Washington Post: აშშ-ში 5 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია თვის ბოლოს დაიწყება
The Washington Post-ის ცნობით, აშშ-ში ამ თვის ბოლოს 5 წლამდე ბავშვების კოვიდვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი. ეს განსაკუთრებით აქტუალური ომიკრონის მასშტაბურ გავრცელებასთან ერთადაა.
Pfizer-მა უკვე დაიწყო ვაქცინის ცდები სპეციალურად Omicron-ის ვარიანტის წინააღმდეგ. თუმცა, ამას დრო დასჭირდება, შესაბამისად, ექსპერტები ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციაზე ფიქრობენ.
როგორც WP იტყობინება, აშშ-ში 5 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციის დაჩქარებას გეგმავენ, შესაბამისად პატარები ვაქცინის ორი დოზით აიცრებიან. თუმცა, მესამე, ბუსტერ დოზასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მისაღები იქნება.
The New York Times-ის ინფორმაციით ეს გადაწყვეტილება მარეგულირებლებმა შეიძლება დღესვე მიიღონ. ვაქცინის ხელმისაწვდომობა კარგი ამბავი იქნება იმ მშობლისთვის, რომლებსაც შვილების აცრისა და ამით დაცვის სურვილი აქვთ.
აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის მასშტაბების ზრდასთან ერთად, ევროპის რამდენიმე ქვეყანა კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს.
კომენტარები