Google-მა დღეს დააანონსა, რომ Chrome OS-ის ახალი ვერსიის, Chrome OS Flex-ის დაყენებას PC-ებსა და Mac-ებზე შევძლებთ. Chrome OS-ის ახალი ვერსია სპეციალურად ბიზნესებისა და სკოლებისთვის შეიქმნა. მის დაყენებას ძველ პერსონალურ კომპიუტერებსა და მაკებზე შევძლებთ. როგორც Google-ის ბლოგპოსტიდან ვიგებთ, ახალი სისტემის დაყენება რამდენიმე წუთში იქნება შესაძლებელი.

Google-ის თქმით, Chrome OS Flex ზუსტად ისევე გამოიყურება, როგორც Chrome OS ქრომბუქებზე. Chrome OS Flex იმავე კოდს ეფუძნება რასაც სტანდარტული ქრომ OS. როგორც Google გვეუბნება, სისტემის გარკვეული ფუნქციები მხოლოდ კონკრეტული მონაცემების დაკმაყოფილების შემთხვევაში იქნება ხელმისაწვდომი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც Chrome OS ისეთ მოწყობილობებზე ჩნდება, რომელიც პირდაპირ მასზე არ მუშაობს. Google-მა სულ ახლახან Neverware შეიძინა. ეს უკანასკნელი ყიდდა აპლიკაცია CloudReady-ს, რომლის მეშვეობითაც ძველ პერსონალურ კომპიუტერებზე Chrome OS-ის დაყენება შეგვეძლო.

"ჩვენ CloudReady-ს შეძენის შემდეგ თავდაუზოგავად ვმუშაობდით რომ აპლიკაციის ყველა სიკეთე Chrome OS-ის ახალ ვერსიაში გაგვეერთიანებინა", — აცხადებს Google.

თუ Chrome OS Flex-ის დაყენება ან მის შესახებ უბრალოდ მეტი ინფორმაციის გაგება გსურთ, შეგიძლიათ Chrome Enterprise-ის ვებსაიტს ესტუმროთ. გახსოვდეთ, რომ სისტემა ჯერ კიდევ დაუსრულებელია და არ გაგიკვირდეთ თუ მას საკმაოდ ბევრი ბაგი ექნება. თუ სისტემის დაყენებამდე მისი გატესტვა გსურთ, ეს მხოლოდ USB-ის დახმარებითაც შეგიძლიათ.