სააკაშვილის რეაბილიტაცია იმ გალიაში წარმოუდგენელია — დეკანოიძე გორის ჰოსპიტალზე
ფოტო: On.ge
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა. შეხვედრის შემდეგ, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა, დეკანოიძემ მედიასთან ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომაროებაზე ისაუბრა. ის ამბობს, რომ სააკაშვილი ბოლოს ორი კვირის წინ ნახა და ამ პერიოდში მისი ფიზიკური მდგომაროება საგრძნობლად დამძიმდა. დეკანოიძე ამბობს, რომ ბოლო ორ კვირაში სააკაშვილმა 7 კილო დაიკლო.
"წონაში არის დაკლებული, ძალიან უჭირს გადაადგილება და ეს არის თვალშისაცემია. რა თქმა უნდა, ღამის ძირი არ აქვს მოწესრიგებული, რაც არის ნევროლოგიური ფაქტორი, ძალიან მნიშვნელოვანი. პრაქტიკულად, აქვს ძალიან სერიოზული პოსტტრამვული სინდრომი, რომელიც განვითარდა წამების და არაადამიანური მოპყრობის შემდეგ [...]
რეალურად, ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მისი რეაბილიტაცია ისეთ პირობებში, იმ — უკაცრავად, ცოტა უხეში გამოთქმაა, მაგრამ იმ გალიაში, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია", — განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მან თქვა, რომ ექსპრეზიდენტს ესაუბრა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვრებს გარეთ განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, დეკანოიძე ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი მოქმედი პრეზიდენტის გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს, თუმცა მას შერიგებას ვერ უწოდებს.
"საქართველოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ კონკრეტულად პოლიტიკური თამაშის წესების შეთანხმებას — მე ამას შერიგებას ვერ დავარქმევდი და არც თვითონ არ ფიქრობს, რომ ამ პორცესს შერიგება უნდა ვუწოდოთ — აფასებს ამ პროცესს ნამდვილად. ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, პოლიტიკური მართლმსაჯულების ნაწილში", — განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
16 დეკემბერს, ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მიღება გამართა, სადაც მიიწვია როგორც მმართველი პარტიის, ისე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. მან თქვა, რომ დაპირისპირებული პოლიტიკური მხარეების ერთ ღონისძიებაზე მიწვევით სურდა "ატმოსფეროს შეცვლა და ახალი განწყობის შემოტანა". შეხვედრაზე ზურაბიშვილმა ისაუბრა პოლარიზაციის უარყოფით შედეგებსა და ერთიანობის მნიშვნელობაზე.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გორის სამხედრო კლინიკაში 19 ნოემბერს, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გადაიყვანეს.
გაიგე მეტი:
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
კომენტარები