რუსთავი 2–ის თანამშრომლები ძმებ ყარამანიშვილების შეთავაზებაზე უარს ამბობენ
რუსთავი 2–ის თანამშრომლებმა უარი უთხრეს ტელეარხის მფლობელებს, ძმებ ყარამანიშვილებს მათთვის მხოლოდ 40–პროცენტიანი წილის გადაცემაზე. თანამშრომლების სახელით მფლობელებს გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მიმართა. გთავაზობთ მის განცხადებას:
ჩვენ, რუსთავი 2–ის თანამშრომლებმა, განვიხილეთ ძმებ ყარამანიშვილების შემოთავაზება, ჩვენთვის მათი კუთვნილი 40–პროცენტიანი წილის გადმოცემის თაობაზე. მადლობას ვუცხადებთ მათ ამ შემოთავაზებისთვის, თუმცა, ამ წინადადებას ვპასუხობთ უარით. ჩვენი უარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:
- ამჟამად ყადაღის ქვეშ მყოფი 40–პროცენტიანი წილის რუსთავი 2–ის თანამშრომლებისთვის გადმოცემა, პრაქტიკულად განუხორციელებადია, რამეთუ, რუსთავი 2–ის წესდების თანახმად, წილების გადაცემას ესაჭიროება ყველა მეწილის, მათ შორის 9 პროცენტის წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის თანხმობა. ამგვარი თანხმობა არ არსებობს და შესაბამისად, წარმოდგენილი შემოთავაზება, სამართლებრივი თვალსაზრისით, წარმოადგენს ფიქციას.
- ამას გარდა, რაც მთავარია, კომპანიის 40–პროცენტიანი წილის ფლობა არ ცვლის საქმის ვითარებას, რამეთუ, გადამწყვეტი ხმის უფლება ისევ რჩება ტელეკომპანია საქართველოს, რომელიც კომპანიის საკონტროლო პაკეტს, 51–პროცენტიან წილს ფლობს, ტელეკომპანია საქართველოს მესაკუთრეები კი ასევე ძმები ყარამანიშვილები არიან. შესაბამისად, შემოთავაზებული წინადადება, შინაარსობრივი თვალსაზრისითაც, ერთგვარად ფიქტიურია, რადგან კოლექტივის კომპანიის მართვაში ჩართვის ვერანაირ გარანტიას ვერ ქმნის.
- სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2–ის თანამშრომლები გამოვდივართ საპასუხო ინიციატივით: საკუთრებაში გადმოგვეცეს შპს ტელეკომპანია საქართველო, რაც როგორც სამართლებრივად, ისე შინაარსობრივად, ერთადერთი რეალური გზაა კომპანიაში საქმის ვითარების არაფიქტიურად და რეალურად შესაცვლელად. შპს ტელეკომპანია საქართველო არ არის დაყადაღებული, მის გასხვისებას არ სჭირდება მესამე პირთა თანხმობა და ის ფლობს რუსთავი 2–ის საკონტროლო პაკეტს. მისი კოლექტივისთვის გადმოცემით, არა მხოლოდ ჩვენი ტელეკომპანიის, არამედ ქართული მედიის ისტორიაში პირველად, მაუწყებლის მესაკუთრეები გახდებიან თავად მისი თანამშრომლები, მათ მიერ საამისოდ შერჩეული უფლებამოსილი პირების მეშვეობით, რომლებიც ანგარიშვალდებულნი იქნებიან სწორედ მათ წინაშე.
- მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ასევე აღვნიშნოთ, რომ ამგვარი ნაბიჯის გადადგმით ასევე დასრულდება არაჯანსაღი და ხშირ შემთხვევაში, სრულიად უსაფუძვლო სპეკულაციები რუსთავი 2–ის პარტიულ და სხვაგვარ აფილაციებთან დაკავშირებით. და უკვე, მათ შორის არც ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისი არ ექნება იმის მტკიცებას, საფუძველი არ ექმნება იმის მტკიცებას, რომ სარედაქციო პოლიტიკა ყალიბდება სხვა ადამიანების ჩარევით და მხოლოდ ჩვენ, უკვე ფორმალურ სამართლებრივადაც, სრულად და დამოუკიდებლად ვიქნებით პასუხისმგებელი ჩვენს სარედაქციო პოლიტიკაზე. ახლაც და მომავალშიც, ამ ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობას ვგულისხმობთ და ასევე ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში მოსვლის პირობებსაც.
- ჩვენ გვესმის ლეგიტიმური ინტერესი იმისა, რომ არ შეიქმნას ინვესტორების საფარ ქვეშ კომპანიაში მესამე პირების შემოსვლის საშიშროება. საამისოდ მზად ვართ, წილების ჩვენთვის გადმოცემის შემთხვევაში, ტელეკომპანია საქართველოს წილის ნებისმიერ მესამე პირზე გასხვისება, შესაძლებელი იყოს მხოლოდ უპრეცედენტოდ მაღალი კონსენსუსის საფუძველზე."
- კიდევ ერთხელ ვუცხადებთ ძმებ ყარამანიშვილებს მადლობას შემოთავაზებისთვის, რომელზეც სამწუხაროდ უარი უნდა განვაცხადოთ და მივმართავთ მათ ჩვენი საპასუხო შეთავაზებით. გადაეცეს არხი საკუთრებაში იმათ, ვინც რეალურად და სრულიად დამოუკიდებლად, ყოველგვარი გარე დახმარების გარეშე, საკუთარი თავგანწირული ბრძოლით დღემდე მოიტანა ეს კომპანია, შეინარჩუნა დამოუკიდებლობა და შეუნარჩუნა მთელ საქართველოს, ხალხს, თავისუფალი სიტყვა და ეს მოხდა იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენს წინააღმდეგ ყველა შესაძლო მეთოდით იბრძოდა მთელი სახელისუფლებო მანქანა. ღრმად გვწამს, რომ ამ შეთავაზების დაკმაყოფილებით, ძმები ყარამანიშვილები გამოიყენებენ ისტორიულ შესაძლებლობას, ოქროს ასოებით ჩაწერონ საკუთარი სახელები ქართული მედიის და გამოხატვის თავისუფლების ისტორიაში."
ნიკა გვარამიას თქმით, აღნიშნულ განცხადებას იზიარებს ტელეკომპანიის თანამშრომელთა უმრავლესობა.
დღეს, ლევან და გია ყარამანიშვილებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც წერია, რომ ისინი მზად არიან, რუსთავი 2–ის თანამშრომლებს ტელეარხის წილის 40 პროცენტი გადაეცეს.
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
კომენტარები