანმა ჯგუფმა არასამთავრობო ორგანიზაცია Animal Project დააფუძნა და მათზე ზრუნვას შეუდგა. ორგანიზაციის თანადამფუძნებელი ნათია ჩიქოვანი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.
"ჩვენს ქვეყანაში კატებისა და ძაღლების პოპულაცია, ანუ მათი რაოდენობა არსად აღირიცხება, არ არსებობს არც კონტროლის მექანიზმი, რაც ქუჩაში მცხოვრები ცხოველების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. ძაღლების სტერილიზაცია-კასტრაციის პროცედურა არასაკმარისი სიხშირით ტარდება, კატების კი კიდევ უფრო იშვიათად. Animal Project-ის თანადამფუძნებლები მოხალისეებად ვმუშაობთ ცხოველების კეთილდღეობისა და მოვლის კულტურის ამაღლებაზე. საზოგადოების მაღალი ჩართულობა ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია. საერთო ძალისხმევით ბევრი ცხოველის გადარჩენაც შევძელით და ბევრი მნიშვნელოვანი პროექტიც განვახორციელეთ".
ფოტო: თეგეტა
ცხოველებზე ზრუნვის სურვილი გახდა მიზეზი, რის გამოც Animal Project-ის და თეგეტა ჰოლდინგის გზები გადაიკვეთა. მათ ერთად გადაწყვიტეს, ზრუნვით შეცვალონ ქუჩაში მცხოვრები ფისოების ყოველდღიურობა და წამოიწყეს კამპანია, რომელიც ცხოველთა, ამჯერად კატების, უსაფრთხოების დაცვას ემსახურება.
"საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი წამოვიწყეთ, ეს არის კატების სტერილიზაცია-კასტრაცია. შესაძლოა, ბევრმა არც იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ცხოველების დასაცავად და გადასარჩენად. პირველ რიგში, მინიმუმამდე მცირდება სხვადასხვა მძიმე დაავადების, მათ შორის სიმსივნის, განვითარების რისკი. კატები განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია. ისინი ძალიან სწრაფად მრავლდებიან და შემდეგ ქუჩაში, ძირითადად ტანჯვასა და უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ. ამიტომ სტერილიზაციით ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა გვარდება", — გვიყვება Animal Project-ის თანადამფუძნებელი ნათია ჩიქოვანი.
ნათია გვიხსნის, რომ სტერილიზაცია-კასტრაცია საერთაშორისო პრაქტიკაა, რომლის საშუალებითაც ყველა განვითარებული ქვეყანა აკონტროლებს კომპანიონი ცხოველების პოპულაციას. ოპერაციის შემდეგ ცხოველების პერსონალური თვისებები უცვლელი რჩება, არ უქვეითდებათ თამაშისა და კომუნიკაციის სურვილი. ასე რომ, ეს პროცედურა არანაირ გავლენას არ ახდენს მათ ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე. მახინჯი და საზიანო პრაქტიკაა სტერილიზაციის მაგივრად მედიკამენტის გამოყენებაც (თუნდაც ერთჯერადად) გამრავლების სურვილის პერიოდში. შესაძლოა, პრეპარატმა ცხოველისთვის სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.
"განვითარებულ ქვეყნებში ცხოველების სახლის პირობებში გამრავლება იკრძალება. ძაღლებსა და კატებს მხოლოდ ლიცენზირებული საშენები ამრავლებენ, ყველა წესისა და ცხოველის უფლებების დაცვით", — გვეუბნება Animal Project-ის თანადამფუძნებელი ნათია ჩიქოვანი.
თანამშრომლობის ფარგლებში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ფისოები ჯერ თბილისში გადაარჩიეს. კამპანიამ ქუთაისში, გორსა და ბოლნისშიც ჩააღწია. ოპერაციები ვეტერინარულ კლინიკებში, ყველა შესაბამისი პროცედურის დაცვით, პროფესიონალებმა ჩაატარეს.
