მზის ენერგიაზე მომუშავე ახალი ელექტრომობილი "დატენვის გარეშე თვეები ივლის"
მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრომობილმა ერთი დატენვით ასობით კილომეტრის გავლა შეძლო. ეს "მსოფლიოში ყველაზე ეკონომიური და სუფთა" ავტომობილის ბაზარზე გამოჩენისთვის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია.
იანვარში, Lightyear One-მა იტალიაში, ქალაქ Aprilia-ში 130კმ/სთ სიჩქარით 400 კილომეტრის გავლა ისე შეძლო, რომ დამუხტვა არ დასჭირვებია. სხვა, დაბალ სიჩქარეზე მოძრავ ტესტებშიელექტრომობილმა 700 კილომეტრის გავლაც შეძლო.
Lightyear ამტკიცებს, რომ მათი ავტომობილი მომხმარებლებს "საშუალებას მისცემს იარონ დატენვის გარეშე თვეების განმავლობაში". თუმცა, უცნობია როდის იქნება ასეთი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტომობილი ბაზარზე ხელმისაწვდომი. კომპანიას სურს, რომ მომხმარებლებმა პირველი ელექტრომობილები 2022 წლის შუაში მიაწოდოს.
ელექტრომობილის წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია და Lightyear One-ის დარეზერვება კომპანიის საიტიდან, სულ რაღაც 150 000 ევროდ შეგიძლიათ.
"ჩვენ შევძელით და ენერგიის მოხმარება თითოეულ კილომეტრზე 141 ვატ საათამდე დავიყვანეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი დატენვით ავტომობილი 400 კილომეტრის გავლას შეძლებს. მაგალითისთვის, ეს საკმარისია იმისათვის, რომ ამსტერდამიდან ლუქსემბურგში ჩავიდეთ. თუ ბაზარს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ იგივე მოცულობის მქონე ელემენტებით სხვა ავტომობილები 1.5-ჯერ ნაკლები მანძილის გავლას ახერხებენ. ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ განვითრარების სწორ გზას ვადგავართ და ჩვენს მიზანს, შევქმნათ ყველაზე ენერგოეფექტური ელექტრომობილი, მალე მივაღწევთ." — ამბობს მეგან პარფიტი, Lightyear-ის ტესტირების კოორდინატორი.
Lightyear-მა აპრილიაში, ბუნებრივ პირობებში, აეროდინამიკის ტესტებიც ჩაატარა და კომპანიის თქმით, მათ რეკორდული შედეგები მიიღეს.
"ჩვენმა საგზაო ტესტებმა დაამტკიცა, რომ Lightyear იქნება ყველაზე აეროდინამიკული 5 ადგილიანი ავტომობილი ბაზარზე." — ვკითხულობთ კომპანიის ვებსაიტზე.
კომენტარები