Google-მა ვალენტინობის აღსანიშნავად პატარა თამაში გამოუშვა
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
Google წელსაც არ წყვეტს სადღესასწაულოდ ინტერაქციული თამაშების გამოშვებას და ამჯერად ვალენტინობისათვის პატარა დუდლს გვთავაზობს: ორი ზაზუნას სიყვარულს საზღვარი არა აქვს, თუმცა მათ გუგლის ლოგოს ფორმის ლაბირინთი აშორებთ, რისთვისაც თქვენი დახმარება სჭირდებათ.
იმისათვის, რომ ორ ზაზუნას ერთმანეთთან მისვლაში დაეხმაროთ, Google-ის ლოგო უნდა შეავსოთ. ამისათვის სახელურებისა და ამომრთველების გამოყენება გმართებთ. თამაში საკმაოდ მარტივია, დასასრულებლად კი მაქსიმუმ ნახევარი წუთი თუ დაგჭირდებათ. იგი ვალენტინობის დღისათვის განწყობას შეგიქმნით, ბავშვების ასაკისათვის კი სრულიად შესაფერისია.
თამაშის ხილვას Google-ის საწყის გვერდზე სტუმრობით შეძლებთ 14 თებერვალს, კომპანიის წინა თამაშებს კი ბმულზე გაეცნობით.
კომენტარები