ბერლინის ზოოპარკის ცხოველებმა საზეიმო ნადიმი გამართეს და გაყიდვისას შემორჩენილი ნაძვის ხეებით ისადილეს. ეს ნარჩენებს შეამცირებს და პანდემიის შედეგად ფინანსურად დაზარალებულ ზოოპარკებსაც დაეხმარება.

როგორც თავად ზოოპარკში განაცხადეს, მათ მენიუში ეს საკვები იშვიათადაა, თუმცა ხის ეთერზეთები და ჯანსაღი წიწვები ცხოველებისათვის ტკბილეულის ტოლფასია.

იხილეთ ზეიმის ამსახველი ფოტოები:

სურათზე გამოსახული ბიზონი ხეს შეექცევა.

ფოტო: EPA

ცოტაოდენი ნუგბარი ციმბირულმა გარეთხებმაც გასინჯეს.

ფოტო: EPA

სურათზე ჩრდილოეთის ირემი ხეებს რქებით ეთამაშება.

ფოტო: EPA

აზიურმა სპილომ ხე ზურგზე შემოიდო.

ფოტო: EPA

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.