გორის ჰოსპიტლის ექიმი გვარამიას შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს — გვარამია ჩანაწერების ამოღებას ითხოვს
გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის მკურნალი ექიმი, ნინო გოგორიშვილი ექსპრეზიდენტის ადვოკატს, ნიკა გვარამიას შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს. ნიკა გვარამიამ დღეს წაიკითხა ოქმი, სადაც, მისი თქმით, ექიმი, ნინო გოგორიშვილი საუბრობს, თუ რა მოხდა გუშინ, 27 დეკემბერს, როდესაც სააკაშვილს გადაყვანის შესახებ აცნობეს, მან კი ნერვიულობისას გონება დაკარგა და ასევე, როგორ მდგომარეობაშია ახლა ექსპრეზიდენტი.
ექიმი ამბობს, რომ ოქმის შედგენისას გვარამიამ შეცდომაში შეიყვანა, გვარამია კი კამერების ჩანაწერების ამოღებას ითხოვს.
გვარამიას მიერ წაკითხული ოქმი:
- "ბოლო ერთი კვირა ანალიზები სტაბილური იყო და ნორმაში — ვეთანხმები, ხელმოწერა: მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი;
- ფსიქიატრიული მდგომარეობა სტაბილური იყო ჩემი დაკვირვების, მაგრამ ფსიქიატრის გარეშე ხორციელდებოდა ეს დაკვირვება — ვეთანხმები, ნინო გოგორიშვილი;
- კონსილიუმმა იცოდა, რომ გაწერას ვაპირებდი და თანახმა იყო — ვეთანხმები, ნინო გოგორიშვილი;
- სახელმწიფო კონსილიუმის ნევროლოგი არ მოვიდა, ალექსანდრე ცისკარიძე, მიზეზი: არ ჩამოვიდა სახალხო დამცველის საექსპერტო ჯგუფის ნევროლოგი ცერცვაძე, რომელმაც ინტერესთა კონფლიქტის გამო უარი თქვა — ვეთანხმები, ნინო გოგორიშვილი;
- სახელმწიფო კონსილიუმი არ იყო ინფორმირებული იმაზე, რომ ფორმა 100 შევავსე და გადაყვანის გადაწყვეტილება იყო მიღებული — ვეთანხმები, ნინო გოგორიშვილი;
- ახლანდელი მდგომარეობა: ფსიქოემოციური სტრესი, ჰიპერვენტილაციური კრიზისი, ღებინება, მეხსიერების ჩავარდნა, ყველაფერი ეს გამოწვეულია სტრესით — ვეთანხმები, ნინო გოგორიშვილი;
- პაციენტი აღარ ითვლება გაწერილად. გუშინ 19:00 წუთზე გაიხსნა ხელახლა ავადმყოფობის ისტორია, დირექტორმა გუშინვე გააკეთა საჯარო განცხადება, ჩაწერა რამდენიმე მედიამ. (როგორც დასტურდება, ერთ-ერთი მათ შორის ნამდვილად იყო შსს-ს პრესსამსახური) უნდა გადაეცა სხვებისთვის, მაგრამ გაურკვეველია, რატომ არ იქნა გამოქვეყნებული — ვეთანხმები, ნინო გოგორიშვილი;
- პირველი შევიდა მკურნალი ექიმი გოგორიშვილი და განუცხადა, რომ გაწერეს. შემდეგ შევიდა ორი შავფორმიანი და უარის მიუხედავად, დაუწყეს იძულებით გაყვანა. იყო შეხლა-შემოხლა, კრიზი ჰქონდა და დააბრუნეს საწოლში წნევა 180/110, პულსი 140, მიიღო ორი "კაპტოპრილი" და ერთი "ბატილადგზოკი" — ვეთანხმები, ნინო გოგორიშვილი.
- სახალხო დამცველის წარმომადგენლის გასვლისთანავე, საათის მოხსნის მიზეზით, რომელიც რამდენიმე კვირაა უკეთია, შევიდა ბადრაგის რამდენიმე წარმომადგენელი, ლოგინში ეჯაჯგურებოდნენ და მოხსნეს იძულებით საათი — ვეთანხმები, ნინო გოგორიშვილი;
- რეკომენდაცია გადაყვანაზე — უარყოფითი. დღეის მდგომარეობით, პაციენტის გადაყვანა დაუშვებელია — ვეთანხმები, ნინო გოგორიშვილი;
- ფსიქორეაბილიტაცია PTSD-ს [პოსტრავმული სტრესული აშლილობის] შემთხვევაში საქართველოში შესაძლებელია, მაგრამ სააკაშვილის შემთხვევაში საქართველოში შეუძლებელია, თუ ის არ იქნება თავისუფლებაზე. თუ საქართველოში შეუძლებელი იქნება მისი თავისუფლების პირობებში რეაბილიტაცია, რეკომენდებულია მისი საზღვარგარეთ გაყვანა და სრულფასოვანი ფსიქორეაბილიტაცია — ვეთანხმები, ნინო გოგორიშვილი;
- მიუხედავად იმისა, რომ ფსიქონერვოლოგიური სტატუსი არ იყო ბოლომდე დადგენილი, სომატური ჯანმრთელობის კუთხით ყველაფერი წესრიგში იყო და იქნა გადაწყვეტილება გაწერაზე მიღებული — ვეთანხმები, ნინო გოგორიშვილი;
- გამოკითხვის ოქმი შედგენილია 28 დეკემბერს, დაწერილია ჩემი კარნახით და ვეთანხმები სრულად. კორექტივებიც და ჩასწორებებიც გაკეთებულია ჩემი მოთხოვნით და მითითებით — ვეთანხმები, ნინო გოგორიშვილი.
