Pfizer ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდას იწყებს
ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Pfizer, BioNTech-თან ერთად, კორონავირუსის ომიკრონის შტამის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდას იწყებს.
როგორც ცნობილია, კვლევაში 1 400-ზე მეტი ზრდასრული მოხალისე ჩაერთვება. მათგან 615 პრეპარატის ადრეულ ვარიანტს 2-ჯერ მიიღებს, დამატებით კი — ომიკრონზე ორიენტირებულ 1 ან 2 დოზას. ძველი ვაქცინით 3-ჯერ აცრილ 600 ცდისპირს იმავე ან ახალ 1 ინიექციას გაუკეთებენ. დანარჩენ 200 ადამიანს, რომელსაც იმუნიზაცია არ აქვს ჩატარებული, ორგანიზმში საცდელ ვაქცინას 3-ჯერ შეუყვანენ.
"ვირუსთან ბრძოლისას მუდმივად ფხიზლად ყოფნა მისგან თავდასაცავად ახალი გზების მოძიებას გულისხმობს. ჩვენ გვჯერა, რომ კონკრეტულ შტამზე დაფუძნებული ვაქცინების კვლევა და შექმნა ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია", — აცხადებენ Pfizer-ში.
ასევე იხილეთ: განგაშის ზარი და კორონავირუსის ფრანკენშტაინი — ომიკრონის ელვისებური აღზევება
შეგახსენებთ, რომ ომიკრონის შტამის წინააღმდეგ ახლანდელი პრეპარატების 2 სტანდარტული დოზა ნაკლებად ეფექტიანია, ამიტომ მრავალ ქვეყანაში სპეციალისტები მოსახლეობას ბუსტერის გაკეთებისკენ მოუწოდებენ. ეს ხელს უწყობს, როგორც ჰოსპიტალიზაციის, ასევე, სიკვდილის რისკის შემცირებას.
ამასთან, ფარმაცევტული კომპანიები სახეცვლილი ვაქცინების შექმნაზეც მუშაობენ. მათ შორის არიან Pfizer და BioNTech-იც. ისინი მიმდინარე წელს 4 მილიარდი დოზის წარმოებას აპირებენ. სწორედ აქ შევა ახალი ვარიანტი, თუ ის კლინიკურ ტესტირებას წარმატებით გაივლის.
იმავე ტიპის ცდების ჩატარებას გეგმავს Moderna ისევე, როგორც AstraZeneca.
კომენტარები