"ზედაპირული და უშინაარსო" - მთავრობის ერთიანი მესიჯბოქსი პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშზე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი დღეს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური სიტყვით გამოვიდა, გამოსვლას ესწრებოდნენ მთავრობის წევრებიც. მათი განცხადებები პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლაზე თითქმის ერთნაირი შინაარსის იყო და ის შეიცავდა შემდეგი სახის შეფასებებს: "ნაკლებად შინაარსიანი", "ზედაპირული", "აკლდა სიღრმე", "აკლდა კონკრეტიკა".
On.ge გთავაზობთ მთავრობის წევრთა შეფასებებს:
გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პრემიერმინისტრი: "შემიძლია, გითხრათ, რომ მთელი რიგი მიმართულებები, როგორიც არის სასამართლო, ეკონომიკური განვითარება დემოკრატიის და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება ქვეყანაში არა მხოლოდ ჩვენი აზრით, არამედ ყველა ჩვენი მეგობრის, საერთაშორისოს აქტორების აზრით, საქართველოში არის შესამჩნევი პროგრესი. ვისურვებდი, პრეზიდენტის გამოსვლა უფრო სიღრმისეული და ობიექტური ყოფილიყო."
ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge
კახი კალაძე, ენერგეტიკის მინისტრი: "ვფიქრობდი, რადგან პარლამენტში მიბრძანდებოდა პრეზიდენტი, სადაც პრემიერმინისტრი, მთავრობა, დიპლომატიური კორპუსი, ყველა იყო მობრძანებული, ვფიქრობდი, რომ უფრო მომზადებული იქნებოდა, უფრო ჩაუღრმავდებოდა თემებს, უფრო ობიექტური იქნებოდა, მაგრამ ჩვენ მოვისმინეთ განსხვავებული გამოსვლა პრეზიდენტის."
ფოტო: განათლების სამინისტრო
ალექსანდრე ჯეჯელავა, განათლების მინისტრი: "ცოტა უფრო მეტ კონკტეტიკასა და მეტ დეტალიზაციას მოველოდით, რაღაც საკითხებში. იმის თქმა პირველი პირისგან რომ სასამართლოში არის კრიზისი, სრულიად გაუმართლებელია. ასევე ეკონომიკური პროგრესის და თითოეული ოჯახისთვის ამ პროგრესის მინიმიზაცია და არ აღნიშვნა, ჩემი აზრით, არ არის პროგრესული."
სოზარ სუბარი
ფოტო: სოზარ სუბარი / Facebook
სოზარ სუბარი, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი: "პირველ რიგში ვიტყოდი, რომ პრეზიდენტის მოხსენება არ იყო ღრმა. პრეზიდენტი დღეს მოგეხსენებათ რომ არ არის აღმასრულებელი და არც საკანონმდებლო, იგი ერთგვარი არბიტრის როლს უნდა თამაშობდეს. შესაბამისად მისი მოხსენებაც უნდა ყოფილიყო ზოგადი მიმოხილვაც ქვეყანაში არსებული მდგომარეობის."
ფოტო: ქართული ოცნება
გიორგი გახარია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი: "გულწრფელად მქონდა მოლოდინი უფრო ობიექტური და რაც მთავარია შინაარსობრივი ტექსტის. იყო ბევრ თემაზე საუბარი, მაგრამ კიდევ ერთხელ, ველოდი რომ ტექსტი იქნებოდა უფრო შინაარსობრივი. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა აღნიშნა, ის პოზიტიური ტენდენციები, რომელიც დღეს ჩვენ ეკონომიკაში გვაქვს, საერთო ჯამში ველოდით, რომ ტექსტი იქნებოდა უფრო შინაარსობრივი."
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა

კომენტარები