გრიპითა და კორონავირუსით ერთად დაინფიცირების შემთხვევაში დაღუპვის რისკი ორმაგდება
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის, ჯენი ჰარიესის თქმით, გრიპითა და კორონავირუსით ერთდროულად დაინფიცირების შემთხვევაში დაღუპვის რისკი ორმაგდება.
დიდ ბრიტანეთში მძიმე ზამთარს ელიან, რადგან ეს იქნება პირველი ზამთარი, როცა ჩვენ გრიპსა და კორონავირუსს რეალურ ცირკულაციაში პირველად ვნახავთ. ამიტომ ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, აიცრან გრიპის აცრითაც.
Sky-ს ჟურნალისტის, ტრევორ ფილიფსის კითხვაზე, თუ რამდენად უნდა ეშინოდეს მოსახლეობას გრიპისა და კორონავირუსის ერთად, ჯენი ჰარიესმა უპასუხა, რომ გრიპს ყოველ ზამთარს უნდა ვუფრთხოდეთ, რადგან გართულების შემთხვევაში ისიც მომაკვდინებელი ვირუსია.
"მთავარი მაინც ისაა, რომ ეს იქნება პირველი ზამთარი, სადაც ჩვენ რიცხვებში ვნახავთ როგორ გავრცელდება გრიპი კორონავირუსსთან ერთად. გაიზრდება ორივეთი დაინფიცირების რისკი და როგორც წინასწარი დაკვირვებებიდან ვიგებთ, ასეთ შემთხვევაში ორმაგდება დაღუპვის რისკიც", — ამბობს ჯენი ჰარიესი
ჰარიესმა ასევე აღნიშნა, რომ დიდ ბრიტანეთში, შესაძლოა გრიპის სხვადასხვა შტამები გამოჩნდეს, რომელთა მიმართაც ადამიანებს ნაკლები იმუნიტეტი ექნებათ, რადგან შარშანდელი შეზღუდვების პერიოდში გრიპის ვირუსის გავრცელება ექსტრემალურად დაბალი იყო.
მან ასევე აღნიშნა, რომ გრიპით ყოველ წელს დაახლოებით 11 000 ადმიანი შეიძლება დაიღუპოს. "ჩვენ ერთი წელი გრიპის ვირუსის გავრცელების გარეშე გავიარეთ. ჩვეულებისამებრ გრიპის სეზონზე ერთი დომინანტი შტამია ხოლმე, ახლა კი შეიძლება ასეთი რამდენიმე ვიხილოთ".
ჰარისმა ასევე განმარტა, რომ გრიპის წლევანდელ ვაქცინაში ვირუსის ოთხი შტამია შესული. ეს გადწყვეტილება ბრიტანეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევითა და სამხრეთ ჰემისფორს ქვეყნებზე დაკვირვებით მიიღო.
კომენტარები