ნახეთ: ვიდეოში ჩანს, თუ როგორ იწვის STARLINK-ის თანამგზავრები
გასულ კვირას გეომაგნიტურმა შტორმმა სტარლინკის 40 სატელიტი დააზიანა. SpaceX-ის Falcon 9-მ 49 ახალი სატელიტი ორბიტაზე ხუთშაბათს, 3 თებერვალს გაუშვა. ერთი დღის შემდეგ კი, დედამიწის თავზე მომხდარი გეომაგნიტური შტორმის გამო ატმოსფეროს სიმკვრივე შეიცვალა, სატელიტებზე მიზიდულობა გაიზარდა და უმეტესობა მათგანმა ორბიტაზე სწორად გასვლა ვერ შეძლო.
ზოგიერთი სატელიტი იმდენად დაბლა დაეშვა, რომ ეს სანახაობა მარტივი დასანახი იყო. ვიდეო YouTube-ზე შეგიძლიათ ნახოთ, სადაც ჩანს თუ როგორ იწვის STARLINK-ის თანამგზავრები.
ასევე: SpaceX-ის თქმით, გეომაგნიტურმა შტორმმა სტარლინკის 40 სატელიტი დააზიანა
"SpaceX თავის თანამგზავრებს ქვედა ორბიტებზე ისე ანთავსებს, რომ ყველაზე ცუდ შემთხვევაშიც კი ისინი სწრაფად და მარტივად ნადგურდებიან. შესაბამისად, ეს არ შეიცავს საფრთხეს", — ნათქვამია SpaceX-ის განცხადებაში.
კომპანიაში ასევე აღნიშნეს, რომ საბედნიეროდ, მსგავსი "კატასტროფა" სხვა თანამგზავრებთან შეჯახების რისკს არ აჩენს.
SpaceX თანამგზავრებს დაბალ ორბიტაზე სპეციალურად ანთავსებს, რათა გაუმართაობის შემთხვევაში მათი განადგურებას სწრაფად მოხდეს. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ამ განლაგებით სატელიტები გეომაგნიტური შტორმებისადმი მოწყვლადები შეიძლება იყვნენ.
SpaceX-მა ამ ეტაპზე უკვე 1800-ზე მეტი Starlink-ის თანამგზავრის გაუშვა. კომპანიას გეგმებში ათობით ათასი მსგავსი სატელიტის გაშვება აქვს. ამას კი პოტენციურად ღამის ცის გაფუჭება შეუძლია.
ასევე: NASA-ს მოხსენებით, Starlink-ის თანამგზავრები ასტრონავტების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის
თუ გავითვალისწინებთ იმ ტემპს, რომლითაც SpaceX უშვებს სატელიტებს, ეს კონკრეტული შემთხვევა მისთვის დიდი მარცხი არ არის.
კომენტარები