აგიტაცია, დისბალანსი, ბიულეტენების ჩაყრა და გაბათილება — ISFED-ის შემაჯამებელი ანგარიში
ფოტო: ნატალია ავალიანი / On.ge
სამართლიანი არჩევნები (ISFED) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს 8 მუნიციპალიტეტში, მათ შორის 5 თვითმმართველ ქალაქსა და 3 თვითმმართველ თემში დააკვირდა და სხვადსხვა დარღვევა გამოავლინა. ISFED-ის დაკვირვებით, გამოვლინდა უბნის გარე პერიმეტრის კონტროლის, აგიტაციის, ბიულეტენების მიზანმიმართული გაბათილების, ჩაყრის, დისბალანსისა და სხვა სახის დარღვევები.
ამ დროისათვის, სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლების მიერ სამივე დონის საარჩევნო კომისიებში შეტანილია 161 საჩივარი და ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 22 შენიშვნა.
უბნის გარე პერიმეტრზე მიმდინარე პროცესები
- 34 საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე შეინიშნებოდა პირთა საეჭვო შეკრება. აქედან, 15 უბანზე შეინიშნებოდა შეკრება მხოლოდ 100 მეტრამდე პერიმეტრში, 11 უბანზე შეკრება მხოლოდ 100 მეტრის გარეთ ხდებოდა, ხოლო 8 უბანზე შეკრება პერიმეტრს შიგნითაც და გარეთაც შეინიშნებოდა;
- 11 საარჩევნო უბნის მიმდებარედ ხდებოდა ამომრჩეველთა სახელობითი აღრიცხვა;
- ზეწოლისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები გამოვლინდა 8 უბანზე;
- სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევა დაფიქსირდა 4 უბნის გარეთ, მათ შორის 2 თბილისში და 2 ბათუმში;
- 2 უბნის შემთხვევაში გამოვლინდა კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსების ფაქტი;
- 10 უბანზე შეინიშნებოდა ამომრჩეველთა ორგანიზებული და არაერთჯერადი მობილიზება და ტრანსპორტირება ხმის მისაცემად;
- 5 უბანზე შეინიშნებოდა კომისიის წევრების საეჭვო კომუნიკაცია უბნის გარეთ მყოფ პირებთან.
დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა
- N9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის მე-20 საარჩევნო უბანზე ქართული ოცნების წარმომადგენელი ერეოდა კომისიის საქმიანობაში. დამკვირვებლის მითითების შემდეგ ქართული ოცნების წარმომადგენელმა დამკვირვებელს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა;
- N66 ხობის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უკანონოდ შეუზღუდა სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელს უფლება. კერძოდ, დამკვირვებელმა შენიშნა, რომ ჩანაწერთა წიგნი დაულუქავი იყო და მითხოვა დოკუმენტის ნახვა. პასუხად, თავმჯდომარემ დოკუმენტი დამალა და დამკვირვებლის მიმართ გამოავლინა აგრესია.
ბათილი ბიულეტენები
- N20 რუსთავის საარჩევნო ოლქის 28-ე საარჩევნო უბანზე, ხმის დათვლის პროცედურის დროს დაფიქსირდა 8 ბიულეტენი, რომელთაგან არც ერთს არ აქვს რეგისტრატორის ხელმოწერა. რვავე ბიულეტენზე ხმა ოპოზიციური კანდიდატის სასარგებლოდ იყო მიცემული;
- 17 თელავის საარჩევნო ოლქის 42-ე საარჩევნო უბნის რეგისტრატორმა რამდენიმე ბიულეტენი დაამოწმა ბეჭდით, მაგრამ არ დაამოწმა ხელმოწერით, რის გამოც ბიულეტენები გაბათილდა. აღნიშნულ ბიულეტენებში ხმა დაფიქსირებული იყო ოპოზიციური სასარგებლოდ;
- N70 ფოთის საარჩევნო ოლქის მე-10 საარჩევნო უბანზე, დაახლოებით 20 ბიულეტენი არ იყო დამოწმებული ხელმოწერით ან ბეჭდით. კომისიამ არ მოახდინა დამრღვევი რეგისტრატორების იდენტიფიცირება. ბიულეტენებზე, უმრავლეს შემთხვევაში ხმა ოპოზიციური პარტიის კანდიდატის სასარგებლოდ იყო მიცემული;
- N59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის მე-17 საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის პროცესში გამოვლინდა ბიულეტენების არასათანადოდ შევსების 15 შემთხვევა. კერძოდ, ბიულეტინთა ნაწილზე არ ფიქსირდება რეგისტრატორის ხელმოწერა, ნაწილზე კი რეგისტრაციის ბეჭედი. შედეგად ყველა ეს ბიულეტენი გაბათილდა, თუმცა რეგისტრატორებს აღნიშნულის თაობაზე ახსნა-განმარტება არ დაუწერიათ. რეაგირება არ მომხდარა ასევე კომისიის თავმჯდომარის მხრიდან;
- N67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის 54-ე საარჩევნო უბნის რეგისტრატორმა კომისიის წევრმა ბიულეტენები ბეჭდითა ან/და ხელმოწერით არ დაამოწმა, რის გამოც 4 ბიულეტენი გაბათილდა;
- N70 ფოთის საარჩევნო ოლქის მე-3 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა არ დაამოწმა 2 ბიულეტენი, რის გამოც ბიულეტენები გაბათილდა;
- N79 ბათუმის საარჩევნო ოლქის მე-3 საარჩევნო უბნის კომისიამ ბათილად მიიჩნია ისეთი ბიულეტენები, რომლებშიც ამომრჩევლის ნება რეალურად იკვეთებოდა. მაგალითად, გადახაზული იყო ერთი კანდიდატი და შემოხაზული მეორე. ამ მიზეზით გაბათილდა დაახლოებით 10 ბიულეტენი;
- N60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის 39-ე საუბნო საარჩევნო კომისიამ მერის არჩევნების 6 და მაჟორიტარული არჩევნების 6 ბიულეტენი მიიჩნია ბათილად, იმის მიუხედავად, რომ ამომრჩევლის ნება იკვეთებოდა.
