NASA ადასტურებს: ჯეიმს ვების ტელესკოპმა პირველი ფოტონები დააფიქსირა
დაიწყო! დაე იყოს სინათლე!
ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ეს შეძლო: NASA-ს განცხადებით, სინათლის პირველმა ნაწილაკებმა მთელ ტელესკოპში გაიარეს. ეს ნიშნავს, რომ ტელესკოპი მალე სამყაროს "აღქმას" დაიწყებს. ფოტონები ინფრაწითელმა კამერამ დააფიქსირა, ერთ-ერთმა სამეცნიერო ინსტრუმენტმა, რომელიც სხვა სამეცნიერო ინსტრუმენტებთან ერთად სულ რამდენიმე დღის წინ ჩაირთო. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ტელესკოპის სრულად ამოქმედებასთან გვაახლოებს. ამით მეცნიერებს მიეცემათ საშუალება დაიწყონ ტელესკოპის 18 სარკის გასწორება.
"ჩვენ გვქონდა მოდელი და კომპიუტერული სიმულაციები იმის შესახებ, თუ რას დავინახავდით, როდესაც პირველ ფოტონებს დავაფიქსირებდით. რეალური მონაცემები ძალიან ჰგავს სიმულაციებს. ეს ძალიან კარგია", — განუცხადა NASA-ს წარმომადგენელმა Inverse-ს.
მას შემდეგ, რაც სარკეები საბოლოოდ ამუშავდება, მეცნიერებს შეეძლებათ გადავიდნენ ფაზაზე, სახელწოდებით "გამოსახულების დაწყობა", სადაც ყოველი სეგმენტის სურათი იკრიბება ერთიანი სურათის შესაქმნელად — მთელი სინათლე ერთ ადგილზე ეცემა.
ასევე: კაცობრიობის ახალი თვალი კოსმოსში — ყველაფერი ჯეიმს ვების ტელესკოპზე
დაბოლოს, ინჟინრებს მოუწევთ ხედვის ველის კორექტირება, რათა სეგმენტები სწორად მიიღონ.
"პროცესი არის მოქნილი და მოდულარული, რათა საჭიროების შემთხვევაში მოხდეს გამეორება. ტელესკოპის გასწორებიდან დაახლოებით სამი თვის შემდეგ, ჩვენ მზად ვიქნებით სამყაროს შემეცნებისთვის", — აცხადებენ პროექტზე მომუშავე ინჟინრები.
ასევე: შემდეგი პოდკასტი: ჯეიმს ვების ტელესკოპი —კაცობრიობის ახალი თვალი
კომენტარები