ქუჩაში მცხოვრებმა ფისოებმა შესაბამისი პროცედურის შემდეგ 3-დღიანი რეაბილიტაცია გაიარეს. ნაოპერაციები კატები მეთვალყურეობისთვის დროებით მოხალისეებმა შეიფარეს.
"ზრუნვის კამპანიის ფარგლებში, Animal Project-თან ერთად, მიუსაფარი ცხოველების დასაცავად სხვადასხვა აქტივობას ვახორციელებთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მხარში დავუდგეთ ადამიანებს, ვინც ზუსტად იციან ცხოველთა საჭიროებები. კასტრაცია-სტერილიზაციის თემას საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა და უკვე 120-ზე მეტ კატას ჩაუტარდა პროცედურა. სიამაყით მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ამ თანამშრომლობის შედეგად თბილისის სხვადასხვა უბანში მიუსაფარ კატებს ექნებათ სახლები, სადაც ცივ ზამთარს გაატარებენ", — ნათიკა ბერძული, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.
ფოტო: თეგეტა
Animal Project ყოველწლიურად ახორციელებს მიუსაფარი ცხოველების გაჩუქების ღონისძიებებს, შეძლებისდაგვარად ამარაგებს ოთხფეხა მეგობრებს საჭირო მედიკამენტებით, ქმნის მოხალისეთა ჯგუფებს და მათი ჩართულობით, მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაციას, კასტრაციასა და ვაქცინაციას უზრუნველყოფს. შეგიძლიათ ორგანიზაციას თავადაც დაუმეგობრდეთ თეგეტა ჰოლდინგის ზრუნვის პლატფორმა tegeta.care-ზე, სადაც, საქველმოქმედო ორგანიზაციებთან ერთად, მათი დახმარების მსურველებიც არიან გაერთიანებულნი.
-
სიდნი სვინი Novig-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახე გახდა — იხილეთ ვიდეორგოლი სიდნი სვინი Novig-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახე გახდა — იხილეთ ვიდეორგოლი
გადახედვა
-
ღამით სოჭზე საზღვაო დრონებით შეტევა განხორციელდა ღამით სოჭზე საზღვაო დრონებით შეტევა განხორციელდა
გადახედვა
-
სურსათის ეროვნული სააგენტო წელს 1645 საჯარო და 241 კერძო საბავშვო ბაღის შემოწმებას გეგმავს სურსათის ეროვნული სააგენტო წელს 1645 საჯარო და 241 კერძო საბავშვო ბაღის შემოწმებას გეგმავს
გადახედვა
-
თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები — სწორი ადგილი მოთხოვნადი პროფესიების შესასწავლად თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები — სწორი ადგილი მოთხოვნადი პროფესიების შესასწავლად
-
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაცია საქართველოს საზღვრიდან დაიწყება — აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაცია საქართველოს საზღვრიდან დაიწყება — აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი
გადახედვა
-
წიგნის ასოციაცია განათლების მინისტრს ღია წერილით მიმართავს წიგნის ასოციაცია განათლების მინისტრს ღია წერილით მიმართავს
გადახედვა
-
აზერბაიჯანში საბაგიროს ჩამოვარდნას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა — მედია აზერბაიჯანში საბაგიროს ჩამოვარდნას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა — მედია
გადახედვა
-
ალექსი თირქია: ჩემი თავის ქალა შეიძლება აღდგეს, მაგრამ ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება ალექსი თირქია: ჩემი თავის ქალა შეიძლება აღდგეს, მაგრამ ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება
გადახედვა
-
იუსტიციის სამინისტრო ციფრული მმართველობის კუთხით კორეასთან თანამშრომლობის ცენტრის გახსნას გეგმავს იუსტიციის სამინისტრო ციფრული მმართველობის კუთხით კორეასთან თანამშრომლობის ცენტრის გახსნას გეგმავს
გადახედვა
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
კომენტარები