მეცნიერებმა შექმნეს კამერა, რომლითაც ადმიანის სხეულის მიღმა გახედვაა შესაძლებელი
Northwestern University-ს ინჟინრებმა შექმნეს მძლავრი კამერა, რომელსაც მყარი და არამყარი ობიექტების, მათ შორის ადმიანის სხეულისა და ძვლების მიღმა ხედვა შეუძლია. ეს, ალბათ, სამეცნიერო ფანტასტიკის მსგავსად ჟღერს.
კამერა სინათლის აღქმის სპეციალურ სისტემას იყენებს, რომელსაც "სინთეზური ტალღის სიგრძის ჰოლოგრაფი" ეწოდება. მისი მუშაობის პრინციპი ასეთია — ლაზერის შუქი იფანტება და ობიექტის დამალულ ნაწილებზე ხვდება, შემდეგ ის კამერას უბრუნდება, სადაც ხელოვნური ინტელექტი მიღებული სიგნალის რეკონსტრუქციას ახდენს, რათა დამალული ობიექტის ვიზუალი აღადგინოს.
მკლევრებმა აღნიშნულის შესახებ ნაშრომი ჟურნალ Nature-ში გამოაქვეყნეს. რადგან ჰოლოგრაფული მეთოდი მეცნიერებს აძლევს საშუალებას დაინახონ ისეთი სწრაფი ობიექტები, როგორიც ქუჩის კუთხეში ბრმად მოძრავი მანქანა ან ადამიანის გულისცემაა, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ასეთი კამერებისა და ტექნიკის გამოყენებით, ნავიგაციის სისტემებმა, შესაძლოა, წინასწარ გაფრთხილების ფუნქციაც შეითვისონ.
"ჩვენი ტექნოლოგია გამოსახულების მიღებისა და ვიზუალიზაციის კუთხით ახალი სიტყვაა. ეს მეთოდი შეიძლება გამოყენებულ იქნას რადიოტალღებზეც, კოსმოსის ან ღრმა წყლების შესასწავლად", — ამბობს ფლორიან ვილომიცერი, McCormick Shool of Engineering-ის ასისტენტ პროფესორი და კვლევის მთავარი ავტორი.
ტექნოლოგია ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და მკლევრებს მხოლოდ პირველადი ანაწყობის პროტოტიპი აქვთ, თუმცა, შედეგები დამაიმედებელია და მსგავსი ტექნოლოგიით მომავალაში, შესაძლოა, უამრავი საგზაო ავარია ავირიდოთ ან ახალ აღმოჩენებს დავუდოთ საფუძველი.
კომენტარები