NASA-ს მოხსენებით, Starlink-ის თანამგზავრები ასტრონავტების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის
NASA-ს ინფორმაციით, SpaceX-ის თანამგზავრებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნან ასტრონავტების სიცოცხლეს — და მათაც კი, ვინც დედამიწაზე ვართ.
კოსმოსური სააგენტოს ეს მოხსენება ილონ მასკის მოთხოვნის საპასუხოდ გავრცელდა. მასკს Starlink-ის თანამგზავრების მეორე თაობის გაშვება სურს. მოხსენებაში საუბარია საფრთხეეზე, რომლებიც გამოწვეულია ორბიტაზე დაახლოებით 30 000 მეტი თანამგზავრის დაგეგმილი გაშვებით.
საფრთხე მრავალმხრივია, ეს შეიძლება იყოს სახიფათო კოსმონავტებისთვის და ასევე ხელის შემშლელი ტელესკოპებისთვის.
"სატელიტების რაოდენობის გაზრდამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ასტრონავტების სიცოცხლეს და ამასთან, ამან შეიძლება ხელი შეუშალოს სხვდასხვა კოსმოსურ მისიებს", — ნათქვამია სააგენტოს წერილში.
NASA ასევე ეჭვქვეშ აყენებს SpaceX-ის მტკიცებას, რომ მის თანამგზავრებს ავტომატური მანევრირების შესრულება შეუძლიათ. საუბარია მანევრზე, რომელიც სატელიტმა უნდა შეასრულოს იმ შემთხვევაში თუ ის კოსმოსურ ხომალდს მიუახლოვდება. ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურსაც.
სააგენტო ასევე ხაზს უსვამს, რომ თანამგზავრები ტელესკოპებს საშიში ასტეროიდების აღმოჩენასა და დაფიქსირებაში შეუშლიან ხელს. შეშფოთება გაძლიერდა ბოლო კვლევის შედეგად, რომელმაც დაადგინა, რომ Starlink-მა უკვე გამოიწვია ჩარევა ასტეროიდების დაკვირვებაში. ეს კი მთლიანად პლანეტისთვისაა საშიში.
კომენტარები