ტესტი: რომელი ქიმიური ელემენტი იქნებოდი?
თქვენი შედეგია: არგონი
Giphy
ტესტის შესაძლო ვარიანტებიდან შენ ინერტული აირი არგონი ხარ, პერიოდული სისტემის მე-18 ელემენტი. ინერტული აირები, როგორც წესი (არსებობს გამონაკლისებიც), რეაქციაში არც ერთ ელემენტთან არ შედის, არგონი კი სწორედ ასეთია — უხეში ნათქვამია, მაგრამ, სხვათა შორის, ბერძნულად სახელი არგონი სიტყვასიტყვით ზარმაცსაც კი ნიშნავს. ელემენტს ბიოლოგიური როლი არ გააჩნია. ამრიგად, იშვიათი ვინმე არ ხარ, თუმცა ნამდვილად გეთქმის მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი, რომელსაც არც მამალი მგლისა ეშინია და არც პოეზია უთრთოლებს გულს. სარგებელი არაერთი კუთხით მოგაქვს, მაგრამ ცოცხალ სამყაროს დიდად არ ეკონტაქტები — მარტოხელა მგელიაო, შენზეა ნათქვამი. თუკი ურთიერთობებისა და ემოციების ნაკლებობა შენი ცხოვრების ხარისხზე ცუდად მოქმედებს, სპეციალისტთან ვიზიტს მაინც გირჩევდი!
პ.ს. თუკი შედეგი არ გაკმაყოფილებს, გირჩევ, დანარჩენ ელემენტებს კარგად გაეცნო. დარწმუნებული ვარ, პერიოდულ სისტემაში სულის სწორს აუცილებლად იპოვი!
თქვენი შედეგია: ჟანგბადი
Giphy
ტესტის შესაძლო ვარიანტებიდან შენ ჟანგბადი ხარ, პერიოდული სისტემის მე-8 ელემენტი. ჟანგბადი საკმაოდ აქტიური არამეტალია, მარტივად ამყარებს ბმებს და დედამიწაზე ყველაზე გავრცელებული ელემენტია. ოზონი, რომელიც დედამიწას ულტრაიისფერი სხივებისაგან იცავს, სწორედ ჟანგბადის ატომებისაგან შედგება. თავად შენ კი სოციალური ადამიანი ხარ, რომლისთვისაც ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია (კარგადაც გამოგდის). გარშემომყოფთა უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას ღირებულად მიიჩნევ, საზოგადოებაში კი მუდამ საჭირო ადამიანად გთვლიან — შენ გარეშე ხომ სუნთქვაც კი დაკარგავდა აზრს!
პ.ს. თუკი შედეგი არ გაკმაყოფილებს, გირჩევ, დანარჩენ ელემენტებს კარგად გაეცნო. დარწმუნებული ვარ, პერიოდულ სისტემაში სულის სწორს აუცილებლად იპოვი!
თქვენი შედეგია: ნახშირბადი
Giphy
ტესტის შესაძლო ვარიანტებიდან შენ ნახშირბადი ხარ, პერიოდული სისტემის მე-6 ელემენტი. ნახშირბადი ნორმალურ პირობებში ნაკლებად აქტიური არამეტალია, თუმცა ორგანული ნივთიერებების საფუძველს წარმოადგენს და ცოცხალი სამყაროსათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს . როგორც წესი, სოციალური ბუნებით არ გამოირჩევი. გაქვს უნარი, ზუსტად შენნაირ ადამიანებთან ერთად სხვადასხვა სახის ერთობა (ალოტროპიული სახესხვაობები ) შექმნა. კეთილშობილი განზრახვები გამოძრავებს, სამყაროს უკეთესობისაკენ შეცვლა გსურს და შენი გარშემომყოფებისთვისაც საიმედო დასაყრდენი ხარ, თუმცა გარკვეულ ელემენტებთან ურთიერთქმედებით შესაძლოა, ზიანიც კი მოგვაყენო. საბოლოოდ ფაქტი ერთია — შენ გარეშე ვერც კი ვიარსებებდით!
პ.ს. თუკი შედეგი არ გაკმაყოფილებს, გირჩევ, დანარჩენ ელემენტებს კარგად გაეცნო. დარწმუნებული ვარ, პერიოდულ სისტემაში სულის სწორს აუცილებლად იპოვი!
