1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა — "შიდსი: ესეც პანდემიაა"
1 დეკემბერს, მსოფლიო შიდსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს. სლოგანით "შიდსი: ესეც პანდემიაა" შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) წარმომადგენლობა საქართველოში ამ დღეს, წელსაც უერთდება. აღნიშნული კამპანია მიზნად ისახავს შეახსენოს მოქალაქეებს, რომ COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზეც კი, მსოფლიომ უნდა დაიცვას ის შედეგები, რაც მიღწეულია აივ/შიდსის პანდემიასთან ბრძოლაში, რომელიც 30 წელზე მეტია მძვინვარებს.
გასული წლების მსგავსად, შიდსთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ გლობალურ კამპანიას საქართველოც უერთდება. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, AHF საქართველოს წარმომადგენლობა აქტივობებს ძირითადად ვირტუალურ სივრცეში, სოციალურ ქსელში განახორციელებს. მომზადდება საინფორმაციო სტატიები აივ/შიდსთან ბრძოლის, პრევენციისა და მკურნალობის შესახებ, სარეკლამო ბანერები განთავსდება როგორც ონლაინ, პოპულარულ ინტერნეტგვერდებზე, ასევე მეტროსადგურში. მომზადდება ვიდეორგოლი შიდსთან ბრძოლის დღის აღნიშვნის მნიშვნელობასთან დაკავშირებით და საინფორმაციო პოსტებთან ერთად, განთავსდება AHF საქართველოს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს ადამიანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთიანდებიან, რათა მხარი დაუჭირონ აივ ინფიცირებულებს და პატივი მიაგონ შიდსით დაღუპულთა ხსოვნას.
"Covid 19-ის სწრაფმა გავრცელებამ ნათლად დაგვანახა, რომ პანდემია დიდ გავლენას ახდენს ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. საზოგადოებრივი ჯანდაცვა მჭიდრო კავშირშია არაერთ მნიშვნელოვან საკითხთან, მათ შორის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებასთან. შიდსის მსოფლიო დღეს, წელსაც, ფონდის მთავარი სლოგანია "შიდსი: ესეც პანდემიაა". ამით გვინდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ შიდსთან ეფექტიანი ბრძოლა მნიშვნელოვანია და მიმდინარე პანდემიებმა არ უნდა შეაფერხოს სერვისის მიწოდება მათთვის, ვისაც ის ესაჭიროება. 2015 წელს, მსოფლიომ აიღო ვალდებულება, რომ 2030 წლისთვის შიდსის ეპიდემია უნდა დასრულდეს. ამ პროცესში, შიდსის ჯანდაცვის ფონდი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყოველწლიურად ათასობით ადამიანის სწრაფი და უფასო ტესტირებისა და დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლების უზრუნველყოფის გზით", — აღნიშნავს შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობის პროგრამების მენეჯერი ნინო ხეთაგური.
გლობალური ფონდის ბოლო ანგარიშის თანახმად, შარშან პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა აფრიკისა და აზიის დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების ჯანდაცვის სისტემასა და სერვისების მიწოდებაზე. შედეგად, აღნიშნული ქვეყნების თითქმის 75%-ში აივ/შიდსის მიმართულებით სერვისის მიწოდება შეფერხდა. გარდა ამისა, 2020 წლის აპრილიდან სექტემბრამდე, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აივ ტესტირება 41%-ით შემცირდა.
ყოველწლიურად, აივ/შიდსის შედეგად, მსოფლიოში დაახლოებით 700 000 ადამიანი იღუპება. გარდა იმისა, რომ მსოფლიო ლიდერებმა უნდა გააგრძელონ ბრძოლა COVID-19-ის წინააღმდეგ, მათ შორის ვაქცინების გლობალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიმართულებით, მათ ასევე უნდა შეასრულონ შიდსთან დაკავშირებული დაპირება, აივ ტესტირების და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით მათთვის, ვისაც ეს სჭირდება.
