ექსპერტები "კვანტური აპოკალიფსის" შესახებ გვაფრთხილებენ — რას ნიშნავს ეს
ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ კვანტურ კომპიუტერებს ყველანაირი დაშიფრული ინფორმაციის დაჰაკვა შეეძლებათ. მათი თქმით, ეს სახიფათოა და ასეთ მომავალს "კვანტურ აპოკალიფსს" უწოდებენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
დაშიფრული ინფორმაციის დაცულობა ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ამაზე ფაქტობრივად მთელი ჩვენი ცივილიზაცია დგას. თუმცა, კვანტური კომპიუტერებისთვის მსგავსი დაბრკოლებები მარტივი გადასალახი იქნება. შესაბამისად, ის რის დაჰაკვასაც უსასრულოდ დიდი დრო სჭირდება, კვანტური კომპიუტერისთვის ამას შეიძლება რამდენიმე წამი დასჭირდეს.
"ყველაფერს, რასაც დღეს ვაკეთებთ ინტერნეტის საშუალებით, იქნება ეს ონლაინ ნივთების შეძენა, საბანკო ტრანზაქციები, სოციალური მედიის ურთიერთქმედებები, დაშიფრულია", — განუცხადა BBC-ს კომპანია PostQuantum-ის მთავარმა სტრატეგიის ოფიცერმა ჰარი ოუენმა.
შესაბამისად, თუ მსგავსი კომპიუტერები "ცუდ ხელში" მოხვდება, მათ საბანკო ანგარიშების და მთლიანად სამთავრობო თავდაცვის სისტემების დამხობა შეეძლებათ.
ილიას ხანი, კოლორადოში დაფუძნებული კომპანია Quantinuum-ის აღმასრულებელი დირექტორი ოუენს დაეთანხმა და ინტერვიუში მსგავს კვანტურ კომპიუტერებს "ჩვენი ცხოვრების წესის საფრთხე" უწოდა.
პოსტკვანტუმი
ამის ფონზე, მთავრობები უკვე იწყებენ ზომების მიღებას, რათა მსგავსი პრობლემები თავიდან აიცილონ. მაგალითად, აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტმა ცოტა ხნის წინ შეიყვანა რამდენიმე ჩინური ფირმა შავ სიაში, რომელთაგან ზოგიერთი სწორედ დაშიფრული ინფორმაციისთვისაა საფრთხის შემქმნელი.
ტექნოლოგიური გიგანტები, როგორიცაა Google და Microsoft მსგავს გამოწვევებზე უკვე ფიქრობენ. მათი მკვლევრები მუშაობენ სისტემებზე, რომლებიც მსგავსი "აპოკალიფსისთვის" მოამზადებთ.
აშშ-ს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტი (NIST) ასევე ფიქრობს შეიმუშაოს ერთიან სტრატეგია, რათა დაიცვას მნიშვნელოვანი მონაცემები მოახლოებული "კვანტური აპოკალიფსისგან".
მიუხედავად ამისა, კვანტური აპოკალიფსი ჯერ კიდევ შორსაა. ამისთვის მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროგრესი და წლები დაგვჭირდება. ამასთან, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ზუსტად, თუ რა შესაძლებლობები ექნება ასეთ კომპიუტერებს.
ასევე: შემდეგი პოდკასტი: კვანტური კომპიუტერები — ახალი ეპოქა
კომენტარები