თქვენი შედეგია: ქსენონი
Giphy
ტესტის შესაძლო ვარიანტებიდან შენ ქსენონი ხარ, პერიოდული სისტემის 54-ე ელემენტი და ინერტული აირი. ინერტული აირები, როგორც წესი, რეაქციაში არც ერთ ელემენტთან არ შედის, თუმცა გამონაკლისებიც არსებობს — შენ ქსენონი ხარ და იშვიათ შემთხვევებში მაინც ახერხებ სხვებთან ურთიერთობას. საკმაოდ იშვიათი პიროვნება ხარ — ქსენონი ბერძნულ ენაზე სიტყვასიტყვით უცხოს ნიშნავს. როგორც წესი, ინერტული, მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობ, თუმცა ცოტაოდენი ბიძგიც (ელექტროენერგია) კი საკმარისია და მაშინვე ყველაფერს ანათებ !
პ.ს. თუკი შედეგი არ გაკმაყოფილებს, გირჩევ, დანარჩენ ელემენტებს კარგად გაეცნო. დარწმუნებული ვარ, პერიოდულ სისტემაში სულის სწორს აუცილებლად იპოვი!
თქვენი შედეგია: ნატრიუმი
Giphy
ტესტის შესაძლო ვარიანტებიდან შენ ნატრიუმი ხარ, პერიოდული სისტემის მე-11 ელემენტი. ნატრიუმი აქტიური ტუტე-მეტალია, რომელიც სტაბილურობის მისაღწევად ელექტრონს, უარყოფითად დამუხტულ ნაწილაკს სიხარულით გასცემს, თავად კი დადებითად სწორედ ასე იმუხტება. ნატრიუმი ბმებს საკმაოდ მარტივად ამყარებს. იგი სუფრის მარილის კრისტალებში შედის და ცოცხალ სამყაროშიც საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი აქვს — შენ აქტიური, მიმზიდველი და კომუნიკაბელური პიროვნება ხარ, რომლისთვისაც ადამიანური გრძნობები და ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. შენ გარეშე სამყარო ნამდვილად უარესი ადგილი იქნებოდა!
პ.ს. თუკი შედეგი არ გაკმაყოფილებს, გირჩევ, დანარჩენ ელემენტებს კარგად გაეცნო. დარწმუნებული ვარ, პერიოდულ სისტემაში სულის სწორს აუცილებლად იპოვი!
თქვენი შედეგია: ქლორი
xponentialdesign.tumblr.com
ტესტის შესაძლო ვარიანტებიდან შენ ქლორი ხარ, პერიოდული სისტემის მე-17 ელემენტი და საკმაოდ აქტიური არამეტალი. ქლორს გარე ელექტრონულ შრეზე 7 ელექტრონი აქვს და სტაბილურობის მისაღწევად სასოწარკვეთილი ცდილობს, ნაკლული ერთი ელექტრონი, უარყოფითად დამუხტული ნაწილაკი მიიტაცოს და გარე ელექტრონული შრე შეივსოს. შენც დაახლოებით ასე ხარ — სხვის უარყოფით ემოციებს ისრუტავ, რათა თავი უკეთ იგრძნო. სოციალურად საკმაოდ აქტიური ხარ და გიყვარს ურთიერთობა, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ძალიან საჭირო ვინმე ხარ!
პ.ს. თუკი შედეგი არ გაკმაყოფილებს, გირჩევ, დანარჩენ ელემენტებს კარგად გაეცნო. დარწმუნებული ვარ, პერიოდულ სისტემაში სულის სწორს აუცილებლად იპოვი!
თქვენი შედეგია: რადიუმი
Make A Gif
ტესტის შესაძლო ვარიანტებიდან შენ რადიუმი ხარ, პერიოდული სისტემის 88-ე ელემენტი. რადიუმი საკმაოდ იშვიათი და ექსცენტრიული ელემენტია, რომელსაც არც ერთი სტაბილური ფორმა არ გააჩნია და რადიოაქტიურად იშლება. შენ საკმაოდ განსხვავებული პიროვნება ხარ, დიდი კეთილგანწყობით არ გამოირჩევი და, შესაძლოა, ცოცხალი არსებებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდე (უნდა ითქვას, რადიუმის აღმომჩენი მარია სკლოდოვსკა-კიურიც სწორედ ელემენტის მავნე ზემოქმედებას ემსხვერპლა) — შენი თავისებური ნათებით საკმაოდ მომხიბლავი, თუმცა სახიფათო პიროვნება ხარ.
პ.ს. თუკი შედეგი არ გაკმაყოფილებს, გირჩევ, დანარჩენ ელემენტებს კარგად გაეცნო. დარწმუნებული ვარ, პერიოდულ სისტემაში სულის სწორს აუცილებლად იპოვი!
კომენტარები