შესაბამისად, გლობალურ ფონდში მიაჩნიათ, რომ მრავალი გამოწვევის მიუხედავად, COVID-19 პანდემია არ უნდა იქნას გამოყენებული შიდსთან გლობალური ბრძოლის ღონისძიებების მუდმივად შემცირების მიზეზად. უფრო მეტიც, პანდემიის გამო, შიდსთან ბრძოლის გააქტიურება, ახლა ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. როგორც AHF-ის გლობალური ადვოკატირებისა და პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ტერი ფორდი აცხადებს, ის დესტრუქცია, რაც მსოფლიოს COVID-19-მა მოუტანა, გასაგები მიზეზების გამო, ბოლო თითქმის ორი წელია გრძელდება და მიაჩნია, რომ შიდსის მსოფლიო დღე ასეთი გადამწყვეტია "სხვა პანდემიის" შესახსენებლად.
აღსანიშნავია, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში ლიდერია აივ/შიდსით პაციენტების ანტივირუსული მკურნალობით მოცვისა და მკურნალობაზე მყოფ პაციენტებში ვირუსული არაგანსაზღვრადობის (სუპრესიის) მაჩვენებლებით. 2015 წლიდან საქართველომ, პირველმა აღმოსავლეთ ევროპაში და ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიოში, დანერგა პრინციპი "უმკურნალე ყველას", რაც გულისხმობს იმას, რომ მკურნალობა უტარდება ყველა აივ ინფიცირებულს იმუნური სტატუსის და დაავადების სტადიის მიუხედავად. ასეთმა მიდგომამ უკვე გამოიღო მნიშვნელოვანი დადებითი შედეგი, კერძოდ: ბოლო წლებში აივ/შიდსით პაციენტებში 5-ჯერ და მეტად შემცირდა სიკვდილობა და ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ბოლო 3 წლის განმავლობაში შარშან პირველად დაფიქსირდა აივ ახლად ინფიცირების შემთხვევების კლება.
როგორც სპეციალისტები განმარტავენ, შიდსის პანდემიის დასამარცხებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სტიგმის დამსხვრევა და გულახდილობაა. საზოგადოების მხრიდან მიუღებლობის გამო, დაინფიცირებულს ეშინია და მალავს თავის სტატუსს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველაფერი ზოგადად დაავადების შესახებ — როგორ გადადის, რა სიმპტომებია, როგორ დავიცვათ თავი, რა არის პრევენციის გზები და ა.შ.
დაავადების პრევენციისთვის, მნიშვნელოვანია გამოვიმუშავოთ ტესტირების კულტურა — გვქონდა საეჭვო ქცევა ან სარისკო ურთიერთობა პარტნიორთან, აუცილებლად უნდა გავიკეთოთ ტესტი, დავრწმუნდეთ, რომ დაავადება არ გვაქვს. საქართველოში აივზე ტესტირებაც და მკურნალობაც უფასოა. ეს ყველამ უნდა იცოდეს, საზოგადოებამდე ამ ინფორმაციების მიტანა, განათლებაა საჭირო.
2018 წლიდან, შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობა აქტიურად საქმიანობს შიდსთან ბრძოლის და პრევენციის მიმართულებით. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) თანამშრომლობით, AHF საქართველოს მოსახლეობას სწრაფი და მარტივი მეთოდით აივ-ზე ტესტირებას სთავაზობს.
2020 წელს თბილისში გაიხსნა "AHF საქართველოს" ტესტირების ცენტრი, სადაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ტესტების საშუალებით, უფასოდ ხორციელდება აივ-ზე სწრაფი, მარტივი და ანონიმური ტესტირება, როგორც მაღალი რისკის ჯგუფების, ასევე ნებისმიერი მოქალაქისთვის. ცენტრი უზრუნველყოფს შესაბამისი საინფორმაციო მასალის მომზადებასა და გავრცელებას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ატარებს ვებინარებს აივ-ზე, პრევენციულ მეთოდებსა და სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე. გასული წლების მსგავსად, "AHF საქართველოს" ერთ-ერთ პრიპრიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს პენიტენციალურ დაწესებულებებში აივ/შიდსის პრევენცია და გამოვლენა. ფონდის პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია პენიტენციალური სისტემის თბილისის 10 დაწესებულებაში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ტესტების მეშვეობით აივ-ზე სწრაფი, მარტივი ტესტირების ჩატარება, შესაბამისი საინფორმაციო მასალის (აივ/სგგი, რეპროდუქციული ჯანმრთელობა) და კონდომების დარიგება, რაც ხელს შეუწყობს აივ-ის დროულ გამოვლენასა და მკურნალობას, ასევე პრევენციასა და ვირუსის შემდგომი გავრცელების შეჩერებას.
შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობა მდებრეობს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის #37დ-ში.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა

კომენტარები