მკურნალი ექიმის, ნინო გოგორიშვილის განცხადება
ნინო გოგორიშვილის ნაცვლად, განცხადება გააკეთა გორის ჰოსპიტლის ხელმძღვანელმა, მალხაზ ურთქმელიძემ, რომელმაც თქვა, რომ გოგორიშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ახლა, ამ მომენტისთვის არ არის დამაკმაყოფილებელი, რის გამოც თავად წაიკითხავდა ექიმის დაწერილ განცხადებას.
"ნიკა გვარამია გამესაუბრა და თავისი ხელით დაწერილ ტექსტში დასმულ კითხვებზე მომაწერინა ხელი. რითაც მან შემიყვანა შეცდომაში. რიგი კითხვების დასმის შემდეგ ჩემ მიერ იყო მოკლე პასუხები გაცემული, ხელმოწერის შემდეგ მან ტექსტი განავრცო ჩემთვის უცნობი გარემოებებით, რაც შევიტყვე პირდაპირ ეთერში. აღნიშნული ფაქტი იყო ჩემთვის შოკის მომგვრელი, რამაც მომაყენა ფსიქოლოგიური ტრავმა", — წაიკითხა მთავარმა ექიმმა.
მის შემდეგ კომენტარი გააკეთა თავად ნინო გოგორიშვილმაც და თქვა, რომ გვარამიას მიერ გასაჯაროებული ოქმი არის ნაწილობრივ ფაქტების დამახინჯება.
"ნაწილობრივ სიმართლე, ნაწილობრივ არის ფაქტების დამახინჯება. მე არ მითქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყო გაყვანილი საქართველოდან, სამკურნალოდ სხვაგან. მე ვუთხარი, რომ ფსიქოთერაპიული რეაბილიტაცია შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ადამიანი არის თავისუფალი", — თქვა გოგორიშვილმა.
გვარამიას პასუხი გოგორიშვილს
ნიკა გვარამია ნინო გოგორიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და Facebook პოსტში დაწერა, რომ ითხოვს ვიდეოკადრების გასაჯაროებას, კამერების ჩანაწერების ამოღებას და ნახვას, თუ რა მდგომარეობაში იყო ხელმოწერისას ექიმი.
"გორის ჰოსპიტლის მთავარი ექიმის განმარტებით, სააკაშვილის პირად ექიმს მოტყუებით და მისი ნების წინააღმდეგ მოვაწერინე ხელი გავრცელებულ დოკუმენტზე. ქალბატონი გოგორიშვილი შოკში იყოო. და ეს შოკირებული, ფსიქოლოგიურად არასტაბილური და ცნობიერების მიღმა მყოფი ადამიანი მკურნალობს სააკაშვილს?
ამოიღეთ კამერების ჩანაწერები და დაგვანახეთ, რა განვავრცე, რა მდგომარეობაში იყო ხელმოწერისას ექიმი, რა ჩავამატე, ზეწოლა როგორ მოვახდინე შუა ჰოსპიტალში, სუს-ით და ბადრაგით გარშემორტყმულ სივრცეში"— წერს გვარამია.
27 დეკემბერს, მთელი საღამოს განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გადაყვანის შესახებ. თუმცა ამის შესახებ ინფორმირებულრები არ იყვნენ სააკაშვილის ადვოკატები და ოჯახის წევრები.
მოგვიანებით სახალხო დამცველის წარმომადგენელი ანა ჯანიაშვილი გორის ჰოსპიტალში მივიდა. როგორც მას სააკაშვილმა უთხრა, აპირებდნენ ყოფილი პრეზიდენტის რუსთავის ციხეში გადაყვანას. ამასთან, ომბუდსმენის წარმომადგენელმა თქვა, რომ სააკაშვილმა გონება დაკარგა. ამ შემთხვევას სახლხო დამცველი შეისწავლის.
დღეს, 28 დეკემბერს კი პენიტენციურმა თქვა, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალმა სააკაშვილი გაწერა, თუმცა გადაყვანა დროებით გადადეს.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები