7 ნოემბერი არ მაკომპლექსებს, ამის გამო სააკაშვილმა აიღო პასუხისმგებლობა — ბარამიძე
ფოტო: კადრი ვიდეოდან
ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, მას 7 ნოემბერი არ აკომპლექსებს. ის ამბობს, რომ მათ ყველაფერი ახსოვთ და თავის დროზე 7 ნოემბერზე პასუხისმგებლობა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმაც აიღო. ღამის კურიერის წამყვანმა მას ჰკითხა, რამდენად მიზანშეწონილი იყო ენმ-ის მიერ აქციის დანიშვნა 7 ნოემბერს, როცა ამ თარიღს ტელეკომპანია იმედის, ტელეკომპანია კავკასიის გაჩერება, აქციის დაშლა უკავშირდება. ბარამიძის თქმით, არ აქვს პრობლემა, ამ დღეს გამოვიდეს "საქართველოს თავისუფლებისთვის საბრძოლველად".
"ის, რომ ადრე 7 ნოემბერი მოხდა, ეს არ გვაკომპლექსებს აბსოლუტურად. ძალიან კარგად გვახსოვს ყველაფერი. არც არაფერი არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან. პირიქით, კარგად უნდა გვახსოვდეს ყოველთვის; ყოველთვის გავააანალიზოთ; ყოველთვის შეცდომები ვაღიაროთ, როგორც ამის ვაჟკაცობა ეყო პრეზიდენტ სააკაშვილს და ეს სწორედ რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ამის გამო მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და თანამდებობიდან გადადგა, რის ახლოსაც კი რომ არ არის, აი, ის რეჟიმი, რომელსაც დღეს ჩვენ ვებრძვით", — განაცხადა ბარამიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.
გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ მისთვის აქციის გასამართად ნებისმიერი თარიღი მისაღებია. მისივე თქმით, სამწუხარო ფაქტია ის, რომ ხელისუფლებას ძალის ისე გამოყენება დასჭირდა, როგორც ეს 7 ნოემბერს მოხდა.
"ნებისმიერი თარიღი შეიძლება იყოს. მე პირადად არანაირი კომპლექსი არ მაქვს ამისი იმიტომ, რომ ჩვენ არ უნდა დავემალოთ ჩვენს ისტორიას, მათ შორის, იმას, რაც არ არის სასიამოვნო და ენის მოჩლექვით არავის არ უნდა ველაპარაკოთ. ეს არ იყო სწორი — ეს თქვა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. იყო ძალიან სამწუხარო, რომ იმ ძალის და ისე გამოყენება დასჭირდა ხელისუფლებას, როგორც ეს გააკეთა", — თქვა გიორგი ბარამიძემ.
31 ოქტომბრის აქცია ოპოზიციამ ცესკოს მიერ არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დაგეგმა. თბილისის მერობის კანდიდატმა პარლამენტთან შეკრებილებს სამოქმედო გეგმა გააცნო. მისი თქმით, უკან დახევას არ აპირებენ — სამშაბათს ბათუმში ჩავლენ, რათა ადგილზე გააპროტესტონ, შემდეგ ქუთაისში და სხვა ქალაქებში, ბოლოს კვირას კი აქცია თბილისში გაიმართება.
მოგვიანებით დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ შეეშალათ და 7 ნოემბერს აღარ გამართავენ. ამის შემდეგ ნაციონალურ მოძრაობაში განაცხადეს, რომ აქცია 6 ნოემბერს ჩატარდება.
-
პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით
-
BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
-
OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები
გადახედვა
-
ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად
გადახედვა
-
სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები
გადახედვა
-
დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC
გადახედვა
-
პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ? ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ?
-
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
-
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დაილუქა შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დაილუქა
გადახედვა
-
ანრი კაგანი: ის, რაც მოულოდნელია, ზოგჯერ უფრო საინტერესოა ანრი კაგანი: ის, რაც მოულოდნელია, ზოგჯერ უფრო საინტერესოა
გადახედვა
-
"ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირი სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს" — შსს მიშო სულუხიაზე "ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირი სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს" — შსს მიშო სულუხიაზე
გადახედვა
-
დააკავეს მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანთან ერთად სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდა დააკავეს მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანთან ერთად სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდა
გადახედვა
-
826 ორგანიზაცია და 743 ფიზიკური პირი — EU-ის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებენ 826 ორგანიზაცია და 743 ფიზიკური პირი — EU-ის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებენ
გადახედვა
-
ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება
გადახედვა
-
მიშო სულუხია: ლისთან გადაგვიკეტეს გზა, ტაქსიდან გადმომსვეს და ფიზიკურად გამისწორდნენ მიშო სულუხია: ლისთან გადაგვიკეტეს გზა, ტაქსიდან გადმომსვეს და ფიზიკურად გამისწორდნენ
გადახედვა
-
ამირან გამყრელიძე: რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი ამირან გამყრელიძე: რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი
გადახედვა
კომენტარები