ბიულეტენების ჩაყრა
- N5 ისნის საარჩევნო ოლქის 71-ე საარჩევნო უბანზე, ყუთის ზედამხედველმა ზედმეტად მოათავსა სპეციალური კონვერტები ყუთში. ამ ფაქტს უბანზე მოყვა არეულობა და შეფერხდა საარჩევნო პროცესი. ამომრჩევლებს არ ეძლეოდათ ხმის მიცემის საშუალება. მოგვიანებით, უბანზე არსებული დაპირისპირების გამო, თავმჯდომარემ გამოიძახა პოლიცია. უბანზე იყო პრაქტიკულად სრულიად უმართავი სიტუაცია და შეხლა-შემოხლა. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელმა ადგილზე დაწერა საჩივარი. დამკვირვებელმა თვითონ დაინახა ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევა, თუმცა ხმის დათვლის დროს ე.წ ბალანსი შედგა, რაც იწვევს ეჭვს, რომ ბიულეტენების ჩაყრასთან ერთად, ადგილი ჰქონდა კომისიის წევრების მხრიდან ხელმოწერების გაყალბებას.
ფიზიკური დაპირისპირება
- N67 საარჩევნო ოლქის 90-ე უბანზე დათვლის შედეგად გამოვლინდა დისბალანსი 1 ხმის მეტობით, რაზეც რეგისტრატორმა დაწერა ახსნა-განმარტება. ოპოზიციამ გამოხატა უნდობლობა შედეგების მიმართ, რასაც მოყვა ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების წარმომადგენელ კომისიის წევრებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება.
შემაჯამებელი ოქმის ასლის გაუცემლობა
- N60 საარჩევნო ოლქის ოზურგეთის 37-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელს არ მისცა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლი, რადგან მისი განმარტებით ქსეროქსის აპარატი არ მუშაობდა.
დისბალანსი შემაჯამებელ ოქმში
- N5 ისნის საარჩევნო ოლქის 62-ე საარჩევნო უბანზე, გაცემული ბიულეტენების რაოდენობა 3-ით მეტია ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე;
- N3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის მე-2 საარჩევნო უბანზე, გაცემული ბიულეტენების რაოდენობა ერთით აღემატება ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას. საგულისხმოა, რომ ხმების დათვლისას, ერთი კონვერტიდან ამოვიდა ერთი და იგივე სახეობის ორი ბიულეტენი.
დაულუქავი დოკუმენტაცია
- N69 ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქის მე-3 და მე-10 საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შემოსული ჩანაწერთა წიგნები არ იყო დალუქული;
- N3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის მე-16 საარჩევნო უბნიდან შემოსული ჩანაწერთა წიგნი არ იყო დალუქული.
ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული დარღვევები
- N9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის 53-ე საარჩევნო უბანზე, სამაგიდო სიაში, ერთ-ერთ რეგისტრატორის ხელმოწერის გასწვრივ ამომრჩევლის ხელმოწერა არ ფიქსირდებოდა. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მიუხედევად იმისა, რომ ხელმოწერა არ ფიქსირდებოდა, მონაცემი მაინც აისახა ხელმოწერების საერთო რაოდენობაში;
- N3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის მე-17 საარჩევნო უბნის სპეციალურ სიაში მყოფი 11 ამომრჩევლიდან ყველამ მიიღო მონაწილეობა როგორც მერის, ასევე საკრებულოს მაჟორიტარულ არჩევნებში, მაშინ, როდესაც 4 მათგანს არ ჰქონდა მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
აგიტაცია საარჩევნო უბანზე
- N33 ქარელის საარჩევნო ოლქის 39-ე საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის ოთახში განთავსებული იყო ქართული ოცნების დროშა, რაზეც თავმჯდომარეს რეაგირება არ მოუხდენია.
სამართლიანი არჩევნები (ISFED) თვითმმართველობის არჩევნების გუშინ ჩატარებულ მეორე ტურს დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობის ხელიდან გაშვებად მიიჩნევს. ISFED-ის თავმჯდომარის თქმით, არჩევნების დღეს გამოვლენილმა ტენდენციებმა საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა დააზიანა.
ამავე თემაზე:
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები