ინტერნეტსივრცე ინჟინერ დევიდ მილერის ვირუსულმა ვიდეომ მოიცვა, სადაც იგი ნასაში თავისი დასაქმების უჩვეულო ისტორიას გვიყვება.

"თვითმფრინავებთან დაკავშირებულ სამსახურზე მქონდა გასაუბრება, შემდეგ კი დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემთვის განსხვავებული სამუშაო ჰქონდათ და შესაძლოა, მომწონებოდა. იგი MAGIK-ის გუნდს ეხებოდა", — იხსენებს იგი ვიდეოში.

მილერი აქამდე კომერციულ თვითმფრინავებზე მუშაობდა, თუმცა შემდგომში იმ აღჭურვილობის შექმნა დაევალა, რომელსაც ასტრონავტები იყენებენ ხოლმე ღია კოსმოსში გასვლისას.

MAGIK-ის გუნდი ნასას შემადგენლობაში შედის და ევალება შეაფასოს, თუ რამდენად ვარგისია კოსმოსურ სადგურთა ბორტებზე დაგეგმილი რობოტული ოპერაციები, თუმცა მილერის სამუშაოს ძირითადი ნაწილი კონკრეტულად საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გახლდათ ორიენტირებული.

"ვფიქრობდი, არ ვიცი, ეს რა არის მეთქი, თუმცა ვუთხარი, რომ საინტერესოდ ჟღერდა და, რადგან გადმომირეკეს, ალბათ, პირადად გასაუბრებაც შეგვეძლებოდა. მინდოდა, ამ დროს ორივე სამსახურის შესახებ გამეგო", — თქვა მილერმა.

პირველი სამსახური თვითმფრინავ Boeing 787-ის ერთად შეკრული სადენების კონაზე მუშაობას მოიცავდა, თუმცა ინჟინერი არ აიყვანეს. იგი მეორე ადგილას დასაქმდა, რომლისთვისაც, მისი თქმით, გასაუბრებაც კი არასოდეს გაუვლია — რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს სწორედ NASA აღმოჩნდა.

"ტეხასში გადავსახლდი და მუშაობა დავიწყე", — თქვა მილერმა ვიდეოში.

როგორც BuzzFeed-ი იუწყება, მისი თქმით, ეს მექანიკური ინჟინრისათვის საკმაოდ სტანდარტული, საწყისი დონის პოზიცია გახლდათ, თუმცა ვაღიაროთ, არც მთლად ჩვეულებრივი.

"ბევრ ისეთ რამეზე ვმუშაობდი, რაც შემდეგ კოსმოსურ სადგურზე აღმოჩნდა. მათ შორისაა ღია კოსმოსში გასვლისას გამოყენებული აღჭურვილობა", — იხსენებს მილერი შემდგომ ვიდეოში.

@officialheatherharp

remembers everything he sent to space, “forgot” his BETRAYAL at the end 🤣 #fyp #crafty #trending #nasa #ImSoHappy #engineerboyfriend #couples #viral

♬ original sound - Heather Harp

მილერს რომ ვკითხოთ, NASA-ს სურდა, თავისი MAGIK-ის გუნდი შეევსო, ამიტომაც კომპანია Boeing-ს სთხოვა დახმარება და შემთხვევაც სწორედ ამას უნდა უკავშირდებოდეს, თუმცა თავად დამსაქმებლის ახსნაც საინტერესო იქნებოდა.

მილერი პოზიციაზე 8 წლის განმავლობაში მუშაობდა. მისი თქმით, ეს ჯადოსნური გამოცდილება იყო.

"ვმუშაობდი, ფიზიკურად ვეხებოდი და ვცვლიდი ისეთ რაღაცებს, რაც შემდეგ კოსმოსში მიდიოდა", — აცხადებს მილერი BuzzFeed-თან საუბრისას.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.